|
|
თანამედროვე ქართული კულტურის განვითარების პროექტი
გლობალიზაციის ეპოქაში სრულიად ქართველი ერის ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის განვითარების პროგრამის პროექტი
ძვირფასო თანამემამულენო, გლობალიზიაციის ეპოქაში სრულიად ქართველი ერის ეთნო–კულტურული განვითარების პროგრამის პროექტი, რომელსაც მე ამ საიტის საშუალებით წარმოგიდგენთ, გამოხატავს ზემოთ ფორმულირებულ ღერძულა იდეას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუაროს ერმა თავის თავს შექმნილ ახალ გლობალიზაციის რეალობაში. პროგრამის პროექტი ეყრდნობა სამ ფუნდამენტალურ დებულებას: დებულება №1 სრულიად ქართველი ერის ერთიანი სულიერ–ფიზიკური სხეულის განსაზღვრების შესახებ. დებულება №2 სრულიად ქართველი ერის ერთიანი სულიერ–ფიზიკური სხეულის შინაგანი სიმტკიცის შესახებ დებულება №3 სრულიად ქართველი ერის ერთიანი სულიერ–ფიზიკური სხეულის საერთაშორისო გარემოში ყოფნის შესახებ განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალკ–ცალკე.
დებულება №1. სრულიად ქართველი ერის ერთიანი სულიერ–ფიზიკური სხეულის განსაზღვრების შესახებ. რათა ერმა შეძლოს მოუაროს თავის სულიერ–ფიზიკურ სხეულს, ამისათვის, სულ ნაკლები, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ მას ჰქონდეს მკვეთრად განსაზღვრული, თუ რას წარმოადგენს მისი სულიერ–ფიზიკური სხეული დღეს, როგორია მისი კონტურული მოხაზულობა და შინაგანი სტრუქტურული აღნაგობა, რა ცვლილებები შეიტანა მასში ახალმა გლობალიზაციის ეპოქამ და თუ შეიტანა, რაში გამოიხატება ის? იმისათვის, რათა ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი, შევეცდები რამოდენიმე სიტყვით დავახასიათო ის ახალი რეალობა, რომელშიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მოექცა ქართველი ერი. ტრადიციულად ქართველი ერი გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებამდე ძირითადში ცხოვრობდა ისტორიული სამშობლოს საზღვრებში, ხოლო მისი ის ნაწილი, რომელიც ცხოვრობდა თავისი ქვეყნის საზღვრებს მიღმა, იმდენად მცირე იყო, რომ სრულებით არ მოქმედებდა სრულიად ქართველი ერის სულიერ–ფიზიკური სხეულის საერთო მდგომარეობაზე. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამ მხრივ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. შექმნილმა მდგომარეობამ შემოგვთავაზა ქართული ეროვნული სხეულის დედამიწაზე განფენის ახალი სახე, კერძოდ, სრულიად ქართველი ერის მნიშვნელოვანი ნაწილი ათას უბედურებათა გამო აღმოჩნდა გაბნეული მთელ დედამიწაზე. საომარი მოვლენების გამო მშობლიური კუთხიდან განდევნილმა თუ სიდუხჭირის გამო საშოვარზე დროებით წასულმა ქართველმა უცხო ქვეყანაში ნახა თავისი სამყოფელი, დამკვიდრდა, შეიძინა უძრავ–მოძრავი ქონება, მოიცა ახალი თაობა და როგორც მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს, უმეტესმა მათგანმა სამუდამოდ დაიფუძნა იქ თავისი თავი. შესაბამისად, სრულიად ქართველი ერი დღევანდელი მდგომარეობით შედგება ორი – საკუთრივ საქართველოში მცხოვრები მკვიდრი და საქართველოს საზღვრებს მიღმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული ემიგრაციული ნაწილებისაგან. ყოფა–ცხოვრების ტრადიციული მოწყობის მრავალათასწლიანი გამოცდილების გამო საქართელოში მცხოვრები მკვიდრი ნაწილისათვის სიღრმისეულად არის გაცნობიერებული თავისი სულიერ–ფიზიკური სხეული, რის გამოც ტრადიციულად არსებობს მკვიდრი მოსახლეობის მიერ თავისი ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის იმუნიტეტი. სულ სხვა მდგომარეობა გვაქვს ქართველი ერის ემიგრაციულ ნაწილთან მიმართებაში – ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნებისა და კულტურული თვითმყოფადობის განვითარების თვალსაზრისით მისი, – სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მილიონ ნახვერიდან ორმილიონამდე სიმრავლის მქონე ემიგრაციული ნაწილის, – ხვალინდელი დღე ერთმნიშვნელოვნად ბედის ანაბარად არის მიგდებული. მიუხედავად ადგილობრივი ხასიათის მრავალჯერადი მცდელობისა ქართველი ერის ემიგრაციული ნაწილი ვერა და ვერ ახერხებს მოაწესრიგოს თავისი ეთნო–კულტურული ცხოვრება უცხო მიწაზე. არა აქვს ერთმანეთთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი, არა აქვს სკოლები, ახალ თაობებში კულტურული თვითმყოფადობის განმსაზღვრელნი, არ არის ზრუნვა რაიმე ღონისძიების მიღების შესახებ ქართული ოჯახების შექმნის მიზნით. ანუ ყველა პირობაა იმისათვის, რომ ქართული ემიგრაცია, გამოსული ოთხმოცდაათიან წლებში თავისი სამშობლოდან, უახლოესი ორი–სამი თაობის განმავლობაში სრულიად ასიმილირდეს. ამ მხრივ ქართული ემიგრაცია უმწეო მდგომარეობაშია ჩავარდნილი. რა შეიძლება იყოს ხსენებული უმწეობის მიზეზი? უმთავრესი მიზეზი მდგომარეობს ქართველი ერის მიერ ემიგრაციული ცხოვრების გამოცდილების არ არსებობაში. რის გამოც ქართული ემიგრაცია, როგორც სრულიად ქართველი ერის არც თუ მცირე ნაწილი, დღეს დაცალიცალებულ მდგომარეობაშია და არ წარმოადგენს გარკვეულ მობილურ, დინამიურად მცხოვრებ ერთიან ორგანიზმს. სწორედ ამის გამო: 1. ქართული ემიგრაცია დგას სულიერ–სოციალური ცხოვრების ქართული წესის მოშლის ზღვარზე 2. უპერსპექტივო ვითარებაა შექმნილი ახალი ქართული ოჯახების შექმნის თვალსაზრისით. 3. ამის გამო აბსოლუტურად რეალურია მესამე–მეოთხე თაობაში სრულიად ქართველი ერის ემიგრაციული ნაწილის ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის სრული ასიმილაციის საფრთხე. კითხვა: რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან? პასუხი: თუ ვცნობთ, რომ სრულიად ქართველი ერი შედგება ორი – მკვიდრი და ემიგრაციული ნაწილისაგან, და რომ სრულიად ქართველი ერის ერთიანი ფიზიკურ–სულიერი სხეული შედგება ორივე ნაწილის ორგანული მთლიანობისაგან, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ემიგრაციული ნაწილის ამორფულობის გამო სრულიად ქართველი ერის ერთიანი სულიერ–ფიზიკური სხეული დღეს განუსაზღვრელია. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ხსენებული თვალსაზრისით ჩამოვიყალიბოთ ამოცანა, რომელიც წამოადგენს აუცილებელ პირობას ქართველი ერის ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის.
