ეროვნული იდეოლოგიის
საფუძვლების
განსაზღვრებისათვის
წიგნი პირველი
საზოგადოების თვითშეგნება, როგორც სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიური საფუძველი
ეროვნული ანუ სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის შექმნის აუცილებლობის შესახებ საკითხი უკიდურესად აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა იმპერია, და მასთან ერთად გაქრა ის იდეოლოგიური დასაბუთებლობაც, რომელიც საბჭოთა კავშირის ფორმით საზოგადოების არსებობას აძლევდა გარკვეულ გამართლებას. მის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური და ეროვნული ნიშნით განსხვავებული ჯგუფები, რომლებიც მანამდე მთლიანობაში შეადგენდნენ ერთ სახელმწიფოში მცხოვრებ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ აღმოჩდნენ სამოქალაქო ცხოვრების წესის განმსაზღვრელ ერთგვარ იდეოლოგიურ ვაკუუმში, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში დამყარდა საზოგადოებრივი ქაოსი და განუკითხაობა.
არსებითი მნიშვნელობა შეიძინა ისეთი საკითხის გადაჭრამ, როგორიც არის ერთიანი სახელმწიფოებრიობის ფარგლებში სახელმწიფოს შემქმნელი ერთი მთლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება.
ჩვენი კონცეფციის მიხედვით, იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს სახელმწიფოებრივი კონსტიტუციის დაწერა, რომლის გარეშეც შეუძლებელია სრულფასოვანი სახელმწიფოს აშენება, საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, მოხდეს ფორმირება თავად ამ სახელმწიფოს განმსაზღვრელი ეროვნული საზოგადოების იდეოლოგიისა, რომლის მიხედვითაც და შესაბამისობაშიც მხოლოდ და მხოლოდ არის შესაძლებელი ჩამოყალიბება ისეთი სახელმწიფოებრივი კონსტიტუციისა, რომელიც ორგანულად მისაღებ ფერებში ასახავდა ხსენებული საზოგადოების მდგომარეობას ზნეობრივი, სამართლებრივი თუ სოციალური თვალსაზრისით.
ჩვენ, აგრეთვე, ვასაბუთებთ, რომ იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს აშენება სრულფასოვანი სახელმწიფოსი, საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, განისაზღვროს, თუ რა კონცეპტუალურ საფუძვლებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი სამოქალაქო ცხოვრების მოწყობა თავისი ზნეობრივი, სამართლებრივი თუ სოციალური გამოვლინების თვალსაზრისით, ანუ განისაზღვროს ეროვნული ანუ სახელმწიფოებრივი იდეოლოგია.
უპირობოდ შეიძლება იმის თქმა:
– რომ საზოგადოების ეროვნულ თუ სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას საფუძვლად უდევს ამ საზოგადოების თვითშეგნება, ანუ მისი წარმოდგენა თავისი თავის შესახებ, წარმოდგენა თავისი როლის შესახებ გარემო სინამდვილეში, წარმოდგენა, დაყრდნობილი განსაზღვრულ სულიერ ღირებულებათა სისტემაზე და ა.შ.
– რომ განსაზღვრება ეროვნული თვითშეგნებისა იგივეობრივია ერის თვითშეგნების განსაზღვრებისა. ხოლო ეროვნული საზოგადოების თვითშეგნება არის საფუძველი მის მიერ შექმნილი სახელმწიფოს იდეოლოგიისა.
ამიტომ, იმისათვის, რათა განვსაზღვროთ სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რომელიც, როგორც კონცეპტუალური საფუძველი, ისე მოემსახურებოდა სახელმწიფოთმშენებლობის პროცესს, ჩვენ ჩვენს უპირველეს მიზანად ვთვლით შევეცადოთ განვსაზღვროთ თვითშეგნების რაობა – თუ როგორია მისი წარმომავლობა, თუ რა არის მისი არსი, მისი შინაარსობრივი მხარე, მისი სულისკვეთება და ასე შემდეგ.
საზოგადოებრივი თვითშეგნების კვლევის მეთოდების განსაზღვრებისათვის
თვითშეგნება არის სრული გაგება თავისი თავისა, თავისი მნიშვნელობისა, თავისი როლისა ცხოვრებასა და საზოგადოებაში.
ადამიანის თვითშეგნება, რომელიც წარმოადგენს შეხედულებათა სისტემას თავისი თავის შესახებ, თავისი არსით მსოფლმხედველობის ერთ–ერთი ძირითადი შემადგენელია.
თუ ყურს მივუგდებთ განმარტებით ლექსიკონს, მსოფლმხედველობა არის შეხედულებათა სისტემა ბუნებისა და საზოგადოების შესახებ. (Мировоззрение – система взглядов, воззрении на природу и общества.» (Толковый словарь 1995г.)
მსოფლმხედველობა, ანუ შეხედულებათა სისტემა სინამდვილის შესახებ, შეიძლება იყოს ორგვარი – თეისტური ან ათეისტური.
ათეისტური მსოფლმხედველობის არსებობას აქვს თავისი მყარი არგუმენტაცია, რამეთუ იგი არა სცნობს სასწაულის არსებობას, ემყარება სამყაროს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერული კვლევის პრინციპებს და იკვლევს როგორც სამყაროს, ისე ადამიანისა და საზოგადოების განვითარებას ისტორიზმის პრინციპით, მაგრამ მას აქვს ორი უსუსტესი ადგილი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:
1. იგი ვერასოდეს ვერ ახსნის მიზეზს სამყაროს პირველსაწყისობრივი წარმომავლობის შესახებ;
2. იგი ვერასოდეს ვერ გასცემს პასუხს კითხვაზე, თუ საიდან წარმოსდგება ადამიანის სულიერება, საიდან წარმოსდგება ზნეობა და რა ბუნებისაა იგი, რას ნიშნავს ამაღლებული მდგომარეობა ადამიანის სულისა, ანუ კათარზისი, რა ემართება სულს ადამიანის სიკვდილის შემდეგ და ასე შემდეგ.
სწორედ ამის გამო ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამყაროსა და ადამიანის შესახებ შეხედულებათა მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერულ პრინციპებზე დაფუძნება არის არასრული და გაუმართლებელი.
საზოგადოების შემეცნებაში უღმერთობის დანერგვას, როგორც წესი, შედეგად ყოველთვის მოჰყვება როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთელი საზოგადოების ზნეობრივი გახრწნა და სულიერი დაცემა, ჩვენ ამის შემსწრენი გავხდით საბჭოთა კავშირის იმ საშინელი ექსპერიმენტის დროს.
ამიტომ, ჩვენ ჩვენს ნაშრომში ვაღიარებთ, რომ სამყაროსა და ადამიანის პირველსაწყისობრივი წარმომავლობა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის მიერ, რამეთუ მეცნიერული ლოგიკის მიხედვით არაფრიდან შეუძლებელია შეიქმნას რაიმე.
ამიტომ, საზოგადოებრივი თვითშეგნების შესახებ მოძღვრება, აგებული ადამიანისა და საზოგადოების არსებობის გარკვეულ ზნეობრივ–სამართლებრივ და სოციალურ პრინციპებზე დაყრდნობით, შეადგენს იმგვარი მსოფლმხედველობის ნაწილს, რომელიც აღიარებს სინამდვილის ღვთაებრივ წარმომავლობას.
მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ არ შეგვიძლია შევამციროთ მეცნიერული აზროვნების მნიშვნელობა საზოგადოებრივი თვითშეგნების კვლევისა და განსაზღვრების საქმეში, რამეთუ ზოგადსაკაცობრიო კულტურისა და ცივლიზაციის ისტორიის არსებობამ უთუოდ დატოვა მრავალი მასალა ამ საკითხთა შესახებ ჩვენი მსჯელობის წარმატებული განვითარებისათვის. მეტსაც ვიტყვით, – ჩვენ უფლება არა გვაქვს არ გამოვიყენოთ ის არქეოლოგიური თუ ისტორიოგრაფიული მასალები, როგორც არგუმენტაცია საზოგადოებრივი თვითშეგნების კონცეფციის ჩამოყალიბებისათვის, რომლებიც ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის წარმოადგენენ საუკეთესო დადასტურებას კაცობრიობის ისტორიაში ამა თუ იმ მოვლენის აუცილებლად არსებობის შესახებ, რა ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისაც არ უნდა იყოს ის ადამიანი.
სწორედ ამის გამო ჩვენ პარალელურად თეზისისა სამყაროს ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ საბაზო ღირებულებათა წარმომავლობას განვიხილავთ ისტორიზმის პრინციპით.
საზოგადოებრითი თვითშეგნების არსებობის ღირებულებითი საფუძველი
საბაზო სულიერი ღირებულებები არის ის სამშენებლო მასალა, რომლის საშუალებითაც არის შესაძლებელი არსებობდეს საზოგადოებრივი თვითშეგნება.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოძღვრება საზოგადოებრივი თვითშეგნების შესახებ არის მოძღვრება იმ საბაზო სულიერ ღირებულებათა სისტემის შესახებ:
პირველი, რომელიც საზოგადოების წევრებისათვის სარგებლობს აბსულუტურის სტატუსით,
მეორე, რომელსაც აქვს როგორც საზოგადოების ნებისმიერი წევრის, ისე მთელი საზოგადოებისათვის საყოველთაოსა და აუცილებელის მნიშვნელობა,
და მესამე, რომელიც განსაზღვრავს ადამიანისა და საზოგადოების როგორც სულიერი, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების წესს.
განსაზღვრა საბაზო სულიერი ღირებულებების სისტემისა იგივეობრივია საზოგადოებრივი თვითშეგნების განსაზღვრებისა, ამიტომ ჩვენი კვლევის ობიექტს, ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენენ სულიერი ღირებულებები, როგორც ასეთი.
ისმება კითხვა, რა ბუნებისაა ის მოვლენა, რომელსაც ჩვენ, ადამიანები, ვუწოდებთ საბაზო სულიერ ღირებულებებს და რომელზედაც არის დაფუძნებული საზოგადოებრივი თვითშეგნება და იმის მიხედვით ზოგადსაკაცობრიო კულტურა და ცივილიზაცია? რა ბუნებისაა მათი წარმომავლობა და იძლევა თუ არა ისტორიული მონაცემები იმის პირობას, რომ შევეცადოთ გამოვიკვლიოთ იგი?
საბაზო სულიერი ღირებულებების წარმომავლობის კვლევის პრინციპების შესახებ
გავცეთ პასუხი კითხვას, თუ რა პირობებში და როდის მოხდა საბაზო სულიერი ღირებულებების ჩამოყალიბება ადამიანის თვითშეგნებაში ნიშნავს, რომ პასუხი გავცეთ კითხვაზე – როდის და რა პირობებში დაერქვა ადამიანს ადამიანი, როდის და რა პირობებში დაიწყო მან გარჩევა კარგისა ავისაგან, როდის და რა პირობებში დაერქვა მამაკაცს მამაკაცი, დედაკაცს დედაკაცი, როდის და რა პირობებში მოხდა ოჯახის, როგორც საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, დაფუძნება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანისთვის მიკუთვნება ფუნქციებისა მამისა, დედისა, შვილისა, შვილიშვილისა, პაპა–ბებიისა, წინაპარისა, შთამომავლისა, მეზობელისა, ნათესავისა, მგზავრისა, შორეულისა, ახლობელისა, და, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, და საერთოდ, როდის და რა ვთარებაში მოხდა ადამიანისა და საზოგადოების გააზრებული ცხოვრების დაწყება ანუ როდის და რა პირობებში მოხდა კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიის დაწყება?
ჩვენ უკვე შევთანხმდით იმ შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ყოველივეს წარმოშობას ღმერთისგან, ჩვენ საზოგადოებრივი თვითშეგნების განსაზღვრებისას არც ერთ შემთხვევაში არ შევეხებით რელიგიური აზროვნების დოგმატურ ნაწილს.
მეტიც, იმისათვის, რათა არ იქნეს შეურაცხყოფილი არც ერთი რელიგია, ამიტომ ჩვენი მიდგომა იქნება გამომდინარე ისტორიზმის პრინციპიდან და დაფუძნებული იქნება ისეთ არქეოლოგიურ მონაცემებსა და ისეთ მეცნიერულ ანალიზს, რომლის უარყოფაც არ ძალუძს არა ადამიანს, რომელი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისაც არ უნდა იყოს იგი.
კერძოდ, შევეცადოთ არქეოლოგიური მონაცემებისა და მეცნიერების მიერ მათი მეცნიერული ანალიზის არსებობის საფუძველზე გარკვეული საკუთარი მჭვრეტელობითი წიაღსვლების დახმარებით რამენაირად წარმოვაჩინოთ ყველა ის პასუხი, რომელიც მოგვცემდა ჩვენ საშუალებას რამენაირად დაგვეხატა ჩვენთვის სასურველი ნახატი საზოგადოებრივი თვითშეგნების, როგორც საზოგადოების როგორც სულიერი, ისე სამოქალაქო ცხოვრების წესის განმსაზღვრელი კონცეპტუალური საფუძველისა, მისი წარმომავლობა და, აგრეთვე, წარმომავლობა იმ საბაზო სულიერი ღირებულებებისა, რომლებიც შეადგენენ საზოგადოების სამოქალაქო ცხოვრების წესის არსებობისათვის აუცილებელ საყრდენსა და ორიენტირს.
ჩვენი მიზანია ადამიანისეული ნააზრევის საშუალებით და ნებისმიერი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მქონე საზოგადოების წარმომადგენელისათვის მისაწვდომ ენაზე ნაბიჯ–ნაბიჯ მივყვეთ ლოგიკას და დასაბუთებულად წარმოვიდგინოთ საზოგადოებრივი თვითშეგნების არსებობის ის საფუძვლები, რომელთა უარყოფაც არც ერთ მათგანს არ შეეძლება.
მაშ, ასე, ჩვენ ჩვენი განვრცობის საწყის საფუძვლად ვიღებთ მეცნიერულად დადასტურებულ მონაცემებს, უდავოდა და საყოველთაოდ მიღებულთ მეცნიერებაში. ვსარგებლობთ აგრეთვე, უკვე არსებული მეცნიერული ანალიზით, გაკეთებულით ცნობილი მეცნიერების მიერ და, აქედან გამომდინარე, მივყვებით მარტივ ლოგიკას და საღ აზრს იმის იმედით, რომ ამ ნაშრომის ბოლოში ჩვენ მივიღებთ იმ ნახატს, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების როგორც სულიერი, ისე სამოქალაქო ცხოვრების წესის კონცეპტუალურ საფუძველს – საზოგადოებრივ თვითშეგნებას.
