შპს „ჯი.აი.ემ.ჯი“ (GIMG) წარმატებით მოღვაწეობს საინჟინრო-სამშენებლო სექტორში. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ინჟინერია, პროექტირება, ლითონკონსტრუქციები, მანქანათმშენებლობა, ხიდები, ჰიდროტექნიკური კონსტრუქციები, მშენებლობა და სხვა.
შპს „ჯი.აი.ემ.ჯი“-ს საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს სხვადასხვა დროს ნამუშევარი აქვთ მსხვილ კომპანიებში (საავიაციო ქარხანა, დელტა, ელიტა-ბურჯი, თბილქალაქპროექტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა), სადაც დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება იქნა მიღებული.
აღნიშნულმა ასახვა ჰპოვა კომპანიის მრავალმხრივი მიმართულებით ნაყოფიერ მუშაობაში, ინოვაციურ მიდგომებში, მენეჯმენტის ეფექტურობაში, ხარისხში და ოპერატიულობაში.
მონაცემთა მიხედვით, შპს „ჯი-აი-ემ-ჯი“ მრავალი წელია ლიდერობს საქართველოს საწარმო სამეურნეო სუბიექტებს შორის:
მოცემული მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენი საქმიანობის სფეროში და დადასტურებული იქნა შესაბამისი ღირსების ნიშნებით.