ამოცანა: იმისათვის, რათა სრულიად ქართველმა ერმა მოუაროს თავის თავს, უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივია, საჭიროა მან შესაბამისად შექმნილი ახალი რეალობისა განსაზღვროს თავისი ერთიანი სულიერ–ფიზიკური სხეული. ეროვნული სიბრძნე აუცილებლად მოითხოვს სრულიად ქართველი ერისაგან ამ მიმართულებით განსაზღვრული ზომების მიღებას. რაში მდგომარეობს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან? ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენი საიტი გთავაზობთ შემდეგ ვარიანტს:
იმისათვის, რათა მსოფლიოში გაბნეული ქართველი ხალხი არ ასიმილირდეს და არ დაკარგოს თავისი ეთნო–კულტურული ორგანიზმის ერთიანობისა და მთლიანობის განცდა, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შეიქმნას ქართველთა ერთიანი გლობალური ინფორმაციული სივრცე (ქეგის–ი), რომელიც მისცემდა საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ნებისმიერ ქართველს დაკავშირებული ყოფილიყო ქართულ ინფორმაციულ გარემოსთან, რომელიც მას მისცემდა საშუალებას ეგრძნო თავისი თავი სრულიად ქართველი ერის სულიერ–ფიზიკური სხეულის ორგანულად შემადგენელ ნაწილად. ჩემის აზრით, ქართული ინფორმაციული გარემოს ანუ ქეგის–ის შექმნა არის ის ერთადერთი ძირითადი პირობა იმისათვის, რომ მსოფლიო მასშტაბით გაბნეულმა ქართველმა ერმა იგრძნოს თავსი თავი, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი და არ ასიმილირდეს. ქართველთა ერთიანი გლობალური ინფომაციული ქსელის შექმნის მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რის შესახებაც ჩვენი საიტი უახლოეს ხანებში შემოგთავაზებთ შესაბამის ინფორმაციას რუბრიკაში „მისი უდიდებულესობა ქართველი ერი“
დებულება №2 სრულიად ქართველი ერის სულიერ–ფიზიკური სხეულის შინაგანი შედუღაბებულობის შესახებ
იმისათვის, რათა ქართველმა ერმა ახალ გლობალიზაციის პირობებში შეიმეცნოს თავისი თავი, როგორც ერთიანი ფიზიკურ–სულიერი სხეული, ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ საკომუნიკაციო გარემოს შექმნა ქეგის–ის სახით, არამედ შექმნა ისეთი იდეოლოგიური საფუძველისა, რომელიც განაპირობებდა მის შინაგან ზნეობრივ შეადუღაბებულობას. ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის არქონის შემთხვევაში ერი ყოველთვის განთითოკაცებულ მდგომარეობაშია. განთითოკაცებულობა ჩვენი ერისა არის წინაპირობა თითოეული ქართველის უმწეობისა მის წინაშე მდგარი ეროვნული ამოცანების გადაწყვეტაში. ხოლო, ამისდა საპირისპიროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს მთელი ერის ერთ მთლიან ზნეობრივ არეალში მოქცევა, არის ეროვნული იდეოლოგია. ეროვნული იდეოლოგიის გარეშე სრულიად ქართველი ერის სულიერ–ფიზიკური ერთიანობისა და გლობალიზაციის ეპოქაში მისი შემდგომი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ ლაპარაკი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.
ერში ეროვნული იდეოლოგიის არსებობა არის სრულიად ქართველი ერის სულიერ–ფიზიკური ორგანიზმის შინაგანი შედუღაბებულობის ერთადერთი და ამდენად ფუნდამენტალური ფაქტორი. ეროვნული იდეოლოგია წარმოადგენს სრულიად ქართველი ერის მოღვაწეობის ერთადერთ ორიენტირს. ჩვენი საიტი მოწოდებულია ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მსჯელობა აქციოს თავისი არსებობის ერთ–ერთ უმთავრეს მიზნად. უფრო მეტიც, ჩვენ ვბედავთ და ქართული საზოგადოებრიობის წინაშე გამოგვაქვს ეროვნული იდეოლოგიის ჩვენეული ვარიანტი ორი ნაშრომის საშუალებით: 1. ერთი მათგანი გახლავთ ისტორიული რომანი „ჯვარ–პატიოსანი“, რომლის შესახებ სრულ ინფორმაციასაც თქვენ ნახავთ რუბრიკაში სადისკუსიო კლუბი „დარბაზის ერი“. 