ღვინის კულტურა და საბაზო სულიერი ღირებულებები
ერთი შეხედვით რამდენად უცნაურიცა და მოულოდნელიც არ უნდა მოგვეჩვენოს, დასმული საკითხების უკეთ წარმოჩენის მიზნით ჩვენი მსჯელობის დაწყებისა და მისი შემდგომი განვრცობის პროცესში ჩვენ დავეყრდნობით ორ აქსიომატურ თეზისს, რომლის შესახებაც თანამედროვე მეცნიერებაში აღარ დაობენ.
თეზისი პირველი:
– ღვინის წარმოებისა და ცივილიზაციის (ანუ თვითშეგნების წარმოშობის) ისტორია ერთმანეთს ემთხვევა.
და თეზისი მეორე:
– ადგილად, სადაც ადამიანმა პირველად დაიწყო ღვინის წარმოება და მოხმარება, ითვლება საქართველო.
მეორე თეზისის სასარგებლოდ ჩვენ დავამატებდით აგრეთვე იმ აზრსაც, რომ საქართველო ისტორიულად არა თუ ითვლება ღვინის წარმოების სამშობლოდ, არამედ მისი კულტურა დღესაც სისხლხორცეულად არის დაკავშირებული ღვინის მოხმარების პროცესთან, რაც დღესაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქართული საზოგადოების თვითშეგნებას.
თუ დავეყრდნობით პირველ თეზისს, ჩვენ საშუალება მოგვეცემა გამოვთქვათ ვარაუდი იმის შესახებ, რომ შინაარსობრივმა შემადგენელმა ადამიანთა ცხოვრებაში მაშინ დაიწყო დანერგვა, ანუ ისტორიულად მაშინ დაედო საზოგადოებრივ კულტურას საწყისი, როდესაც ადამიანებმა პირველად მიჰყვეს ღვინის წარმოებასა და მოხმარებს ხელი.
ზემოთ წამოყენებული თეზისიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა:
– საერთოდ, რატომ ხდება ორი, ერთის შეხედვით, ერთმანეთთან შესაბამისობაში არ მოსული ფენომენის, – ღვინისა კულტურისა და ცივილიზაციის საფუძველის – საბაზო სულიერი ღირებულებების ერთ კონტექსტში და ერთ შესაბამისობაში ხსენება?
რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ღვინის წარმოებისა და მოხმარების კულტურას იმ საბაზო სულიერი ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბებასთან, რომელმაც თავის დროზე, როგორც მეცნიერები ამბობენ, აზრი მისცა ადამიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებას და რომელსაც თავის დროზე დაეფუძნა და რომელზედაც დღესაც არის დაფუძნებული ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაცია?
იმისათვის, რათა ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე წარმატებით გავცეთ პასუხი, ჩვენ მოვიხმარიოთ მეორე თეზისი და, აქედან გამომდინარე, მივმართოთ გარკვეულ ხერხს – ერთმანეთს დავუპირისპიროთ და შევადაროთ ორი ერთმანეთისაგან მრავალი ათასწლეულებით დაშორებული კულტურა, რომელთა არსებობაშიც მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ღვინის სმის პროცესს:
პირველი მათგანია უძველესი დიონისური კულტურა, რომელიც დაკავშირებულია ღვინის სმასთან, და რომელსაც ადგილი ჰქონდა უძველეს ელადურ ტომებში ხმელთაშუა ზღვის აუზში, ხოლო მეორე მათგანი, როგორც უკვე ვთქვით, მოქმედი ქართული კულტურა, არსებული თანამედროვე საქართველოში, რომელიც ითვლება ღვინის სამშობლოდ და რომლის ყოველდღიური ცხოვრების წესიც დღესაც სისხლხორცეულად არის დაკავშირებული ღვინის მოხმარების პროცესთან.
კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ ჩვენი მიზანი – ჩვენ იმიტომ ვუპირისპირებთ ერთმანეთს ორ კულტურას, ერთს, ცოცხალს, თანამედროვეს, ქართულს, და მეორეს, ელადურს, მკვდარს და ათასწლეულების მიერ ნაცარმიყრილს, რათა გამოვიკვლიოთ და განვსაზღვროთ იმ საბაზო სულიერ ღირებულებათა სისტემის არსი და წარმომავლობა, რომელიც აზრს აძლევს ადამიანთა საზოგადოების ცხოვრებას და რომელსაც ჩვენ საზოგადოების როგორც სულიერი, ისე სამოქალაქო ცხოვრების წესის კონცეპტუალურ საფუძველს – საზოგადოერივ თვითშეგნებას ვუწოდებთ.
მაშ, ასე, ერთის მხრივ, ჩვენ საქმე გვაქვს უძველეს დიონისურ კულტურასთან, რომელსაც განვიხილავთ ჩვენ ისტორიამდელი ელინური კულტურის მაგალითზე, ხოლო, მეორეს მხრივ, ჩვენ საქმე გვაქვს ღვინის კულტურასთან თანამედროვე საქართველოში, რომელიც დასაბამიდან ითვლება ღვინის სამშობლოდ.
ამ წარმოსახვით დაპირისპირებაში ელადური კულტურის მიხედვით ღვინის სმის აქტის შეცნობის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ელინური კულტურა პლატონისა და არისტოტელეს დროიდან წარმოადგენს მეცნიერული კვლევის ობიექტს და იგი მეცნიერული აზრის მიერ საკმაოდ არის შესწავლილი. ხოლო, ამავე დროს, მისი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად ზემოთ თქმულისა ეს ობიექტი თანამედროვე მეცნიერების მიერ შეისწავლება, როგორც სამუზეუმო ექსპონატი, რომელსაც ადგილი ჰქონდა სადღაც და ოდესღაც, და არა როგორც დღევანდელი, სიცოცხლით აღსავსე და, აქედან გამომდინარე, თანმედროვეობისათვის რაიმე აქტუალური მნიშვნელობის მქონე მოვლენა.
რაც შეეხება ქართული კულტურის მაგალითზე ღვინის სმის აქტის რაობისა და წარმომავლობის შეცნობას, შესაბამისად, მისი სუსტი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ეს პროცესი აქამდე არასოდეს გამხდარა მეცნიერების მხრიდან სერიოზული კვლევის ობიექტი, რის გამოც იგი გარკვეული სიბნელით არის მოცული (თუმცა, ამავე დროს, მეცნიერული კვლევისათვის წარმოადგენს გაუტეხელ ყამირს), ხოლო თანამედროვე ქართული კულტურის ფენომენის უპირატესობა ელინურ ვარიანტთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ იგი არის ცოცხალი პროცესი, რომელთანაც გვაქვს ჩვენ საქმე დღეს, რომლის მაგალითზეც, როგორც ფაქტზე, ჩვენ შევგიძლია მრავალი მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთოთ, რის შესაძლებლობასაც, ბუნებრივია, მოკლებულნი ვართ ელინური კულტურის კვლევის შემთხვევაში.
ჩვენის ვარაუდით, გარკვეული ნათესაური კავშირების გამო თანამედროვე ქართული კულტურის ანალიზმა თავისებურად უნდა შეავსოს ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს ჩვენ ელინური კულტურის კვლევის შედეგად, ხოლო, თავის მხრივ, ელადური კულტურის შესახებ გამოკვლეულმა ინფორმაციამ ნათელი უნდა მოჰფინოს ქართული კულტურის ხსენებული შემადგენელის (იგულისხმება ღვინის კულტურა) შინაარსობრივ მხარეს, რომლის შედეგადაც ჩვენ ვიმედოვნებთ მივიღოთ საბაზო სულიერ ღირებულებათა წარმომავლობისა და მათი ერთ შეხედულებათა სისტემაში არსებობის ის სურათი, რომლის დახატვაც ჩვენი კვლევის ერთ–ერთ უპირველეს მიზანს წარმოადგენს.
თანამედროვე ქართული სუფრის კვლევის ობიექტად ქცევის მიზეზები
მაშ, ასე, ჩვენი მიზანია გავიგოთ, თუ რა ფენომენია ქართული სუფრა და არის თუ არა ის მართლაც ქართველი ერის ეროვნული თვითშეგნების განმსაზღვრელი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი?
ცნობილია ის ფაქტი, რომ ქართული სუფრის წესის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ნებისმიერი გარეშე მტერისთვის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლასთან ასოცირდებოდა.
მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიტანოთ ის ისტორიული ფაქტი, როდესაც ირანის მმართველი შაჰ–აბასი მეთექვსმეტე საუკუნეში კახეთში ქართველი ერის გადაგვარების მიზნით შეეცადა მთლიანად გაეკაფა და ამოეძირკვა ვაზი. ეს პირდაპირი წესით იყო დაკავშირებული იმ საბაზო სულიერ ღირებულებებთან ბრძოლასთან, რომელზედაც იმთავითვე აგებული იყო და არის ქართული ეროვნული სულიერება, მისი თვითმყოფადობა და თვითშეგნება. საქართველოს მტრებისთვის ყოველთვის ცნობილი იყო ის ჭეშმარიტება, რომ სანამ არსებობს ქართული სუფრა, რომლის დროსაც ხდება ქართველთა ერთმანეთთან სულიერი თანაშეზიარება და სამოქალაქო–ეროვნული კონსოლიდაცია, მანამ შეუძლებელია ქართველი ერის დამარცხება და მისი აღგვა პირისაგან მიწისა.
ამის დასადასტურებლად თვით უახლესი ისტორიიდან შეგვიძლია მოვიხმოთ წარმატებული მაგალითი. კერძოდ, პერესტროიკის შემდგომი ქართლის ცხოვრების უკიდურესი მატერიალურ–სულიერი სიდუხჭირისა და სრული სამოქალაქო ზნეობრივ–სოციალური განუკითხაობის პირობებში, როდესაც როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების თვითოეული წევრის უპასუხისმგებლობის დონემ ერისა და ქვეყნის წინაშე ყოველგვარ დაშვებულ ზღვრებს გადააბიჯა, როდესაც ქართული საზოგადოების ზნეობრიობის ნორმატულმა ქვაკუთხედმა თვალსა და ხელს შუა დაიწყო რღვევა, და, ხატოვანი ენით თუ ვიტყვით, ირგვლივ ზნეობრივ–სოციალური განუკითხაობის სრული უკუნი გამეფდა, ქართული საზოგადოების საყოფაცხოვრებო მოღვაწეობის პროცესში თანდათანობით რეალურად გამოიკვეთა ერთი ნიშანდობლივი მოვლენა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო – რა თქმა უნდა, იყო გაჭირვება, რა თქმა უნდა, იყო სიღარიბე, რა თქმა უნდა, იყო ირგვლივ გამეფებული სრული განუკითხაობა და, ერთი შეხედვით, საზოგადოების ზნეობრივი გახრწნა, რომელმაც მიიღო მანამდე არნახული მასშტაბები, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების არსში შეინიშნა დღეს უკვე მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერისათვის დამახასიათებელი, მხოლოდ და მხოლოდ მისთვის სპეციფიური ერთი ფრიად საინტერესო და ეროვნული თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანი თვისება ეროვნული საზოგადოების ცხოვრებისა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:
იქ, სადაც ქართველ კაცს, იყო ის გლეხი, მუშა, ინტელიგენტი თუ უკვე წლების მანძილზე სოციალურ ფუნქცია მოშლილი უმუშევარი, ყოველდღიურ ყოფა–ცხოვრებაში ქართულ სუფრასთან მჯდომს როდესაც ღვინით სავსე სასმისის აწევა და მეორე ქართველისთვის სადღეგრძელოს თქმა უხდებოდა, იყო ეს ვისიმე დაბადებისა, ან ქორწილისა, ან გარდაცვალებისა გამო, ან უბრალოდ, ოჯახში სადილობა–ვახშმობისას, იგი მუდამ, როგორც ადრე მისი შორეული წინაპრები, როგორც ყოველთვის, ნათელი იდეებით იმსჭვალებოდა, სიკეთე, კეთილშობილება და მადლი ამოსდიოდა თავისი შინაგნობიდან და თავის თანამეინახესაც გადასდებდა. ეს უკანასკნელიც, თავის მხრივ, მოწოლილი გაჭირვების გაძლების შეგნებითა და ხვალინდელი დღის იმედით ივსებოდა, აქეთ ძმობასა და ერთგულებას ეფიცებოდა მასპინძელს, და ყოველთვის იყო ქართულ სუფრაზე სუფრის წევრების მიერ ერთმანეთის, თავიანთი ქართველობისა და სამშობლოს მიმართ პატივისცემის გამოვლინებისა და სიყვარულის დღესასწაული.
არა და, ნებისმიერი ქართველი დამიდასტურებს, როგორც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების პერიოდის საქართველოს გაჭირვებულსა და დაბნელებულ ცხოვრებაში ქართული სუფრის, როგორც სინათლის, კეთილშობილებისა და ქართული სულის დღესასწაულის კუნძულის არსებობას როგორც პირადად მისი, ისე მისი ახლობლების გამოცდილების უამრავ მაგალითზე.
მაინც რა ხდება ისეთი ქართულ სუფრაზე?
ჩვენ შეგვიძლია თანამედროვე ქართული სუფრის მაგალითზე ორიოდ სიტყვით წარმოვიდგინოთ მისი შინაარსობრივი აღნაგობა.
სუფრის წევრები ირჩევენ თამადას, რომელიც წარმოსთქვამს შესაბამის სადღეგრძელოებს.
უპირველეს ყოვლისა, ის წარმოსთქვამს მასპინძელი ოჯახისა და დამსწრეთა ოჯახების სადღეგრძელოს.
ამის შემდეგ, იგი წარმოსთქვამს უფლის სადიდებელს, სამადლობელს ეტყვის მას ყოველივე იმისათვის, რაც ადამიანისთვის მას შეუქმნია და მოუბოძებია. ამ სადიდებელს თაყვანისცემის ნიშნად ყველა ფეხზე დგომით ამბობს.
შემდეგ იგი წარმოსთქვამს წინაპართა მოსაგონარს, წასულების შესანდობარს, წინაპართა ხსოვნის სადღეგრძელოს სხვადასხვა ვარიანტში, გააჩნია სუფრა არის სამგლოვიარო თუ სამხიარულო. თუ სამგლოვიაროა, წასულების ხსენებას განსაკუთრებული ყურადღება აქცევა, ხოლო თუ სუფრა სამხიარულოა, მაშინ აუცილებლად ითქმება წასულების შესანდობარი, მაგრამ სწრაფად და არა გაჭიანურებით. ყველა შემთხვაში უღრმესი მოწიწების ნიშნად სუფრის ყოველი წევრი ფეხზე დგება.
