|
კულტურულ-საგანმანათლებლო საიტი WWW.GIMG.GE
|
|
|
წიგნების მაღაზია
ისტორიული ეპოსი „კრწანისი“
ნაწარმოების ავტორი – ვასო კუკუნაშვილი წიგნი გამოცემულია გამომცემლობა „მერანის“ გამოცემის თარიღი – 1992წელს. გამოცემის რედაქტორი – ვახუშტი კოტეტიშვილი
გამოცემის სპონსორი – ფირმა „ნაფარეული“
გთავაზობთ წიგნის როგორც ბეჭდვით, ისე ელექტრონულ ვარიანტს.
ვრცლად...
|
ისტორიული რომანი „ჯვარ–პატიოსანი“
წიგნის ავტორი – ვასო კუკუნაშვილი გამოცემის თარიღი – 2009 წელი რედაქტორი – თამარ ბატიაშვილი
გთავაზობთ წიგნის როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდვით ვარიანტს.
წიგნი წარმოადგენს სრულფასოვან გამოცემას ორივე წიგნისა, რომლისგანაც შედგება წინამდებარე ნაწარმოები. რომანი ეძღვნება ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის პროცესს, რომლის ავტორიც გახლდათ წმინდა მეფე დიდი დავით აღმაშენებელი.
ვრცლად...
|
პიესა „მხიარული კარნავალი ანუ პაროდია თემაზე „თავისუფლება“
პიესა დაწერილია ეროვნული მოძრაობის პირველი ტალღის პერიოდში, როდესაც გულწრფელობა და უგუნურება საოცარი ძალით იყო ერთმანეთთან შეზავებული, რასაც შეუძლებელია სავალალო შედეგებთან არ მივეყვანეთ, რისი მოწმენიც ახლა უკვე ყველანი ვართ. ჯერ კიდევ მაშინ, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში პიესა წაკითხული იქნა ავტორის მიერ თელავის თეატრის დასის წინ, რასაც მოჰყვა საყოველთაო მოწონება, მაგრამ იგი მაინც არ დადგმულა ერთი მოტივით, რომელიც მაშინდელმა მთავარმა რეჟისორმა გააჟღერა: ამის დადგმას თავად ხალხი არ გვაპატიებს და ჩაგვქოლავსო. თუ წარმოვიდგენთ ეროვნული მოძრაობის მაშინდელ ექსპრესიას, შიში არც თუ უსაფუძვლოდ მოგვეჩვენება. მაშ, რაში მდგომარეობდა ტრაგიზმი იმ მწარე სინამდვილისა, რომლის პაროდირებამაც ასე შეაშინა თეატრის რეჟისორი? გარწმუნებთ, არც დღეს დაუკარგავს აქტუალობა წარმოდგენილ პიესას და არც მანამდე დაკარგავს, სანამ ქართველი ერი თავისუფლების სიმაღლეს, სიგანესა და სიღრმეს ბოლომდე არ შეიცნობს. თუ რა აზრი იფარება ამ ბუნდოვანი ფომულირების უკან, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ პიესის წაკითხვისას, რამეთუ მისი სცენაზე დადგმის განხორციელებაზე ახლაც დიდად მეპარება ეჭვი.
ვრცლად...
|
|
|
|
| Copyright © 2009 - 2010 www.gimg.ge All Rights Reserved.
Developed by Neomedia
|