2. ხოლო მეორე მეცნიერულ–პუბლიცისტური ნაშრომი „ეროვნული იდეოლოგიის საფუძვლების განსაზღვრებისათვის“, რომელიც წარმოდგენილია რუბრიკაში: სამეცნიერო კლუბი „იბერიოლოგია“. ერთიც და მეორეც წარმოდგენილნი არიან მსჯელობის საგნის ხარისხში, რომლის შესახებ განსჯასაც გთავაზობთ ჩვენი საიტი. იმედი გვაქვს, ამგვარი შემოთავაზება ჩვენს საზოგადოებაში შესაბამის ინტერესს გამოიწვევს. დებულება №3 საერთაშორისო გარემოსთან სრულიად ქართველი ერის სულიერ–ფიზიკური სხეულის ურთიერთობის შესახებ იმისათვის, რათა ქართველმა ერმა ახალ გლობალიზაციის პირობებში შეიმეცნოს თავისი თავი, როგორც ერთიანი ფიზიკურ–სულიერი სხეული, ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ საკომუნიკაციო გარემოს შექმნა ქეგის–ის სახით, არამედ შექმნა ისეთი იდეოლოგიური საფუძველისა, რომელიც განაპირობებდა მის შინაგან ზნეობრივ შეადუღაბებულობას.ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის არქონის შემთხვევაში ერი ყოველთვის განთითოკაცებულ მდგომარეობაშია. განთითოკაცებულობა ჩვენი ერისა არის წინაპირობა თითოეული ქართველის უმწეობისა მის წინაშე მდგარი ეროვნული ამოცანების გადაწყვეტაში. ხოლო, ამისდა საპირისპიროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს მთელი ერის ერთ მთლიან ზნეობრივ არეალში მოქცევა, არის ეროვნული იდეოლოგია.ეროვნული იდეოლოგიის გარეშე სრულიად ქართველი ერის სულიერ–ფიზიკური ერთიანობისა და გლობალიზაციის ეპოქაში მისი შემდგომი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ ლაპარაკი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.ერში ეროვნული იდეოლოგიის არსებობა არის სრულიად ქართველი ერის სულიერ–ფიზიკური ორგანიზმის შინაგანი შედუღაბებულობის ერთადერთი და ამდენად ფუნდამენტალური ფაქტორი.ეროვნული იდეოლოგია წარმოადგენს სრულიად ქართველი ერის მოღვაწეობის ერთადერთ ორიენტირს.ჩვენი საიტი მოწოდებულია ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მსჯელობა აქციოს თავისი არსებობის ერთ–ერთ უმთავრეს მიზნად. უფრო მეტიც, ჩვენ ვბედავთ და ქართული საზოგადოებრიობის წინაშე გამოგვაქვს ეროვნული იდეოლოგიის ჩვენეული ვარიანტი ორი ნაშრომის საშუალებით:1. ერთი მათგანი გახლავთ ისტორიული რომანი „ჯვარ–პატიოსანი“, რომლის შესახებ სრულ ინფორმაციასაც თქვენ ნახავთ რუბრიკაში სადისკუსიო კლუბი „დარბაზის ერი“.2. ხოლო მეორე მეცნიერულ–პუბლიცისტური ნაშრომი „ეროვნული იდეოლოგიის საფუძვლების განსაზღვრებისათვის“, რომელიც წარმოდგენილია რუბრიკაში: სამეცნიერო კლუბი „იბერიოლოგია“.ერთიც და მეორეც წარმოდგენილნი არიან მსჯელობის საგნის ხარისხში, რომლის შესახებ განსჯასაც გთავაზობთ ჩვენი საიტი.იმედი გვაქვს, ამგვარი შემოთავაზება ჩვენს საზოგადოებაში შესაბამის ინტერესს გამოიწვევს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთი მომენტიც: ერთია სხეულის შინაგანი მდგომარეობა, რათა იგი იყოს მკვიდრი და სიცოცხლის უნარიანი თავის თავში, ხოლო მეორეა გარემო, რომელშიც ამ სხეულს უწევს ფუნქციონირება. ამიტომ, თავისთავად დგება საკითხი სრულიად ქართველი ერის სულიერ–ფიზიკური სხეულის მის გარემომცველ გარემოსთან ურთიერთობის შესახებ. იმისათვის, რათა ჩვენი ერის არსებობის მიმართ მსოფლიო გლობალური გარემო არ იყოს აგრესიული და მომართული ჩვენი ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის გადაგვარებისაკენ, ჩემის აზრით, საჭიროა შემდეგი პრინციპის მიხედვით მოქმედება – მოთხოვნილება შეიქმს წარმოშობას, საჭიროება შეიქმს