წარმოითქმება დედა–სამშობლოს სადღეგრძელო, მშობლების, უფროსი თაობის ანუ ბებია–პაპების, დედ–მამიშვილთა, მეუღლეთა, შვილთა, შვილიშვილთა, – ყოველივე იმათი, რაც განაპირობებს ოჯახურ ურთიერთობებს. ყოველი სადღეგრძელო კონკრეტულ ადამიანთა ხსენებიდან გადადის განზოგადოებაში და თამადის მიერ საბოლოოდ ყალიბდება, როგორც რომელიმე საბაზო სულიერ ღირებულებათაგანი, რომლის აღიარებაც სავალდებულოა სუფრის ყოველი წევრისათვის.
სუფრის წევრებიც, მას შემდეგ, რაც თამადა დაამთავრებს თავისი სიტყვის წარმოთქმას, თავის მხრივ, უერთდებიან მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, თავადაც წარმოსთქვამენ ამის შესახებ თავის აზრს, რომელიც ყოველთვის პატეთიურია, აღმატებულია, ღრმაა და შინაგანი დამაჯერებლობით განმსჭვალული. შემდეგ სოლიდარობის ნიშნად ყველა ერთმანეთს მიუჯახუნებს სასმისებს და მიირთმევენ სასმელს.
შემდეგ თამადა წარმოსთქვამს სადღეგრძელოს ოჯახის გარეშე მყოფი ადამიანების შესახებ, ეს იქნებიან ახლო ნათესავნი, მეგობრობის, მეზობლობის სადღეგრძელო.
შემდეგ წარმოითქმება შრომის, მშვიდობის, აღმშენებლობის და კიდევ მრავალნი, იმის მიხედვით, თუ რა ნირისაა სუფრა და რას ეძღვნება იგი.
ასევე, იმის მიხედვით, თუ რას ეძღვნება და რა ნირისაა სუფრა, არის სუფრაზე თქმა ლექსებისა, სიმღერებისა, არის ცეკვა–თამაში.
იმდენად, რამდენადაც ქართველი ადამიანი ბავშვობიდანვე ოჯახში უფროსთა საქციელის მაგალითზე იზრდება, ქართული სუფრა, ქართული სუფრის თანამიმდევრობა და ქართულ სუფრაზე ქცევის წესები მისთვის ბავშვობიდანვე არის შეთვისებული და მისი სულიერი მდგომარეობისათვის ორგანული. უფრო მეტიც, ქართული სუფრა წარმოადგენს ქართველი კაცის ღირსების საგანს, რამეთუ შეუძლებელია სტუმარი შევიდეს ქართველი კაცის ოჯახში და მასპინძელმა მას სუფრა არ გაუშალოს, მასთან ჭიქა ღვინო არ ასწიოს და არ წარმოსთქვას მან სადიდებელი ღმერთისა, მოსაგონარი წინაპრებისა და სადღეგრძელოთა რიგი იმ დანატოვარის შესახებ, რომლებიც სულიერი ღირებულებების სახით წარმოადგენენ ერის არსებობის საფუძველს.
შეუძლებელია მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი ოჯახში, იყოს ის ოჯახის წევრის დაბადება, დაქორწილება, თუ სიკვდილი, რომ არ აღინიშნოს იგი ქართული სუფრით და არ მოხდეს ამ სუფრაზე კიდევ ერთხელი შეთანხმება სუფრის წევრთა შორის იმ სულიერი ღირებულებების თაყვანისცემის თაობაზე, რაც, საბოლოოდ, განსაზღვრავს ქართველ ერში საზოგადოებრივ თვითშეგნებას.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სუფრაზე სათქმელი სადღეგრძელოები ტრადიციულად ყოველი ახალი სუფრის გაშლისას ყოველთვის მეორდება, იგი არა თუ არ ბეზრდება ქართველ კაცს, ან მრავალჯერ გამეორების გამო კი არ კარგავს მისთვის მნიშვნელობას მისი შინაარსი, არამედ ქართული სუფრა წარმოადგენს ქართველისთვის მისი სულში არსებული მოთხოვნილებების რეალიზაციის საშუალებას.
თანამედროვე ქართული სუფრა წარმოადგენს სამოქალაქო აქტს, სადაც ხდება სუფრის წევრთა სულიერი საჯარო თანაშეზიარება, რაც ახდენს ქართულ სუფრაზე მის წევრთა სულიერი ენერგიის დიდ კონცენტრაციას.
დარბაისლურ ქართულ სუფრაზე ქართველი კაცი არასოდეს მისცემს თავის თავს უფლებას, რომ ის დაითვრას იმ მდგომარეობამდე, როდესაც მას იმის გაგება აღარა აქვს, რასაც ამბობს ან აკეთებს, ანუ როდესაც ის კარგავს თავისი საქციელის კონტროლს. ეს ითვლება სირცხვილად და არ შეესაბამება ქართული სუფრის შინაგან მდგომარეობას.
მაშ ასე, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ და ხაზგასმული გამოკვეთილობით დავსვათ შემდეგი კითხვა:
მაინც რა შინაგანი ბუნების მოვლენათა რიგს განეკუთვნება ქართული სუფრა, როგორც კულტურის ფენომენი, რა კავშირი აქვს მას საბაზო სულიერი ღირებულებების არსებობასთან და როგორია მისი წარმომავლობა?
ქართული სუფრის წარმომავლობის კვლევისათვის
წინა თავში ჩვენ მოვიყვანეთ ქართული სუფრა, როგორც პრეცენდენტი, რომელიც დღესაც ავლენს თავს საქართველოში სრული ცხოველმყოფელობით.
ამ თავში ჩვენ შევეცდებით ძველი ელადის მაგალითზე წარმოგიდგინოთ დიონისური კულტურის ძირითადი აქტი, – დიონისური ორგია, რომელიც აგრეთვე წარმოადგენდა სუფრის აქტს, სადაც ასევე ხდებოდა ღვინის სმა. განსხვავებით ქართული სუფრისა, დიონისური კულტურა და, კერძოდ, დიონისური ორგია, საკმაოდ არის შესწავლილი.
შემდეგ, ქართული და ელინური კულტურების დაპირისპირების, შედარებისა და ჯვარედინი ანალიზის შედეგად შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რა კავშირი აქვს ღვინის სმის პროცესს საბაზო სულიერი ღირებულებების წარმომავლობასა და არსებობასთან; რა ნიშნისაა ის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება კავშირი ღვინის წარმოებასა და ცივილიზაციის ისტორიას შორის.
სწორედ ამ მიზნით, შევეცადოთ თუნდაც ზოგად შტრიხებში გავიცნობიეროთ დიონისური კულტურის, როგორც ღვინის სმის მიხედვით ქართული კულტურის მონათესავე კულტურის რამოდენიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასპექტი და შემდეგ გავავლოთ პარალელები ქართული სუფრის, როგორც კულტურის ტრადიციის არსთან ამ უკანასკნელის უკეთ გათვითცნობიერების მიზნით.
რას წარმოადგენდა ღვინის სმის კულტის – დიონისეს გავლენის გავრცელების ზონაში წარმოშობილი კულტურის არსი?
რა იდეოლოგიური მექანიზმები რა მიზნით ფუნქციონირებდნენ მასში?
თვალსაჩინოებისათვის ჩვენს განვრცობაში მოვიყვანოთ:
1. არსებული თემის შესახებ ცნობილი რუსი პოეტის, მეცნიერისა და ანტიკურობის მცოდნის ვიაჩესლავ ივანოვის (1866–1949) მიერ თავის მონოგრაფიაში „დიონისე და პროდიონისურობა“ (გამომცემლობა „ალეტეია“, მეცნიერებისა და განათლების მხარდაჭერის ფონდი სამართალდაცვითი მოღვაწეობის სფეროში. „უნივერსიტეტი“ სანკტ–პეტერბურგი, 2000) წარმოჩენილ საგნის საფუძვლიანი ცოდნით, წვდომის უჩვეულო სიღრმითა და განვრცობის ბრწყინვალე ნიჭიერებით აღსავსე მსჯელობას და განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ იმ გარემოებას, რომ თავის ნაშრომში ივანოვს არც უგულისხმებია ქართული კულტურის არა თუ რაობა, არამედ, საერთოდ, მისი არსებობაც კი.
2. შემდეგ, გავავლოთ ჩვენთვის საინტერესო პარალელები ამ ორ, გარკვეული ნიშნების მიხედვით მონათესავე კულტურას შორის; ავიღოთ დიონისური ორგიიდან ის, რისი აღებაც მას ჩვენთვის ჩვენი მიზნის მიღწევის შესაბამისობაში შეუძლია. ავიღოთ ქართული სუფრის, როგორც ფაქტის, მოცემულობიდან ის, რისი აღებაც, აგრეთვე, ჩვენი მიზნის მიღწევის კონტექსტში შეგვიძლია; ამგვარი წესით საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ საბაზო სულიერი ღირებულებების საერთო სურათი, რომელსაც გამოვიყენებდით საზოგადოებრივი თვითშეგნების განმსაზღვრელი კონცეფციის ჩამოყალიბებასა და შექმნაში.
3. გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, თუ ამის საშუალებას მიღებული შედეგები მოგვცემს, შევეცადოთ დავხატოთ საზოგადოებრივი თვითშეგნების, როგორც იდეოლოგიურ–შინაარსობრივი მხარე, ისე მისი ფუნქციონალური დატვირთვა.
დიონისური ორგია, როგორც დიონისური კულტურის სულიერი მოღვაწეობის ფუძემდებლური აქტი
(მოკლე ექსკურსი ივანოვის ნაშრომიდან მოხმობილი ციტატების საშუალებით დიონისური კულტურის ზოგიერთი ასპექტის უკეთ გაგებისათვის)
მაშ, ასე, ჩვენი ჩანაფიქრის აღსასრულებლად მოვიყვანოთ ციტატათა რიგი ივანოვის ხსენებული ნაშრომიდან:
ციტატა: «საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ დიონისური ქურუმობა უფრო ღრმად მიდის გვაროვნულ წყობაში, ვიდრე რომელიმე სხვა ელინური. ნამდვილად, დიონისეს მიმართ მსახურება ძირითადში იყო საჯარო, გამოიხატებოდა საკრალური ტერმინით «ორგია». რამეთუ ორგია არის არსი ღვთისმსახურებისა, რომელიც სრულდება კოლექტიურად, ანუ საჯაროდ – თავიდან ქურუმის გარეშე – ყველა შემსრულებელთან ერთად, რომლებიც თანაბრად თვითოეული იწოდებიან «ვაკხებად» და «განწმენდილებად“.» გვ.63
დასკვნა – 1. საკრალური ტერმინი „ორგია“ გამოხატავს კოლექტიური ანუ საჯარო ღვთისმსახურების პროცესს, რომელიც მიმდინარეობს გვარში, ოჯახში;
2. ორგია, ანუ საჯარო წმინდა რიტუალი იწინამძღვრება ქურუმისგან, ხოლო მასში მონაწილე გვარის წარმომადგენლები იწოდებიან ვაკხებად ანუ განწმენდილებად.
დიონისური ორგია და მისი წინამძღვარი
ციტატა: «გვარი, ეპიგრაფიული მონაცემების მიხედვით, იმართებოდა არჩეული არხონტებისგან». გვ.63
დასკვნა: აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ თავად არხონტი, ანუ ქურუმი, ანუ წინამძღვარი დიონისური ორგიისა არის არჩეული.
დიონისური ორგია – ეს პურობაა
რას წარმოადგენს დიონისური ორგია თავისი ფორმითა და გარეგანი გამოხატულებით?
ციტატა: «კრიტერიუმად «გმირისა» (ამ შემთხვევაში სიტყვა «გმირი» ნაგულისხმევია დიონისური ორგიის მონაწილე ვაკხები ანუ განწმენდილები. ვ.კ.) იყო გატაცებული მირთმევა აღაპისა (ქელეხისა) (страстное поедание тризн ვ.კ.), გმირული ვნებანი (героические страсти ვ.კ.).» გვ. 207
დასკვნა: დიონისური ორგია თავისი ფორმითა და გარეგანი გამოხატულებით წარმოადგენს აღაპს, ანუ პურობას.
დიონისური ორგია და მსხვერპლთშეწირვა
ციტატა: «ორგიასტული თემების დანიშნულებას შეადგენდა საიდუმლო ენთუზიასტური მსხვერპლთშეწირვა.» გვ. 150
ციტატა: « ფავლონიდების შესახებ ცნობილია, რომ ისინი უხსოვარი დროიდან აგებდნენ «ბუფონიის» ათენურ წესს, ე.ი. «ხარის შეწირვას». სწორედ მათი გვარიდან ირჩეოდნენ «ხარისმკვლელები», და თვით «ხარისმკვლელი» ყოველთვის იყო ფავლონიდი, მაშინ, როდესაც მსხვერთშეწირვის სხვა წმინდა ქმედებანი დავალებული ჰქონდათ ორი ელივსინური გვარის კოლეგიებს – კენტდრიადებსა და დეტრებს, რომლებიც ეკუთვნოდნენ კარიკების ელივსინურ გვარს. პირველნი მიდენიდნენ ხარს სპილენძის ეშაფოთზე ხის შუბებით; მეორენი ჩეხავდნენ ხარს ნაწილებად მას შემდეგ, რაც «ხარისმკვლელი» აკეთებდა დარტყმას წმინდა ნაჯახით, რომელსაც წინდაწინ ლესავდნენ და რიტუალურად გადასცემდნენ ხელიდან ხელში ღვთისმსახურთა განსაკუთრებული კოლეგიის წევრებს, რჩეულ ქალწულთა მონაწილეობით, რომელთა მოვალებაში შედიოდა მოეტანათ საჭირო წყალი ნაჯახის ალესვისათვის.» გვ. 151
დასკვნა: აღაპს ანუ პურობას წინ უძღვოდა რიტუალური მსხვერპლთშეწირვა ანუ შესაწირი საკლავის დაკვლა.
