ჩვენ შესახებ

ინფორმაცია

შპს“ჯი.აი.ემ.ჯი“ დაარსდა 30.01.2010 წელს

დირექტორი: გივი წიქარიშვილი

კომერციული დირექტორი: გოჩა თედორაძე

კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ინჟინერია, პროექტირება, ლითონკონსტრუქციები, მანქანათმშენებლობა, მშენებლობა,  და სხვა

შპს“ჯი.აი.ემ.ჯი“-ს საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს სხვადასხვა დროს ნამუშევარი აქვს მსხვილ კომპანიებში (საავიაციო ქარხანა, დელტა, ელიტა-ბურჯი, თბილქალაქპროექტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა), სადაც დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება მიიღეს, აღნიშნული აისახა კომპანიაზე მრავალმხრივი მიმართულებით –  ნაყოფიერ მუშაობაში, ინოვაციურ მიდგომებში, მენეჯმენტის ეფექტურობაში, ხარისხში და სხვა…

ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის (ნბრ)  მონაცემების მიხედვით, შ.პ.ს ჯი-აი-ემ-ჯი 2018 წელს სტატიკური რანჟირების შედეგების მაჩვენებლებით გახდა საქართველოს ლიდერი საწარმო ოქროს რეიტინგის ექვს კატეგორიაში სამეურნეო სუბიექტებს შორის:

  •  მოგება/ზარალი
  •  ბრუნვა
  • თანამშრომლის საშუალო თვიური ხელფასი
  • პერსონალის ხარჯები, თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით
  • დასაქმებულთა რაოდენობა
  • ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაცია

ასევე სერთიფიკატები გადაეცათ კომპანიის ხელმძღვანელ პირებს:  

  •  „წლის ხელმძღვანელები“ – დირექტორი გივი წიქარიშვილი და კომერციული დირექტორი გოჩა თედორაძე
  •  “წლის სპეციალისტი” – საწარმოს უფროსი ელიზბარ ედიბერიძე
  • ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (ნბრ) მონაცემთა მიხედვით, შ.პ.ს ჯი-აი-ემ-ჯი საქართველოს საწარმოების საყოველთაო რეიტინგების, 2016-2017 წლების შედეგების მიხედვით, სტატიკური რანჟირების შედეგებით, შპს „ჯი.აი.ემ.ჯი“ იმყოფება:

    • რეიტინგი ოქრო საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „ჯამური ადგილი“.
    • რეიტინგი ოქრო საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „მართვის ეფექტიანობა“.

    მოცემული მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენი საქმიანობის სფეროში და დადასტურებული იქნა შესაბამისი ღირსების ნიშნებით.

  • ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის (ნბრ)  მონაცემთა მიხედვით, შ.პ.ს ჯი-აი-ემ-ჯი 2014-2016 წლების სტატიკური რანჟირების შედეგების მაჩვენებლებით გახდა საქართველოს ლიდერი საწარმო სამეურნეო სუბიექტებს შორის:

    • რეიტინგი ოქრო საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „ჯამური ადგილი“.
    • რეიტინგი ოქრო საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „მოგება/ზარალი“.

    კომპანია დაჯილდოვებული იქნა:  

    • დარგის ლიდერის საერთაშორისო სერტიფიკატით და სიმბოლიკით
    • ორდენით “ეკონომიკის ვარსკვლავი” – დირექტორი გივი წიქარიშვილი
    • მედლით “პროფესიული დამსახურებისთვის” – კომერციული დირექტორი გოჩა თედორაძე
    • სერტიფიკატით “წლის სპეციალისტი” – მემონტაჟე-შემდუღებელი გიორგი დოლიძე

     

X