არსებობას. მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო გლობალიზაციის ეპოქაში საერთო უნიფიცირების საფრხისაგან ქართული ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის დაცვის საუკეთესო საშუალება იქნებოდა (თუ კი შევძლებდით) დაგვესაბუთებინა ქართული კულტურის არსებობის ფუნდამენტალური მნიშვნელობა სწორედ იმ გლობალური სამყაროსათვის, რომელიც ჩვენს ეთნო–კულტურულ თვითმყოფადობას უნიფიცირების საფრთხით ემუქრება. ჩვენ ასე ვაყენებთ საკითხს: თუ წარმოადგენს ქართული კულტურის არსებობა გარდაუვალ აუცილებლობას მსოფლიო ცივილიზაციის არსებობისათვის, მაშინ ქართულ კულტურას აქვს გლობალიზაციის ეპოქაში თავისი თვითმყოფადობის შენარჩუნების იდეალური შესაძლებლობა. შესაბამისად, ვაყალიბებთ ამოცანას: ჩვენ უნდა დავასაბუთოთ, რომ ქართულ კულტურას აქვს ფუნდამენტალური მნიშვნელობა მსოფლიო ცივილიზაციის არსებობისათვის. აქვე ისმება კითხვა – აქვს კი ქართულ კულტურას ფუნდამენტალური მნიშვნელობა მსოფლიო ცივილიზაციისათვის? ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ის თავბრუდამხვევი სიმაღლე, რომლის აღებაც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ერთეულ ერებს შესძლებიათ. ამდენად, საკითხის ამგვარი დასმა თავიდანვე გარკვეულ ნიჰილიზმთან არის თანაზიარი და იქნებ ირონიულ ღიმილსაც იწვევს. მე კი მინდა გითხრათ, ძვირფასო თანამემამულენო, – შეგნებული მაქვს მსოფლიო ცივილიზაციასთან მიმართებაში ჩვენი ეროვნული კულტურის ამგვარი პოზიციონირების პასუხისმგებლობის ხარისხი და, მიუხედავად ამისა, მაინც ვბედავ განვაცხადო: ჩვენი საიტის დაფუძნების ერთ–ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს იმ ფაქტის საზოგადოებრიობის წინაშე წარმოდგენა, რომ ქართული კულტურა თავისი არსით ნამდვილად არის ფუნდამენტალური მნიშვნელობის მქონე მსოფლიო ცივილიზაციისათვის. თუ რატომ და რა არგუმენტებზე დაყრდნობით, ამის შესახებ ნახავთ თქვენ ინფორმაციას რუბრიკაში: მეცნიერთა კლუბი „იბერიოლოგია“. მეცნიერთა კლუბი „იბერიოლოგიის“ შექმნის მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დავასაბუთოთ ქართულ–იბერიული კულტურის ფუნდამენტალური მნიშვნელობის ობიექტური ხასიათი და ვაქციოთ იგი მსოფლიო მეცნიერული საზოგადოებრიობის მიერ მეცნიერული შესწავლის ობიექტად.
კულტურულ–საგანმანათლებლო მოძრაობა „ჯვარ–პატიოსანი“ ჩვენი პროექტის ზემოთ ჩამოთვლილი სამივე დებულება – (1) სრულიად ქართველი ერის სულიერ–ფიზიკური სხეულის არსებობის, (2) შინაგანი სიმტკიცისა და (3) მისი გარემოსთან დამოკიდელბის შესახებ – თავის ერთობლიობაში, ჩვენის აზრით, სრულიად მოიცავს და, შესაბამისად, გამოხატავს კიდეც ერის მიერ თავისი თავის მოვლა–პატრონობის იდეას. იმდენად, რამდენადაც პროექტის ფუნქციონირების ერთადერთი სიბრტყე არის თვითშეგნება, ხოლო ფორმა – მსჯელობა თვითშეგნების შესახებ, ამიტომ იგი სხვა არა არის რა, თუ არა კულტურულ–საგანმანათლებლო ჭრილში განსახილველი საგანი. გამომდინარე ზემოდ თქმულიდან ჩვენის აზრით წარმოდგენილი პროექტს ჩვენ სრულიად თავისუფლად შეგვიძლია მივცეთ სრულიად ქართველი ერის კულტურულ–საგანმანათლებლო მოძრაობის კვალიფიცირება. ხოლო რაც შეეხება დასახელებას, ვფიქრობ, ქართველი ხალხისა და ქართველი ადამიანის მიერ თავისი მშობლიური ერისა და ქვეყნის მოვლა–პატრონობის იდეოლოგიური დატვირთვიდან გამომდინარე უპრიანი იქნებოდა ამ ამპლუაში გამოგვეყენებინა სიტყვა „ჯვარ–პატიოსანი“. მაშ, ასე, ამ საიტზე შემოთავაზებული პროექტის სრული დასახელება იქნება სრულიად ქართველი ერის კულტურულ–საგანმანათლებლო მოძრაობა „ჯვარ–პატიოსანი“.
|
|
|