დიონისური ორგია და ღვინის სმა
თუ რას ნიშნავდა დიონისური ორგიის მიმდინარეობის პროცესში ვაკხად ანუ განწმენდილად ყოფნა, ჩვენ ამას შევეხებით შემდგომ განვრცობაში; სხვა ამბავია, თუ როგორ, რისი საშუალებით მიიღწეოდა ვაკხურ ანუ განწმენდილ მდგომარეობაში პურობის თანამონაწილეთა გადასვლა. ამის უკეთ წარმოდგენის მიზნით აღნიშნული ნაშრომიდან შემდეგი ციტატა მოვიშველიოთ:
ციტატა: «ფიზიოლოგიური ახსნა ვაკხური მდგომარეობისა ასევე არ არის უცხო ძველი დროებისთვის. არისტოტელეს მიხედვით, ის დამოკიდებულია ორგანული წვენების «შავ ნაღვლის წვენისა» და «ცხელის» ნარევზე (ღვინო. ვ.კ.); რის გამოც ვაკხური მდგომარეობა ესაზღვრება სიშმაგესა და სიგიჟეს. გონებიდან გადასვლა სიბილებისა, მენადებისა და წმინდა ექსტაზის სხვა სახეობებისა და შეპყრობილობა, პირიქით, არ შეიცავენ თავიანთ თავში არავითარ ავადმყოფურობას, თუმცა მომდინარეობენ იმ მიზეზებიდან, რომლებიც წარმოშობენ ავადმყოფურ შეშლილობასაც; რამეთუ მინიშნებული ნარევი (ღვინო. ვ.კ.) ამ შემთხვევებისთვის ბუნებრივია: სწორად წარიმართება მისი (ღვინის. ვ.კ.) მოქმედება და პოულობს (მისი ზემოქმედება – სიმთვრალე. ვ.კ.) თავისთვის ნორმალურ გამოსავალს.» გვ.212
ჩვენ ქვემოთ აუცილებლედ შევეხებით ვაკხური მდგომარეობის სხვა თვისებებსაც, მაგრამ ის დასკვნა, რომელიც ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს, მდგომარეობს შემდეგში:
დასკვნა: დიონისური ორგია, მეორეს მხრივ, წარმოადგენს ღვინის სმის პროცესს პურობის თანამონაწილეთა ვაკხურ, ანუ განწმენდილ, ანუ კათარზისულ მდგომარეობაში გადასვლის მიზნით.
დიონისური ორგია და სიმღერა
ციტატა: «მას, დიონისური სიმღერის ხარისხში, თავისუფალს მორცხვობისაგან, განპირობებულს წეს–ჩვეულებების დუალიზმით, შეეძლო თავის თავში გაეერთიანებინა ენთუზიაზმის ურთიერთსაწინააღმდეგო უკიდურესობები, დაწყებული სანადიმო–სამხიარულოთი დამთავრებული ექსტატური სამგლოვიაროთი. არ არის გასაკვირი, რომ მისი მელოდიები არეულია არამწყობრ შეძახილებთან» გვ. 226
დასკვნა: 1. დიონისური ორგიის დროს ადგილი ჰქონდა გუნდურ მღერას ხან – სამხიარულოს, ხან – სამგლოვიაროს.
დიონისური ორგია და ცეკვა
ციტატა: «სამხედრო ხასიათის მიმეტიკური ცეკვები, უკვე მხოლოდ ტიპიურად გამომხატველი ორთაბრძოლა და სიკვდილი მებრძოლისა, ცნობილია... მაგალითად, ქსენოფონტე თავის განვრცობაში ათი ათასი ელინის უკან დახევის შესახებ შემდეგნაირად აღგვიწერს ელინი სამხედროების გართობებს (воинских потех ვ.კ.), რომლითაც მიმდინარეობდა (сопровождалось ვ.კ.) პაფლაგანელი ელჩების გამასპინძლება: «როდესაც უკვე იქნა შესრულებული ზედაშეს შეწირვა (ВОЗЛИЯНИЯ ვ.კ.) და იქნა ნამღერი პეანი, პირველები ადგნენ ფრაკიელები და ფლეიტის ხმაზე იცეკვეს იარაღით; მაღლა და მსუბუქად ხტოდნენ ისინი, თან იქნევდნენ დანებს; ბოლოს ერთი დაჭრის მეორეს, როგორც ყველას მოეჩვენა – სასიკვდილოდ, მაგრამ ის მხოლოდ თავს იმკვდარუნებდა. პაფლაგონელებს ყვირილი აღმოხდათ, მან კი, რომელმაც მოახდინა საბოლოო დარტყმა, ახსნა იარაღი დამარცხებულს და გავიდა სიტელკას სადიდებლის მღერით; სხვა ფრიკიელებმა კი გაიტანეს თავის მომმკვდარუნებელი. ამის შემდეგ გამოვიდნენ ფასალიელები ენიდანა და მაგნეზიიდან და შეასრულეს ცეკვა იარაღით, რომელსაც ერქვა «კარპია». აი რაში მდგომარეობს ის. ერთი, რომელმაც დადო იარაღი მიწაზე, თავისი თავი წარმოსახა როგორც მთესველმა და მხვნელმა, თან ხშირ–ხშირად იხედებოდა აქეთ–იქით, თითქოს თავდასხმისა ეშინოდა; ამ დროს მოიპარება ყაჩაღი. როგორც კი შეამჩნევს, პირველი მაშინვე ხელს დასტაცებს იარაღს, მიისწრაფვის მომსვლელის შესახვედრად და იბრძვის ის თავისი გუთანის (упряг ვ.კ.) გამო. ყველა ეს მოძრაობანი მიმდინარეობენ რიტმულად ფლეიტის მელოდიის ხმაზე. საბოლოოდ, ყაჩაღი გაკოჭავს გუთნის დედას და გაირეკავს ხარებს, ან გუთნისდედა სძლევს ყაჩაღს, ზურგზე ამოუგრიხავს ხელებს და გაიგდებს მას წინ, შებმულს ხარებთან ერთად გუთანში». გვ. 230
(მიაქციეთ ყურადღება, როგორ წააგავს აღწერილი მოქმედებები ქართულ ცეკვებს: «აჭარული», «ქართული,» «ხევსურული»)
დასკვნა: დიონისური ორგია მიმდინარეობს სანადიმო–სამხიარულო თუ სამგლოვიარო გუნდური, როგორც სიმღერებისა, ისე ცეკვების თანხლებით.
დიონისური ორგია და მისი დანიშნულება
მას შემდეგ, რაც, მეტ–ნაკლებად წარმოვიდგინეთ დიონისური ორგიის გამოვლინების, ასე ვთქვათ, ფორმალური მხარე, ნამდვილად დროულად მიგვაჩნია გადავიდეთ მისი შინაარსობრივ–ფუნქციონალური მხარის განხილვაზე.
რა მიზნით იმართებოდა დიონისური ორგია და რის თაყვანისცემის ნიშნად ხდებოდა მსხვერპლთშეწირვა?
დიონისური ორგია და ღმერთის თაყვანისცემა
ციტატა: „არის მრავალმნიშვნელოვანი ისტორიული სინამდვილე ჰეროდოტეს სიტყვებში: „ძველთაგანვე პელაზგები ეწეოდნენ მრავალნაირ მსხვერპლშეწირვას, ლოცულობდნენ რა ღმერთების წინაშე, – როგორც მე გამიგია დოდონაში, – მაგრამ არც ერთ ღმერთს ისინი არ იხსენებდნენ სახელით, რამეთუ არ ესწავლათ ჯერ მათ სახელის დარქმევა... დიონისეს სახელი კი გაიგეს გაცილებით გვიან, ვიდრე სხვა ღმერთების სახელები“. გვ.17
დასკვნა: მსხვერპლთშეწირვის მიზანი იყო ღმერთის თაყვანისცემა.
ხარი – ღმერთი და ხარი – შესაწირი
გარკვეული მიზეზების გამო, რომლის შესახებაც ჩვენ სულ მცირე ხნის შემდეგ ვისაუბრებთ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალზედ საინტერესოა, ლოგიკა მაინცდამაინც ხარის მახვერპლთშეწირვისა:
ციტატა: „მაგრამ ხარ–ღმერთის სახე და ატრიბუტები არის არსი საყოველთაოდ მიღებული დიონისური სიმბოლოების ზოგადი და მუდმივი ნიშნებისა. გარკვეულ ადგილებზე ეს ძირითადი წარმოდგენა წარმოშობდა თავისებურ მითებს: არგოსში დიონისე–ღმერთი არის იოს შვილი, დაბადებული ძროხისაგან. სიმღერა ორლესული ნაჯახისა (ჩუგლუგისა) (сакиры ვ.კ.) – დითირამბი, რომლის თანხლებითაც მიმდინარეობდა ხარის მსხვერპლად შეწირვა ნაჯახის ღმერთთან (бога сакиры ვ.კ.), რომელიც, ამავე დროს, იყო ხარ–ღმერთი, – იგივეობრივია დიონისე–დითირამბ–ხარის შემწირველ–ხართან“.გვ.150
ციტატა: „გაორება ღმერთისა მსხვერპლისმიმღებ და მსხვერპლისშემწირველ სახეებად და გაიგივება მსხვერპლისა ღმერთთან, რომელსაც ის ეწირებოდა, იყო მშობლიური და დამახასიათებელი მონაპოვარი პროდიონისური კულტებისა. ხარ–ღმერთი იყო ამავე დროს ნაჯახ–ღმერთიც არა მარტო კრეტის კუნძულზე, არამედ დითირამბის მთელ საკუნძულო სამეფოში“. გვ. 150
დასკვნა: ხარ–ღმერთს სწირავდნენ მსხვერპლად მისსავე მსგავსს – ხარს.
(ვარიაცია თემაზე: „ქართველთა შორეული წინაპრების წაღმართი კერპების პანთეონის კვლევისათვის“.
აქ შეგვიძლია მოვიყვანოთ ქართული კულტურის წარმომავლობის უკეთ გაგებისათვის, ჩვენის აზრით, ძალზედ მნიშვნელოვანი ანალოგია, რომელიც მეტ–ნაკლები ხელშესახებობით ჩამოგვიყალიბებდა წარმოდგენას ქართველთა უშორეულესი წინაპრების კულტების პანთეონის შესახებ; მე მხედველობაში მაქვს საქართველოში ოდითგანვე ხარის კულტის არსებობა; ყურადღება მივაქციოთ წარმომავლობას სიტყვისა „გახარება“ ანუ „გან–ხარ–ება“, რომლის ფუძესაც წარმოადგენს „ხარ–ი.“ თუ დავუშვებთ იმას, რომ ძველ ქართულ მითოლოგიაში ხარის სახით ღმერთი იგულისხმებოდა, მაშინ ტერმინი „გან–ხარ–ება“ ნიშნავს „გან–ღმერთ–ებას“, ანუ ღმერთად ქცევას, ანუ ღვთის წიაღში შესვლას, ანუ განწმენდას, ანუ კათარზისს, რომლის რაობის, როგორც ვაკხური მდგომარეობის შესახებაც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ბუნებრივია, ვივარაუდოთ, რომ ორგიასტული პროცესის პირველ ნაწილს – მსხვერპლთშეწირვას, რომლის არსიც იყო ღვთისადმი თაყვანისცემა, მოჰყვებოდა თავად პურობაც ღვინის სმის თანხლებით, რომელიც, როგორც რიტუალი, აგრეთვე გამოხატავდა ღვთისადმი თაყვანისცემას.)
დიონისური ორგია და წინაპრების თაყანისცემა
მაგრამ გარდა ღმერთის დიდებისა, დიონისურ ორგიას აგრეთვე ჰქონდა კიდევ ერთი უწმინდესი დანიშნულება:
ციტატა: «წარმართობის მთავარი საყრდენი იყო გვაროვნული და თემური თაყვანისცემა გარდაცვლილების (წინაპრების ვ.კ.) წინაშე; უარის თქმა ძველ რწმენაზე უტოლდებოდა მიწისქვეშა სანათესაოსაგან (წინაპრებისგან) მოკვეთას, და საშინელი იყო შურისძიება უჩინარი ქომაგებისა და მფარველებისაგან მათი (წინაპრების ვ.კ.) წმინდა და მრისხანე ჩრდილების წინაშე ღალატისათვის.» გვ.207
ციტატა: «დიონისეს კულტის შემოღებას ადგილ–ადგილ წინ უსწრებს თაყვანისცემა უცნობი გმირისა. დიონისე – კოლონატას ტაძრის გვერდით სპარტაში, პავსანიას სიტყვების მიხედვით, იყო «გმირის» წმინდა ნაკვეთი, და მენადების ფიასები მას მსხვერპლს სწირავდნენ უფრო ადრე, ვიდრე დიონისეს, იმიტომ, რომ, – როგორც ამას ხსნიდა ჩვეულება, – ის იყო გარდაცვალებულთა (წინაპრების. ვ.კ.) ბელადი. გვ.207
დასკვნა: თაყვანისცემა ღვთის წინაშე და თაყვანისცემა წინაპრების სულების წინაშე თავისი მნიშვნელობით დიონისური ორგიის მონაწილეთა ცნობიერებაში იყო ერთნაირად განცალკეებულ მდგომარეობაში.
ღმერთისა და შორეულ წინაპართა წინაშე დიონისური ორგიის მონაწილეთა ვალდებულებათა ნუსხა თანამედროვე ქართული სუფრის მაგალითიდან გამომდინარე
ღმერთის სადიდებელთან ერთად დიონისური ორგიის ერთერთი ძირითადი მიზანი და დანიშნულება იყო წინაპართა სულების თაყვანისცემა. ამიტომაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ დიონისური ორგიის მონაწილენი, პირველ რიგში, წარმოსთქვამდნენ ღვთის სადიდებელსა და იტყვოდნენ წინაპართა მოსაგონარს ანუ შესანდობარს.
თუ გავითვალისწინებთ თანამდეროვე ქართული სუფრის გამოცდილებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ დიონისური ორგია წარმოადგენდა დიონისური ორგიის მონაწილეთა მიერ ღმერთისა და შორეულ წინაპართა, როგორც გვარის წარმომავლობისა და არსებობის პირველსაწყისის წინაშე არა მარტო თაყვანისცემის, არამედ აგრეთვე უღრმესი მადლიერების აქტს იმ დანატოვარის შექმნისათვის, რომელიც შეადგენდა ყოფა–ცხოვრებაში დიონისური ორგიის მონაწილეთა გვარის როგორც მატერიალურ, ისე სულიერ დოვლათს.
ამ მატერიალური და სულიერი დოვლათის მოვლა–პატრონობა და მათი გადაცემა მომავალი თაობებისათვის წარმოადგენდა დიონისური ორგიის მონაწილეთა და, საერთოდ, გვარის წარმომადგენელთა უწმინდეს ვალდებულებას ღვთისა და შორეული წინაპრების სულების წინაშე. ამ ვალდებულებათა აღსრულებისთვის ღწვა წარმოადგენდა გვარის წარმომადგენელთა წმინდა მსახურებას ღმერთისა და შორეული წინაპრების სულების წინაშე.
თუ როგორ და დაახლოებით რა თანამიმდევრობით ხდებოდა დიონისური ორგიის მიმდინარეობის დროს არჩეული არხონტის (ანუ სუფრის თავკაცის) მიერ სიტყვების წარმოთქმა, ამის უკეთ წარმოდგენის მიზნით ჩვენ მივცეთ ჩვენს თავს იმისი უფლება, რომ მოვიშველიოთ თანამედროვე ქართული სუფრის გამოცდილება იმ ფორმით, როგორითაც ის ჩვენ დღესდღეობით გვაქვს წარმოდგენილი.
