წუთების გამოყენება შესაძლებელია მაგთის, სილქნეტის, სელფისა და საქართველოს ფიქსირებული ქსელების მიმართულებით; საქართველოს სხვა მობილურ ქსელებთან და ნომრებზე, რომლებიც იწყება კოდით +99544: იმოქმედებს სტანდარტული ტარიფი; წუთები არ ვრცელდება სპეც. ნომრებზე, ვიდეო ზარებსა (ფასი: 1წთ. – 35თ.) და საერთაშორისო მიმართულებებზე; შეძენილი პაკეტების ვადა – 30 დღე. ვადის გასვლის შემდეგ დარჩენილი ერთეულები ანულირდება; მიმდინარე შეთავაზების ერთი დღის მანძილზე რამდენჯერმე შეძენის შემთხვევაში ერთეულები დაჯამდება, ხოლო ვადა იქნება ბოლო გააქტიურებიდან 30 დღე (გამონაკლისი – საკვირველი კოქტეილი); თუ თქვენ უკვე სარგებლობთ რომელიმე კოქტეილით და გაიაქტიურებთ სხვა ან იმავე კოქტეილს, მოქმედი კოქტეილი და ერთეულები გაუქმდება; აქციის ფარგლებში შეძენილი მეგაბაიტები/წუთები არ დაჯამდება სტანდარტულ მეგაბაიტებთან/წუთებთან. სტანდარტული მეგაბაიტების/წუთების ვადა დარჩება უცვლელი; თუ გაიაქტიურებთ პაკეტს და ვადის გასვლის შემდეგ აღარ გააგრძელებთ მას, ისარგებლებთ სტანდარტული ტარიფით; თუ მობილურ ნომერზე განხორციელდება საკვირველი შეთავაზების (მბ-ები ან წუთები) და საკვირველი კოქტეილის (ან სხვა კოქტეილის) გააქტიურება, შეთავაზებების ერთდროულად მოქმედების პერიოდში პირველ რიგში გაიხარჯება საკვირველი კოქტეილის (ან სხვა კოქტეილის) ერთეულები; პაკეტით სარგებლობა შეიზღუდება, თუ აბონენტი დაარღვევს “კეთილსინდისიერი სარგებლობის წესებს”.