კერძოდ, ღმერთის სადიდებელისა და წინაპართა მოსაგონარ–შესანდობარის თქმის შემდეგ დიონისური ორგიის შემდგომი გაგრძელების აზრს წარმოადგენდა მის მონაწილეთა მიერ ღმერთისა და შორეული წინაპრების წინაშე წმინდა ვალდებულებათა ანუ წმინდა მსახურების აღსრულების სიტყვიერ–პათეტიკური დეკლამირება, რომელიც, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ქართული სუფრის მიმდინარეობას, წინაპრების მიერ გადმოცემული მატერიალურ–სულიერი დანატოვარის კლასიფიკაციის მიხედვით შეიძლება გამოიხატოს შემდეგ პუნქტად:
– სამშობლო, ენა, რწმენა, ოჯახი, ცხოვრების წესი და რიგი, ანუ ზნეობრივი კანონი, რომელშიაც იგულისხმება როგორც კაცის კაცობა და მისგან მამაკაცური ვალის აღსრულება, ასევე ქალის ქალობა და მისგან მანდილოსნური ვალის აღსრულება, წინაპართა მიერ დანატოვარი სულიერ–მატერიალური ღირებულებების გადაცემა თაობიდან თაობაზე.
დიონისური ორგია და მისი შინაარსი
ასე რომ, დიონისური ორგიის, როგორც წარმართული საზოგადოების წევრისათვის წმინდა რიტუალის დანიშნულების შესახებ ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა, რომ დიონისური ორგია იყო სადიდებელი ორი აბსოლუტური საწყისისა, რომლებმაც დასაბამი დაუდეს გვარის ანუ ეროვნული საზოგადოების მატერიალურ–სულიერი დოვლათის ანუ ეროვნული საუნჯის არსებობას მის ნებისმიერ გამოვლინებაში; ასეთი აბსოლუტური საწყისი დიონისური ორგიის თანამონაწილეთა ცნობიერებაში იყო ორი: პირველი – ღმერთი და, მეორე – შორეული წინაპრები.
ღმერთმა შორეულ წინაპრებს მიუბოძა ყველა ის მატერიალურ–სულიერი ფასეულობანი, რომლებიც მათ ღმერთის შეწევნით შეითვისეს, დაიფუძნეს, მისცეს მათ როგორც შინაარსი, ისე ფორმა, რაც გარკვეული პუნქტების სახით გადასცეს მომავალ თაობებს, რომლებზე დაყრდნობითაც გააზრებული და მოწესრიგებული აქვთ ცხოვრება ცოცხლებს.
ამიტომ, დიონისური ორგია შინაარსობრივად წარმოადგენდა ცოცხლების მიერ თაყვანისცემის აქტს ღმერთისა და შორეულ წინაპართა სულების წინაშე, რაც დიონისური ორგიის მონაწილეთა სულიერი მოღვაწეობის პროცესში ფორმალურად გამოიხატებოდა დიონისური ორგიის მონაწილეთა მიერ (1) ღმერთის სადიდებელის აღვლენის, (2) წინაპართა სულების მოგონებისა და (3) მათ წინაშე ვალდებულებათა განცდისა და მათი აუცილებლად აღსრულების დეკლამირებაში.
დიონისური ორგიის სულისკვეთება
ახლა შევეხოთ იმ სულისკვეთებას, რომლითაც იყო განმსჭვალული მთელი დიონისური ორგია.
პათოსი და კათარზისი
ციტატა: «ენთუზიასტური გატაცებით (страсное ვ.კ.) მსახურების ფსიქოლოგიაში ძველი დროიდანვე განასხვავებდნენ ორ მომენტს – სულიერი აღგზნებულობის განცდასა და მის დამამშვიდებელ გადაწყვეტას. ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით პირველი მათგანი აღინიშნებოდა სიტყვით «პათოსი» (გატაცებულ მდგომარეობაში ყოფნა ვ.კ.), მეორე – სიტყვით «კათარზისი» (განწმენდა ვ.კ.).» გვ. 208
დიონისური ორგია და პათოსი
ციტატა: «ელინური რელიგიის განმასხვავებელი ნიშანი, რომელმაც დაატყო მას თავისი ღრმა თვითმყოფადობის ბეჭედი, არის პირველსაწყისობრივი და საყოველთაო განმსჭვალულობა მითისა და წეს–ჩვეულებებისა პათოსის არსით. პათოსი, საკულტო ობიექტთან მიმართებაში, არის წარმოდგენა ვნების (страсть ვ.კ.) შესახებ, როგორც გლოვის აღმგზნებისა და, აგრეთვე, წუხილის შესახებ გასაღმერთებელი არსის მდგომარეობის გამო, ხოლო საკულტო აღმსრულებელთან მიმართებაში – არეკვლადი და მიმბაძველობითი განცდა იმ (აღწერილი) მდგომარეობისა, ენთუზიასტური თანაგრძნობა მის მიმართ თავის სულიერ გამოცდილებაში და განცდილი აფექტის შესაბამის გარეგან დამტკიცებულებებსა და გამოხატულებებში.» გვ. 192
ციტატა: «პათოსი» და «კათარზისი» განუყოფელია. კათარზისი პათოსის ფინალია, და ერთობლიობაში კათარზისი არის კრიტერიუმი «პათოსის» სისწორისა და ნამდვილობისა. გვ. 209
დიონისური ორგია და კათარზისი
ციტატა: «კათარზისი», პლატონის მიხედვით, არის ემანსიპაცია სულიერი ძალებისა სხეულებრივისაგან. კათარზისის განცდის საშუალებით სული ეჩვევა, ადამიანის შემადგენელი სხვადასხვა ნაწილებიდან ასე ვთქვათ, «შეიკრიბოს» გარკვეულ ერთიანობაში და მასში მოიყაროს თავი; ის (სული ვ.კ.) იძენს გარკვეულ არსებობას და ცნობიერებას თავის თავში და ხდება თავისუფალი სხეულებრივი შეზღუდვებისაგან. ყოველ შემთხვევაში, ენთუზიასტური პათოსის დამამთავრებელი და გადამწყვეტი მომენტი ყოველთვის, ეჭვს გარეშეა, აღიქმებოდა, როგორც აღდგენა ერთიანობისა სულში გაფანტული, – ღვთაებრივი ჩასახლებულობითა და შეპყრობილობით გაორმაგებული, როგორც ამას რელიგია ასწავლიდა, თუ გაორმაგებულად გამონთავისუფლებული საკუთარი მანამდე გაუცნობიერებელი ენერგიისა.» გვ. 210
დიონისური ორგიის აზრი და მიზანი
ციტატა: «რა მიზანი და აზრი აქვს დიონისის ორგიებს? – წერს ერთი პატივსაცემი რუსი მკვლევარი (ი.ა.კულაკოვსკი, «სიკვდილი და უკვდავება ძველი ბერძნების წარმოდგენებში» ვ.კ.) პასუხს იძლევა მათი საბოლოო რეზულტატი. ის იყო ექსტაზი. ამ სიტყვის უძველესი აზრი, როგორც ამას განმარტავდნენ თვით ძველები, არის გამონთავისუფლება სხეულიდან. ექიმი გალენი განსაზღვრავს ექსტაზს, როგორც olidochronios mania (ხანმოკლე შეშლილობა) – მდგომარეობა, რომელშიც სული უშუალოდ უკავშირდება ღმერთს. ამ მდგომარეობაში ადამიანი იმყოფება ღვთაებრივი ზეშთაგონების ქვეშ, ის არის enteos (ღმერთის შემთავსებელი), უშუალოდ უკავშირდება ღმერთს და ცხოვრობს მასთან ერთად და მასში. პლატონის განსაზღვრებით, ადამიანები ექსტაზის მდგომარეობაში აღიქვამენ თავიანთ თავებში ღვთის არსს, რამდენადაც აქვს ადამიანს შესაძლებლობა ურთიერთობა ჰქონდეს მასთან... ექსტაზში ადამიანი გამოდის თავისი შემოსაზღვრულობიდან, მისთვის აღარ არსებობს არც დრო და არც სივრცე, ის ჭვრეტს მომავალს როგორც არსებულს.»
დიონისური ორგიის ძირითადი დანიშნულება
დასკვნა: დიონისური ორგია წარმოადგენდა ორგიის მონაწილეთა მიერ ღმერთისა და წინაპრების სულების მიმართ უკიდურესი თაყვანისცემის სიტყვიერ–პათეტიკური გამოხატულების აღმავალ პროცესს, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა პურობის თანამონაწილეთა სულიერი ცხოვრების კათარზისულ ანუ განწმენდილ მდგომარეობაში გადაყვანა წმინდა ექსტაზის საშუალებით, რის აღსრულებასაც ემსახურებოდა დიონისური ორგიის წამმძღოლი ქურუმი.
დიონისური ორგიის დამახასიათებელ ნიშანთა სისტემატიზაცია
ახლა უბრალოდ გადმოვწეროთ ზემოთ გამოტანილი დასკვნები მწყობრი სისტემატიზაციის ფორმით:
1. ტერმინი „ორგია“ გამოხატავდა საჯაროდ შესრულებულ ღვთისმსახურების წმინდა რიტუალს, რომელიც სრულდება გვარში, ოჯახში;
2. ორგია იწინამძღვრებოდა ქურუმისაგან, ხოლო მასში მონაწილე გვარის წარმომადგენლები იწოდებიან ვაკხებად ანუ განწმენდილებად;
3. ორგიის წინამძღოლი იყო არჩეული;
4. ორგია თავისი ფორმითა და გარეგანი გამოხატულებით წარმოადგენდა აღაპს ანუ პურობას,
5. ორგიას წინ უძღვუდა მსხვერპლთშეწირვა, ანუ შესაწირი საკლავის დაკვლა;
6. ორგია, მეორეს მხრივ, წარმოადგენდა ღვინის სმის პროცესს აღაპის მონაწილეთა ვაკხურ ანუ განწმენდილ მდგომარეობაში გადასვლის მიზნით;
7. ორგია მიმდინარეობდა სანადიმო – სამხიარულო თუ სამგლოვიარო გუნდური სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით;
8. ორგიის მიზანი და დანიშნულება იყო ღვთისა და წინაპართა სულების თაყვანისცემა და მათ წინაშე ცოცხალთა მიერ სამსახურის აღსრულების სიტყვიერ–პათეტიკური გამოვლინება, რისი არსიც შეიძლება გამოიხატოს სამ პუნქტად:
1. ღვთის სადიდებელი;
2. წინაპართა სულების შესახებ ჭმუნვა–გლოვა;
3. ღმერთის მიერ შექმნილისა და წინაპართა მიერ შექმნილ–დანატოვარის, ანუ ეროვნული საუნჯის მოვლა–პატრონობა და მისი გადაცემა თაობიდან თაობაზე.
9. ორგია წარმოადგენდა ცოცხალთა მიერ ღმერთის არსისა და წინაპრების სულების მიმართ უკიდურესი თაყვანისცემის სიტყვიერ–პათეტიკური გამოხატულების აღმავალ პროცესს, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა პურობის თანამონაწილეთა სულიერი ცხოვრების კათარზისულ ანუ განწმენდილ მდგომარეობაში გადასვლა წმინდა ექსტაზის საშუალებით.
პარალელების გავლება ტერმინებს –„დიონისურ ორგიასა“ და „ქართულ სუფრას“ შორის
დავხატეთ რა დიონისური რელიგიის სულიერი მოღვაწეობის ძირითადი აქტის – დიონისური ორგიის ფორმალურ–შინაარსობრივი ნახატი თავის ძირითად, ჩვენთვის საინტერესო გამოვლინებებში და დავალაგეთ რა ისინი პუნქტობრივად გარკვეული სიმწყობრის მიხედვით, ვფიქრობთ, დადგა დრო გავიხსენოთ ჩვენი ნაშრომის ძირითადი მიზანი მოვიქონიოთ წარმოდგენა ქართული სუფრის წარმომავლობისა და არსის შესახებ, და გავავლოთ პარალელები ტერმინებს „დიონისურ ორგიასა“ და „ წარმართული საზოგადოების ქართულ სუფრას“ შორის.
გავბედოთ და ზემოთ მოყვანილ ნიშნების ჩამონათვალში, რომლებიც ახასიათებენ ორგიას, ტერმინი „დიონისური ორგია“ შევცვალოთ ტერმინით „წარმართული ქართული სუფრა“.
ამასთან აღვნიშნავთ, რომ შედარებისას მხედველობაში გვაქვს ქართული სუფრა იმ გამოვლინებაში, როდესაც იგი წარმოადგენდა წარმართული პერიოდის საზოგადოებრივ მოვლენას, როგორც კერპთმსახურებას, განსხვავებით იმისაგან, როდესაც დღეს ის წარმოადგენს სამოქალაქო ცხოვრების ეროვნულ ტრადიციას.
წარმართულ საზოგადოებაში არსებული ქართული სუფრის წარმოსახვითი, ტერმინ „დიონისურ ორგიასთან“ პარალელების გავლების შედეგად მიღებული სურათი
წარმართულ საზოგადოებაში:
1. ტერმინი „ქართული სუფრა“ გამოხატავდა საჯაროდ შესრულებულ წმინდა რიტუალს, რომელიც სრულდებოდა გვარში, ოჯახში;
2. ქართული სუფრა იწინამძღვრებოდა წინამძღოლისაგან (ანუ თამადისაგან);
3. ქართული სუფრის წინამძღოლი (ანუ თამადა) არჩეული იყო;
4. ქართული სუფრა თავისი ფორმითა და გარეგანი გამოვლინებებით წარმოადგენდა აღაპს ანუ პურობას;
5. ქართულ სუფრას წინ უძღოდა მსხვერპლთშეწირვა, ანუ შესაწირი საქონლის დაკვლა;
6. ქართული სუფრა, მეორეს მხრივ, წარმოადგენდა ღვინის სმის პროცესს სუფრის წევრთა განწმენდილ მდგომარეობაში გადასვლის მიზნით;
7. ქართული სუფრა მიმდინარეობდა სალაღობო–სამხიარულო და სამგლოვიარო გუნდური სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით;
8. ქართული სუფრის მიზანი და დანიშნულება იყო ღვთის სადიდებლის აღვლენა და წინაპართა სულების თაყვანისცემა და მათ წინაშე ცოცხალთა მიერ სამსახურის აღსრულების (სადღეგრძელოების საშუალებით) სიტყვიერ–პათეტიკური გამოვლინება, რისი არსიც შეიძლება გამოიხატოს შემდეგ პუნქტებად:
ა. ღმერთის სადიდებლი;
ბ. წინაპართა სულების შესახებ ჭმუნვა და გლოვა (ხსენება–შესანდობარი);
გ. სუფრის წევრებისაგან წინაპართა წინაშე მათ მიერ შექმნილ–დანატოვარის ანუ ეროვნული საუნჯის მოვლა–პატრონობისა და თაობიდან თაობაზე მათი უეჭველი გადაცემის შესახებ ვალდებულებათა საჯარო ერთობლივი დეკლამირება;
9. ქართული სუფრა წარმოადგენდა სუფრის წევრთა მიერ ღმერთის არსისა და წინაპრების სულების მიმართ უკიდურესი თაყვანისცემის სიტყვიერ–პათეტიკური გამოხატულების აღმავალ პროცესს, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა პურობის თანამონაწილეთა სულიერი ცხოვრების კათარზისულ ანუ განწმენდილ მდგომარეობაში გადასვლა წმინდა ექსტაზის საშუალებით.
(აქ ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მივიღეთ ქართული სუფრის პირველ–სახე, რომელსაც, როგორც კერპთმსახურების რიტუალს, დღევანდელ ქართულ სუფრასთან არანაირი კავშირი არა აქვს, თუმცა კი წარმოადგენს სამოქალაქო ცხოვრების ერთ–ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ტრადიციას, რომელიც მომდინარეობს უხსოვარი დროიდან).
ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოტანილი დასკვნების შეფასება
თუ ჩავატარებთ ზემოთ წარმოდგენილი განვრცობის გარკვეულ ანალიზს, მივიღებთ, რომ ერთის მხრივ, ქართული სუფრა წარმართული ქართული საზოგადოებისათვის წარმოადგენდა კერპთმსახურების რიტუალის ერთ–ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს, რომლის მიზანსაც შეადგენდა სუფრის წევრთა გადაყვანა განწმენდილობის ანუ ვაკხურ მდგომარეობაში წმინდა ექსტაზში მათი შეყვანის გზით, რაც მიიღწეოდა ღვინის გარკვეულ წესზე და რიგზე მიღებით, ხოლო, მეორეს მხრივ, ქართულ სუფრა იყო ის ადგილი, სადაც ხდებოდა ზედმიწევითი განვრცობა თითოეული მისი წევრის მიერ იმ სულიერი ღირებულებების შესახებ, რომლებიც საფუძვლად დაედო მთელს საკაცობრიო ცივილიზაციის არსებობას შემდგომში. ანუ, თავისებური გაგებით, წარმართული ქართული სუფრა იყო გარკვეული ტრიბუნა, საიდანაც ხდებოდა დეკლამირება უფროსი თაობის მიერ იმ საბაზო სულიერი ღირებულებების შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო წარმართული საზოგადოების თვითშეგნებას.
ჩვენ ვნახეთ, რომ ქართული სუფრა, ერთის მხრივ, იყო საზოგადოებრივი თვითშეგნების მუდმივმჭედი ქურა, ხოლო, მეორეს მხრივ, ქართული სუფრა იყო ადგილი, სადაც ხდებოდა სულიერ ღირებულებათა სათანადო დეკლამირება და ახალი და ახალი თაობებისათვის ხსენებული საზოგადოებრივი თვითშეგნების გამიზნულად გადაცემა.
უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ნაშრომის მთავარი მიზნის – საზოგადოებრივი თვითშეგნების შესახებ მოძღრების ჩამოყალიბების გზაზე ჩვენ გარკვეულ შუალედურ შედეგებს მივაღწიეთ – გამოვარკვიეთ პირველ–საწყისობრივი კავშირი ღვინის სმის კულტურასთან არა მარტო საბაზო სულიერ ღირებულებებისა, რომლებიც საფუძვლად დაედო თანამედროვე ცივილიზაციის თვითშეგნების არსებობას, არამედ იმ სულისკვეთებისაც, რომლის საშუალებითაც მოხდა ამ საბაზო ღირებულებებით განმსჭვალვა მთელი კაცობრიობისა.
ჩვენ მივიღეთ სახე იმ იდეოლოგიური მექანიზმისა, რომლის, როგორც საზომის, საშუალებითაც განისაზღვრებოდა წარმართული საზოგადოების თვითშეგნება და იქიდან გამომდინარე, მისი ცხოვრების წესი.
აგრეთვე, მივიღეთ ფორმა ამ იდეოლოგიური მექანიზმის მოქმედებისა, კერძოდ, თუ როგორი ფორმით და რა მიზნით არსებობდა დიონისური ორგია, ანუ წარმართული ხანის ქართული სუფრა.
თვითშეგნების ოთხი ძირითადი სუბსტანციური საყრდენი სვეტი
როგორც ვნახეთ, დიონისური კულტურის მქონე წარმართული საზოგადოების თვითშეგნება აგებული იყო სამი სუბსტანციური მნიშვნელობის სტატიური ფუნდამენტალური ღირებულების – ღმერთი–წინაპრები–ეროვნული საუნჯეს სქემაზე. და იქიდან გამომდინარე მეოთხე, წარმოებულ დინამიურ ფუნდამენტალურ სულიერ ღირებულებაზე – ღმერთისა და წინაპართა სულების წინაშე წმინდა ვალდებულების გრძნობაზე, რომ მიეღო ადამიანს, შეენარჩუნებინა და მომავალი თაობებისთვის გადაეცა წინაპართაგან დანატოვარი ის სულიერ–ღირებულებითი საგანძური, რომელსაც ჩვენ ეროვნულ საუნჯეს ვუწოდებთ. ჩვენ წინადაწინ უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ღმერთისა და წინაპართა სულების წინაშე ადამიანის მიერ აღებული ვალდებულების გრძნობა შეადგენდა ზნეობრივ საფუძველს წარმართული საზოგადოების ცხოვრების სამართლებრივ–სოციალური მოწყობისათვის.
იმ სტატიურ ფუნდამენტალურ სულიერ ღირებულებათაგან, რომლებმაც განსაზღვრეს წარმართული საზოგადოების თვითშეგნება, უპირველესი იყო – ღმერთი, რომელიც, წარმართი ადამიანის წარმოდგენით, შეადგენდა იმ აბსოლუტურ ძალას, რომელმაც შექმნა ყოველივე, რაც კი არსებობს სინამდვილეში – სამშობლო, ენა და წეს–ჩვეულებებში გამოხატული ის წმინდა ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავდნენ მისი ცხოვრების არსს.
შემდგომი სტატიური ფუნდამენტალური ღირებულება, აგრეთვე უშუალოდ განმსაზღვრელი წარმართული საზოგადოების თვითშეგნებისა, იყო – წინაპრები, რომელთა არსშიც ღმერთმა ჩასახა ის სულიერი და მატერიალური ღირებულებები, რომელთაც ჩვენ ეროვნული საუნჯე ვუწოდეთ და რომელთაც ღმერთის დახმარებით მრავალი ოფლის, სისხლისა და ცრემლის დაქცევით მოიმუშაკეს ყოველივე ის, რასაც ამჯერად ჰფლობენ ცოცხლები.
ხოლო მესამე სტატიური ფუნდამენტალური ღირებულება, რომელიც შეუდგა საზოგადოებრივ თვითშეგნებას ერთ–ერთ ძირითად საყრდენად, იყო თავად ის ეროვნული საუნჯე, რომლის დაცვაც შეადგენს ადამიანის ცხოვრების აზრს.
იმის გამო, რომ ჩამოთვლილი სულიერი ღირებულებები თავისი მნიშვნელობით არიან წარმართული საზოგადოების თვითშეგნების პირველ–განმსაზღვრელნი, ჩვენ მათ ვუწოდებთ სუბსტანციურ ფუნდამენტალურ სულიერ ღირებულებებს.
ხოლო მეოთხე, მათგან წარმოებული, მაგრამ ასევე სუბსტანციური მნიშვნელობის სულიერი ღირებულება იყო მადლიერების გრძნობა წინაშე ღმერთისა და წინაშე წინაპრებისა, რომელთა მიზეზითაცა და რომელთა დამსახურებითაც არსებობდა ის ეროვნული საუნჯე, რომლის გამოც საზოგადოება არსებობდა და თავის თავს იცნობიერებდა.
ზნეობის, როგორც სუბსტანციური სულიერი ღირებულების განსაკუთრებული დანიშნულების შესახებ
ჩვენ იმიტომ ვუწოდეთ ზნეობას, ანუ ადამიანის მიერ ღმერთისა და წინაპართა სულების წინაშე თავისი წმინდა ვალდებულების განცდას, როგორც სუბსტანციური მნიშვნელობის ფუნდამენტალურ სულიერ ღირებულებას დინამიური, რომ იგი გახდა პირველ–საწყისობრივი მამოძრავებელი ძალა საზოგადოების სულიერი ენერგიის აღძვრისა და შემოქმედებით მდგომარეობაში მოყვანისა.
– ერთის მხრივ, მან დასვა კითხვა და გასცა პასუხი იმის შესახებ, თუ რატომ ცხოვრობს ადამიანი? თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა? თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოების სამართლებრივი და სოციალური მოწყობა? და, ამავე დროს, შესძლო აღეძრა მისი, საზოგადოების სულიერი ენერგია მის თვითშეგნებაში შექმნილი იდეალების ხორცშესხმისათვის.
ზნეობამ, როგორც ფუნდამენტალურმა სუბსტანციურმა სულიერმა ღირებულებამ, შესძლო:
– ერთის მხრივ, მიეცა საზოგადოებრივი თვითშეგნებისათვის ცხოვრების შინაარსის გააზრებაცა და, ამავე დროს, ჰქცეოდა კიდეც მას შესაბამისი სულიერი განწყობის ანუ სულისკვეთების წარმოქმნის წყაროდ.
– ხოლო, მეორეს მხრივ, როგორც შემდეგში ვნახავთ, ზნეობამ, როგორც ფუნდამენტალურმა სუბსტანციურმა სულიერმა ღირებულებამ, შეუქმნა საფუძველი საზოგადოებრივი თვითშეგნების გამოვლინების ისეთ ფორმებს, როგორიც არის საზოგადოების სამართლებრივი და სოციალური მოწყობანი.
მცნება „ეროვნული საუნჯის“ განსაზღვრისათვის
სამი სტატური ფუნდამენტალური სულიერი ღირებულებიდან „ღმერთი – წინაპრები – ეროვნული საუნჯე“, რომელზედაც იყო აგებული წარმართული საზოგადოების თვითშეგნება, ჩვენთვის მეტ–ნაკლები სიცხადით არის გასაგები, თუ რას გულისხმობდა წარმართი ადამიანი სიტყვა „ღმერთში“. აგრეთვე, გასაგებია, თუ რასა გულისხმობდა იგი სიტყვაში „წინაპრები“, მაგრამ მთლიად არ არის გასაგები, თუ რა იგულისხმება ტერმინში „ეროვნული საუნჯე“.
მით უმეტეს საინტერესოა ხსენებული ტერმინის ანალიზი, თუ, გავიხსენებთ, რომ, როგორც ჩვენ ვთქვით, გარკვეული გაგებით, უძველესი ქართული სუფრა წარმართული საზოგადოებისათვის იყო აკადემია, სადაც ისწავლებოდა ყოველივე ის, რაც საკმარისი და აუცილებელი იყო იმისთვის, რათა საზოგადოების ნებმისიმერი წევრი სრული გასაგებობით ზიარებოდა იმ ეროვნულ საუნჯეს, რომლის მიღება, მოვლა–პატრონობა და მომავალი თაობებისათვის გადაცემა წარმოადგენდა წმინდა ვალდებულებას საზოგადოების ნებისმიერი თაობის ნებისმიერი წარმომადგენელისათვის.
ამიტომ, იბადება კითხვა, – რაში მდგომარეობდა კონკრეტულად ის სიბრძნე, რომელიც შინაარსობრივად განსაზღვრავდა ეროვნულ საუნჯეს და რომელიც უყალიბებდა წარმართული საზოგადოების ყოველ ახალ და ახალ თაობებს ერთიან და უცვლელ თვითშეგნებას და რომლის დეკლამირებაც ხდებოდა როგორც უძველესი დიონისური ორგიის, ისე არა ნაკლებ უძველესი ქართული სუფრის ტრიბუნიდან?
ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ სტრუქტურულად აზრობრივი შენობა სიბრძნისა, რომელიც საფუძვლად დაედო საზოგადოების თვითშეგნებასა და რომლის დეკლამირებაც ხდებოდა როგორც დიონისური ორგიის, ისე უძველესი ქართული სუფრის ტრიბუნიდან, მდგომარეობდა შემდეგში:
1. ღმერთი – წინაპრები – ეროვნული საუნჯე.
2. ვალდებულების გრძნობა წარმართი ადამიანისა ღმერთისა და წინაპართა სულების წინაშე ეროვნული საუნჯის მიღებისა და მომავალი თაობებისათვის უკლებლივ გადაცემისა.
ანუ ღმერთმა, ყველაფრის შემომქმედმა, ჩვენს წინაპრებში ჩასახა ყოველივე ის, რასაც ჩვენ, ცოცხლები ახლა ეროვნულ საუნჯეს ვუწოდებთ, რამეთუ ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე მრავალი სისხლის, ოფლისა და ცრემლის ღვრის შედეგად მოიტანეს.
ანუ ადამიანი და, შესაბამისად, ადამიანთა საზოგადოება აღიარებს, რომ ყოველივე ის დოვლათი, რაც აბადია მას მემკვიდრეობით თავისი წინაპრებისაგან, იქნება ის დოვლათი მატერიალური თუ სულიერი შინაარსისა, და რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ „ეროვნული საუნჯე“, არის საფუძველი მისი თვითმყოფადი არსებობისა (სულიერი, ფიზიკური თუ სოციალური თვალსაზრისით).
ესე იგი, დიონისური, ანუ წარმართული კულტურის მიხედვით, ეს წმინდა ვალდებულება (მიიღოს ციმციმ ეროვნული საუნჯე თავისი წინაპრებისაგან და ასევე ციმციმ გადასცეს იგი მომავალ თაობებს), აღებული ადამიანის მიერ თავის თავზე, არის ის უდიდესი მისია, აღსასრულებელი მის მიერ ღმერთისა და წინაპრების წინაშე, რომელიც აზრს აძლევს მის ცხოვრებას.
პირობები, რომელთა საფუძველზეც არსებობს სიბრძნე, ანუ წარმოდგენა ეროვნული საუნჯის შესახებ
იმისათვის, რათა პასუხი გავცეთ კითხვაზე, თუ რაში მდგომრეობს არსი იმ ეროვნული საუნჯისა, რომლის შექმნისა და მისთვის გადმოცემის გამოც წარმართი ადამიანი არის მადლობელი ღმერთისა და წინაპრებისა, ამისათვის ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გავარკვიოთ ის, თუ რა არის ის არსი, რაც შეუქმნა ღმერთმა ადამიანს საერთოდ.
უპირველეს ყოვლისა, ღმერთმა მისცა ადამიანს შეგნება, რომელიც არსებობს მის ცნობიერებაში და რომლის მიხედვითაც ის გარკვეული სულიერი ღირებულებების, როგორც მასალის საშუალებით წარმოიდგენს სინამდვილეს იმ მრავალფეროვან გამოვლინებაში, რა მრავალფეროვან გამოვლინებაშიც მის გარშემო და მასში არსებობს სინამდვილე.
რა არის შეგნება და როგორ შევგიძლია წარმოვიდგინოთ ჩვენ იგი?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიტყოდით, რომ ადამიანის შეგნება არის სულიერი ღირებულებების საშუალებით ადამიანის მიერ თავის ცნობიერებაში შექმნა წარმოდგენისა სინამდვილის შესახებ.
ჩვენ შეგნებას დავყოფდით ორ კატეგორიად:
ზოგადად შეგნება, როგორც ადამიანის ცნობიერებაში წარმოდგენის არსებობა ზოგადად სინამდვილის შესახებ.
თვითშეგნება, როგორც წარმოდგენის არსებობა ადამიანის მიერ თავისი თავის შესახებ, რომელიც არსებობს კონკრეტულ გარემოში ანუ სინამდვილეში.
ჩვენ პირველ მათგანს ვუწოდებთ ზოგადად შეგნებას, რომლის საშუალებითაც მოცემული აქვს ადამიანს:
ა. წარმოდგენა ზოგადად სამყაროს შესახებ.
ბ. წარმოდგენა ზოგადად საზოგადოების შესახებ.
გ. წარმოდგენა ზოგადად თავად სინამდვილის შესახებ წარმოდგენების შესახებ, რომელიც მის ცნობიერებაში მოცემულია ენობრივი ქსოვილის საშუალებით.
ანუ, ზოგადად შეგნება არის სინამდვილის გაგების ის ზოგადი ფორმა, რომლის საშუალებითაც ადამიანი აღითქვამს და შეიქმნის თავის ცნობიერებაში გარკვეული ღირებულებების მიხედვით ზოგად წარმოდგენას როგორც შინაგანი ანუ სულიერი, ისე გარე ანუ ფიზიკური სინამდვილის შესახებ.
ხოლო შეგნების იმ ფორმას, რომლის დროსაც ადამიანის ცნობიერებაში მოცემულია წარმოდგენა თავისი თავის, როგორც კონკრეტული არსების შესახებ, რომელიც არსებობს კონკრეტულ სინამდვილეში, ჩვენ ვუწოდებთ თვითშეგნებას, რომელსაც ადამიანის თვითგანსაზღვრისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ესე იგი, თვითშეგნება – ეს არის წარმოდგენა თავისი თავის შესახებ ადამიანისა, რომელიც არსებობს გარე–სინამდვილეში.
გავაანალიზოთ, თუ რას ნიშნავს წინადადება „წარმოდგენის არსებობა თავისი თავის შესახებ ადამიანისა, რომელიც არსებობს გარე–სინამდვილეში?
უპირველეს ყოვლისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც ზოგადად შეგნების კონტექსტში არსებული წარმოდგენები ზოგადად სამყაროსა და ზოგადად ადამიანთა საზოგადოების შესახებ, ასე ვთქვათ, გადაინაცვლებენ და ხვდებიან თვითშეგნების კონტექსტში, ისინი, ანუ ეს წარმოდგენები განიცდიან გარკვეულ სახეცვლილებას, კერძოდ,
– თვითშეგნების კონტექსტში ზოგადად გარე სინამდვილე ადამიანისთვის წარმოდგება სწორედ იმ გარე სინამდვილედ, რომელშიც ის კონკრეტულად არსებობს, ანუ იმ სინამდვილედ, რომელშიც ის დაიბადა, გაიზარდა, ცხოვრობს და მოღვაწეობს მემკვიდრეობით, ანუ სამშობლოდ.
ასევე და მსგავსი ლოგიკიდან გამომდინარე თვითშეგნების კონტექსტში ზოგადად საზოგადოება ადამიანისთვის წარმოსდგება სწორედ იმ კონკრეტულ საზოგადოებად, რომელშიც დაიბადა, გაიზარდა და არსებობს იგი, და რომლის, როგორც მთელის ორგანულ ნაწილსაც ის მემკვიდრეობით წარმოადგენს, ანუ ზოგადად საზოგადოება მისთვის წარმოსდგება მის მშობლიურ საზოგადოებად ანუ მშობლიურ ერად.
რაც შეეხება ადამიანის შინაგან, ანუ სულიერ სინამდვილეს, ამგვარივე ლოგიკიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენა თავად ზოგადად წარმოდგენის შესახებ კონკრეტული ადამიანისათვის იღებს წარმოდგენის სწორედ იმ კონკრეტულ სახეს, რომელიც განსხეულებულია მისი მშობლიური ენის ქსოვილში და, აქედან გამომდინარე, რომელზედაც აგებულია მისი მშობლიური კულტურა ანუ სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა სისტემა.
ანუ თვითშეგნება არის კონკრეტული წარმოდგენა თავისი თავის შესახებ ადამიანისა, რომელიც არსებობს ასევე იმ კონკრეტულ გარემოში, რომელშიც ის დაიბადა, გაიზარდა, ცხოვრობს და მოღვაწეობს.
ანუ უფრო ზუსტად თუ განვსაზღვრავთ, თვითშეგნება არის ადამიანის მიერ კონკრეტული წარმოდგენა თავისი თავის შესახებ გამომდინარე იმ პირობებიდან, რომელშიც ის არსებობს:
ა) სამშობლო, ანუ მშობლიური მიწა,
ბ) მშობლიური საზოგადოება ანუ მშობლიური ერი,
გ) მშობლიური ენობრივი ქსოვილი, რომლის საშუალებითაც არის მისთვის ისტორიულად გაცნობიერებული მშობლიური სულიერი და მატერიალური სამყარო.
ესე იგი, როგორც გამოდის, იმისათვის, რათა ადამიანს, როგორც ფიზიკურ პირს, იმ წარმოდგენების მიხედვით, რომლებიც არსებობდნენ დიონისურ კულტურაში, შეეძინა თვითშეგნება, რომ ის არის ადამიანი, ღმერთმა უპირველესად მოუბოძა მას:
1. თავისი სამშობლო,
2. თავისი მშობლიური ერი,
3. თავისი მშობლიური ენა, რომლის საშუალებითაც არის მისთვის გაცნობიერებული მშობლიური სულიერი და მატერიალური სამყარო.
ესე იგი, ამ ჩამონათვალში სამივე პუნქტი არის პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, რომ ადამიანს ან საზოგადოებას ჰქონდეს თვითშეგნება, როგორც წარმოდგენა თავისი თავის შესახებ.
ესე იგი, დასკვნა:
1. ბუნებაში არსებობენ ობიექტური პირობები, აუცილებელნი საზოგადოებრივი თვითშეგნების არსებობისათვის და ესენი არიან სამშობლო, მშობელი ერი და მშობლიური ენობრივი ქსოვილი.
2. არსებობს თავად თვითშეგნება, რომელიც ადამიანის მიერ მის ცნობიერებაში თავისი თავის შესახებ წარმოდგენების არსებობის იდენტურია.
ზნეობა – საზოგადოებრივი თვითშეგნების შინაარსისა და გამოვლინების ფორმების ძირითადი საფუძველი.
იმისათვის, რათა მეტი სისრულით წარმოვიდგინოთ, თუ რა არის საზოგადოებრივი თვითშეგნების არსი, ამისათვის საჭიროა ერთმანეთისაგან განვასხვაოთ თვითშეგნების შინაგანი მდგომარეობა და თვითშეგნების გამოვლინების ფორმები.
შევეცადოთ ცალკ–ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანი.
როგორც უკვე ვთქვით, მეოთხე, წარმოებული ფუნდამენტალური სუბსტანციური სულიერი ღირებულება – ზნეობა – იყო წარმართული საზოგადოების თვითშეგნებაში ვალდებულების ის განცდა, რომელიც
– განაპირობებდა როგორც ღმერთისა და წინაპართა წინაშე თაყვანისცემის, ისე ეროვნული საუნჯის წინა თაობებისაგან მიღებისა და შემდგომი თაობებისათვის გადაცემის აუცილებლობას, საიდანაც წარმოსდგებოდა როგორც პიროვნული, ისე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, როგორც საფუძველი ზნეობრიობისა საერთოდ.
– იყო ის გარკვეული სულიერი წინამძღვარი, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებდა წარმართული საზოგადოების მიერ როგორც თავისი ცხოვრების წესის განსაზღვრას, ისე მის წარმართვასაც.
წინა თაობებისაგან ეროვნული საუნჯის (სამშობლო, მშობელი ერი, მშობლიური ენა, რომელშიც იყო განსხეულებული ეროვნული თვითშეგნება) მიღებისა და შემდგომი თაობისათვის მისი გადაცემის ვალდებულების განცდა იყო უპირველესი მოტივაცია იმისათვის, რათა ეროვნულ საზოგადოებას წარმართულ საზოგადოებაში რეალურად ემოქმედა. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზნეობრიობა იყო არა მხოლოდ წარმართული ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო წარმართული საზოგადოებრიობის ის ძირითადი პირველ–საწყისობრივი დინამიური სულიერი ღირებულება, რომელიც, ერთის მხრივ, აძლევდა შინაარსს, ხოლო მეორეს მხრივ, აღძრავდა მას თავისი მოღვაწეობისათვის.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი პირველ–საწყისობრივი დინამიური სულიერი ღირებულება, – ვალდებულების შეგნება – როგორც საყოველთაოსა და აუცილებელის მნიშვნელობის მქონე, იყო როგორც წარმართული საზოგადოების თითოეული წევრის, ისე მთელი წარმართული საზოგადოების თვითშეგნების განმსაზღვრელი ძირითადი მამოძრავებელი ორიენტირი.
ზნეობა არა მხოლოდ საზოგადოების თვითშეგნების შინაგანი სულიერი მდგომარეობის მახასიათებელია, არამედ იგი თავისი არსით არის საფუძველი საზოგადოებრივი თვითშეგნების ფორმალური გამოვლინებისა, ანუ ისეთი სახით გამოვლინებისა, როგორიც არის საზოგადოების სამართლებრივი მოწყობა და საზოგადოების სოციალური მოწყობა.
თვითშეგნების შინაგანი მდგომარეობის ორბუნებოვნების შესახებ
მას შემდეგ, რაც შემოვიტანეთ ჩვენ თვითშეგნების მცნების განსაზღვრებისას ზნეობის თემა, ჩვენ გარდა იმისა, რომ თვითშეგნებას მივეცით როლი ადამიანის ცხოვრების შინაარსობრივი გამცნობიერებელისა, აგრეთვე, ჩვენ დავტვირთეთ იგი გარკვეული სულიერი სწრაფვითაც, რომელიც მოწოდებულია როგორმე აღასრულოს მან თავისი მისია, ანუ შემოვიტანეთ ახალი თემა – თემა სულიერი მდგომარეობის შესახებ.
ეროვნული საუნჯის (სამშობლო, მშობელი ერი, ეროვნული თვითშეგნება) წინა თაობებისაგან მიღებისა და მომდევნო თაობებისათვის გადაცემის ვალდებულების შეგნება იყო წარმართული საზოგადოებისათვის ფუნდამენტალური მნიშვნელობის მქონე მოვლენა, რომელიც:
1. ერთის მხრივ, შინაარსობრივად განსაზღვრავდა ადამიანური და საზოგადოებრივი ცხოვრების საზრისს და ცალსახად პასუხობდა კითხვაზე – „თუ რატომ არსებობს ადამიანი“?
2. ხოლო, მეორეს მხრივ, განმსჭვალავდა მას – ადამიანსა და საზოგადოებას – შესაბამისი სულისკვეთებით, რაც განაპირობებდა საზოგადოების წევრისა თუ მთლიანად საზოგადოების სულიერ სამყაროში ისეთი განწყობებისა თუ ენერგეტიკული დინებების წარმოშობას, რომლებიც განაწყობდნენ როგორც საზოგადოების წევრს, ისე მთელ საზოგადოებას გარკვეული ვალდებულების გადახდისაკენ მიმართული მოღვაწეობისათვის.
ამგვარი გაგებით, ჩვენ თვითშეგნების განხილვა შეგვიძლია ორი თვალსაზრისით: შინაარსობრივი და სულიერი განმსჭვალულობის თვალსაზრისით. ანუ არის თვითშეგნების შინაარსობრივი შემადგენელი, არის თვითშეგნების სულიერი შემადგენელი.
ორივე შემადგენელი ერთნაირად მნიშვნელოვანია თვითშეგნების არსებობისათვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულიერი მდგომარეობა განსაზღვრავს თვითშეგნების შინაარსს, ხოლო თვითშეგნების შინაარსი განსაზღვრავს მის სულიერ მდგომარეობას.
თვითშეგნების შინაარსობრივი შემადგენელი შედგება შემდეგი სამი ფუნდამენტალური ღირებულებისაგან:
1. ღმერთი, რომელმაც შექმნა ეროვნული საუნპჯე.
2. წინაპრები, რომელთა არსშიც შექმნა ღმერთმა ეროვნული საუნჯე და რომელთაც იგი მრავალი ოფლის, სისხლისა და ცრემლის ღვრის შედეგად მოუტანეს არსებულ თაობას.
3. თავად ეროვნული საუნჯე, რომელსაც შეადგენს შემდეგი სულიერ–მატერიალური დოვლათი:
– სამშობლო;
– მშობლიური ერი;
– თვითშეგნება, რომელშიც სულიერი ღირებულებებისა და მშობლიური ენის ქსოვილის საშუალებით არის მოცემული მისთვის მშობლიური სულიერი და მატერიალური სამყარო.
– თვითშეგნების სულიერი შემადგენელის არსებობა დაკავშირებულია ადამიანის მიერ ეროვნული საუნჯის მოვლა–პატრონობისა და მომავალი თაობების ხელში გადაცემის მისიის აღსრულებასკენ სწრაფვასა და მის აღსრულებასთან.
სულიერი მოძრაობების განმაპირობებელი არსია სულისკვეთება, რომელიც სათავეს იღებს თვითშეგნების შინაარსობრივი შემადგენელის არსიდან, რომელიც მთლიანად განმსჭვალავს ადამიანისა თუ საზოგადოების სულიერ სამყაროს და რომელიც აღძრავს ადამიანსა თუ საზოგადოებას პიროვნულ–საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
შემდგომ თავებში ჩვენ დაწვრილებით შევეხებით ცალკე საზოგადოების თვითშეგნების შინაარსობრივ შემადგენელს, ხოლო შემდეგ საზოგადოების თვითშეგნების სულიერ შემადგენელს.
ენა – მთავარი წყარო ეროვნული თვითშეგნების დიფერენცირებული წარმოდგენისათვის
მაშ, ასე, ჩვენი მიზანია ამ თავში გავცეთ კითხვაზე პასუხი:
– რას წარმოადგენს შინაარსობრივად ეროვნული თვითშეგნება?
ეს იგივეა, რომ პასუხი გავცეთ კითხვაზე – შინაარსობრივად როგორ და რა კონკრეტული ფორმების გამოვლინებით არის შესაძლებელი, რომ ადამიანი ემსახუროს თავისი წმინდა ვალდებულების აღსრულებას – ანუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ადამიანი იყოს ზნეობრივი?
ამ, ჩვენის აზრით, ადამიანის ცხოვრების ყველაზე ფუნდამენტალური მნიშვნელობის მქონე კითხვაზე პასუხიც, რა თქმა უნდა, ასევე ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა, რამეთუ იგი არის როგორც ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების სტრუქტურული მოწყობის, ისე ამ სტრუქტურულ მოწყობაში ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრების წესისა და მისი ზნეობრივ–სამართლებრივი და სოციალური მოწყობის ნორმების განმსაზღვრელი.
ამ ფილოსოფიური საკითხის გამო კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არა ერთ ფილოსოფოსს უმტვრევია თავი, დაპირისპირებია სხვა ფილოსოფოსთა აზრებს, წარმოშობილან ერთმანეთთან შეურიგებლელი ფილოსოფიური მიმდინარეობანი და სკოლები, და, საერთოდ, არის ამის შესახებ ერთი გაწამაწია, მაგრამ, ჩემის აზრით, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამას დიდი კვლევა–ძიება არა სჭირდება, – იგი უბრალოდ დევს თავად იმ ენაში, რომლის საშუალებითაც ჩვენ ყოველდღე გვიწევს საუბარი. მთავარია ჩვენ ყურადღებით დავაკვირდეთ, თუ რას აღნიშნავენ ის სიტყვები, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რამეთუ მათში არის ჩაქსოვილი მთელი არსი საზოგადოების როგორც ზნეობრივი, ისე სამართლებრივი და სოციალური მოწყობისაც.
ამიტომ, მასალად საზოგადოების თვითშეგნების განხილვისათვის ჩვენ საანალიზოდ წარმოვადგენთ იმ სალაპარაკო ენას, რომელზედაც ჩვენ გვიწევს ყოფა–ცხოვრებაში ურთიერთობა.
მაგალითისათვის, განვიხილოთ ჩვენ, თუ რას ნიშნავს ზნეობრივ–სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით, რომ ფიზიკური პირი არსებობს, როგორც ადამიანი.
წინდაწინ ვიტყვით, ჩვენი პოზიცია ასეთია – არიან საზოგადოების წევრები ანუ ადამიანები, როგორც ფიზიკურად არსებული პირები, რომელნიც, ერთის მხრივ, თავიანთი ფიზიკური ერთობლიობით ქმნიან თავად საზოგადოებას, ხოლო, მეორეს მხრივ, თავიანთი ერთობლივი მოღვაწეობით ქმნიან საზოგადო ცხოვრების პროცესს.
ესე იგი, არის ფიზიკურად არსებული ადამიანი, მცხოვრები საზოგადოებაში, და არის მისია, რომლის აღსრულებაც განსაზღვრავს ამ საზოგადოების წევრის ანუ ადამიანის საზოგადოებაში მოღვაწეობის ფუნქციონალურ აზრს.
წარმოდგენილი პოზიციის დასადასტურებლად მაგალითისათვის ჩვენ განვიხილოთ მამაკაცის – მამრობითი სქესის ფიზიკური პირის შემთხვევა.
მამრობითი სქესის ადამიანი, ანუ მამაკაცი საზოგადოებაში შეუძლებელია, რომ არ იყოს როგორც შვილი თავისი მშობლებისა, როგორც შვილიშვილი თავისი პაპა–ბებიებისა, როგორც შთამომავალი თავისი წინაპრებისა, როგორც ძმა თავისი დედ–მამიშვილებისა, როგორც ქმარი თავისი მეუღლისა, როგორც მამა თავისი შვილებისა, როგორც პაპა თავისი შვილიშვილებისა, როგორც მეზობელი თავისი მეზობლისა, როგორც ნათესავი თავისი ნათესავისა, როგორც მეგობარი თავისი მეგობარისა, როგორც სტუმარი თავისი მასპინძელისა და როგორც მასპინძელი თავისი სტუმარისა და ა.შ.
განვავრცოთ ჩვენი მსჯელობა და ვთქვათ – თუ იგი არის შვილი თავისი მშობლებისა, მაშინ მან უნდა გასწიოს შვილობა, თუ იგი არის შვილიშვილი თავისი პაპა–ბებიებისა, მაშინ მან უნდა გასწიოს შვილიშვილობა მათ მიმართ. თუ იგი არის ძმა თავისი დედ–მამიშვილებისა, მაშინ მან უნდა გასწიოს ძმობა მათ მიმართ. თუ იგი არსებობს, როგორც ქმარი თავისი ცოლისა, მაშინ მან უნდა გასწიოს ქმრობა მის მიმართ. თუ იგი არსეობს, როგორც მამა თავისი შვილების მიმართ, მაშინ მან უნდა გასწიოს მამობა მათ მიმართ. თუ იგი არსებობს როგორც პაპა თავისი შვილიშვილების მიმართ, მაშინ მან უნდა გასწიოს პაპობა მათ მიმართ. თუ იგი არის ნათესავი თავისი ნათესავებისა, მაშინ მან უნდა გასწიოს თავისი ნათესაობა მათ მიმართ. თუ იგი არის მეზობელი თავისი მეზობელისა, მაშინ მან უნდა გასწიოს თავისი მეზობლობა მათ მიმართ და ასე შემდეგ.
„შვილობა“, „შვილიშვილობა“, „ძმობა“, „ქმრობა“, „მამობა“, „პაპობა“, „ნათესავობა“, „მეზობლობა“, „მეგობრობა“, „მასპინძლობა“ და ასე შემდეგ არის საზოგადოების შეგნებაში ზოგადად არსებული სულიერი ღირებულებები, რომელთა, როგორც სულიერ მისიათა აღსრულებაც წმინდა ვალია ყველა ადამიანისათვის, რომელიც კი აღმოჩნდება შვილის, შვილიშვილის, ძმის და ასე შემდეგ მდგომრეობაში.
გამოდის, რომ თუ არის კონკრეტული ფიზიკური პირი, მცხოვრები საზოგადოებაში, მაშინ მას აქვს თავის მიერ აღსასრულებელი კონკრეტული მისიაც.
ვიტყვით უფრო კატეგორიული ფორმითაც, – შეუძლებელია არსებობდეს კონკრეტული ფიზიკური პირი და არა ჰქონდეს მას კონკრეტული მისია დაკისრებული გასწიოს შვილობა, შვილიშვილობა, დედ–მამიშვილობა და ასე შემდეგ.
ესე იგი, საზოგადოებაში
1. არსებობს ადამიანი, როგორც ფიზიკური პირი,
და
2. არსებობს ადამიანის მისია, რომელიც არის საზოგადოებაში ადამიანის ფუნქციის განმსაზღვრელი.
კერძოთ, „შვილობის“ შემთხვევაში, არის ადამიანი, როგორც ფიზიკური პირი და, ამავე დროს, არის ადამიანი, როგორც შვილი. „შვილობა“ არის მისი მდგომარეობის განმსაზღვრელი თავისი მშობლების მიმართ და ერთდროულად გულისხმობს მისი თვითშეგნების გამოვლინების სამი ფორმის არსებობას –ზნეობრივს, სამართლებრივსა და სოციალურს.
მართლაც,ზნეობრივი თვალსაზრისით, იყოს ფიზიკური პირი შვილი, ნიშნავს, რომ მას ადევს წმინდა ვალდებულება, დაკისრებული ღმერთისაგან, აღასრულოს „შვილობა“ თავისი მშობლების მიმართ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით არის განმსაზღვრელი მისი ზნეობრივი სახისა.
სამართლებრივი თვალსაზრისით კონკრეტული ფიზიკური პირი იმყოფება გარკვეულ ვალდებულებით–უფლებრივ განზომილებაში თავისი მშობლების მიმართ, რაც საზოგადოებაში ყოველთვის არის ხოლმე ჩამოყალიბებული გარკვეულ სამართლებრივ–ნორმატულ გამოვლინებებში.
ხოლო როდესაც ვამბობთ, რომ ფიზიკური პირი არის შვილი, პირველ რიგში, იგულისხმება, რომ არსებობს ოჯახი, რამეთუ არავითარი სულიერი ღირებულება, ანუ მისია არ არსებობს, თუ არ არსებობს ოჯახი. ხოლო, მეორეს მხრივ, ფიზიკური პირი იყოს შვილი სოციალური თვალსაზრისით გულისხმობს მიმართებას, რომ ფიზიკური პირი, კონკრეტული სოციალური ერთეულის – ოჯახის წევრი, წარმოადგენს შვილს თავისი მშობლებისა. ანუ მას უკავია რაღაც გარკვეული სოციალური მდგომარეობა ოჯახში, რომლის განსაზღვრების ერთ–ერთი შემადგენელი არის მისი სტატუსი – შვილი თავისი მშობლებისა.
ასევე, არის იგი, როგორც ფიზიკური პირი, შვილიშვილი თავისი ბებია–პაპებისა, რაც გულისხმობს გარკვეულ ზნეობრივ–სამართლებრივი ანუ ვალდებულებით–უფლებრივი სახის დამოკიდებულებას თავის პაპა–ბებიების მიმართ, და ასე შემდეგ.
ანუ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებობს ფიზიკური პირი და არსებობს მისი თანდაყოლილი ანუ პირველ–საწყისობრივი მისია, რომელიც განსზღვრავს როგორც მის ვალდებულებას, ისე სოციალურ ადგილსა და საზოგადოებრივი ურთიერთობების სტატუსს საზოგადოებაში.
ადამიანობა, როგორც ფიზიკური პირის უმთავრესი მისია
იყოს კონკრეტული ფიზიკური პირი შვილი, შვილიშვილი, მამა, პაპა, და, ძმა და ასე შემდეგ, ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულმა პირმა გასწიოს შვილობა, შვილიშვილობა, მამობა, პაპობა, ძმობა, და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულმა ფიზიკურმა პირმა აღასრულოს თავისი უმთავრესი მისია, იყოს ადამიანი.
ესე იგი „ადამიანობა“ ისეთივე თვითნაბადი მისიაა, კონკრეტულად აღსასრულებელი ფიზიკური პირის მიერ, როგორც ამ მცნების „ადამიანურობის“ კონკრეტული გამოვლინების ფორმები – „შვილობა“, „შვილიშვილობა“, მამობა“ და ა.შ.
ანუ მცნება „ადამიანობა“ არის საზოგადოებრივ თვითშეგნებაში ობიექტურად არსებული კრებითი მნიშვნელობის ის სულიერი ღირებულება, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერებაში არსებული მენტალური შენობის ფუნდამენტურ ქვაკუთხედს, რაც თავის თავში გულისხმობს საზოგადოების მოწყობის ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური საფუძვლების არსებობას.
ესე იგი, რა მივიღეთ?
ერთის მხრივ, არსებობენ საზოგადოებაში მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საზოგადოებაში დროთა განმავლობაში თაობობის მიხედვით იცვლებიან, ხოლო, მეორეს მხრივ, არსებობენ საზოგადოების შემეცნებაში მზა, ობიექტურად არსებული მენტალური რეალობის სახის სოციალური და ზნეობრივ–სამართლებრივი მნიშვნელობის სულიერი ღირებულებები, რომელნიც თაობათა მონაცვლეობის პირობებში არიან მუდმივები და თავისი არსით გამოხატავენ საზოგადოების იმ სიბრძნეს, რომელიც ამ საზოგადოებას აძლევს როგორც თავისი ისტორიული ცხოვრების გააზრების საშუალებას, ასევე ამ გააზრებაში თვისი თავის ზნეობრივ–სამართლებრივი და სოციალური მოწყობის საფუძველს.
ოჯახი, როგორც ადამიანობის გამოვლინების ერთადერთი ფორმა
მაგრამ, აგრეთვე, უნდა ითქვას ისიც, რომ შეუძლებელია გაგებულ იქნას სულიერ ღირებულებათა – „მამობა“, „დედობა“, „პაპობა“, „ბებიობა“, „შვილიშვილობა“, როგორც ფიზიკური პირის მიერ აღსასრულებელ მისიათა შინაარსი, თუ არ არის ოჯახის მცნების გაგება.
ოჯახი არის საზოგადოების სოციალური მოწყობის პირველ–ერთეული, მხოლოდ და მხოლოდ რომლის არსებობის პირობებშიც იძენენ აზრს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი სულიერი ღირებულებები.
შეუძლებელია ფიზიკური პირი სწევდეს დედობის, მამობის, შვილობის, დედ–მამიშვილობის, პაპობის, ბებიობის და ასე შემდეგ მისიას და არ იგულისხმებოდეს, რომ ის მოღვაწეობს ოჯახში.
ერთის შეხედვით, ოჯახი, საზოგადოების მოწყობის პირველ–საწყისობრივი სოციალური ინსტიტუტი საერთოდ არ იარსებებდა, თუ არ იქნებოდნენ მისი შემადგენელი ოჯახის წევრები, მაგრამ, მეორეს მხრივ, ის ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ ოჯახის წევრებს, როგორც ამა თუ იმ მისიის (მამობის, დედობის, შვილობის და ა.შ.) მატარებლები, აზრს იძენენ მხოლოდ ოჯახის, როგორც საზოგადოების სოციალური მოწყობის პირველ–ერთეულის არსებობის შემთხვევაში.
ესე იგი, ყოველივე აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიზიკური პირის ფუნქცია აღასრულოს თავისი თანდაყოლილი უდიდესი მისია – მისია „ადამიანობისა“, – შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვაში, თუ არსებობს საზოგადოების სოციალური მოწყობის ისეთი ინსტიტუტი, როგორიც არის ოჯახი.
ანუ ადამიანურობა ოჯახიდან მოდის.
ანუ ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზნეობა (ანუ ადამიანის მიერ თავისი მისიის, ადამიანურობის აღსრულება) მოდის საზოგადოების სოციალური მოწყობიდან.
ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი არის კონსენსუალურ–პროცესუალური მთლიანობა, რომლის, როგორც პროცესის მონაწილე პირნიც, გამომდინარე იქიდან, რომ არიან ისინი ერთი ოჯახის წევრნი, როგორც თავისთავად, ისე ერთმანეთის მიმართ არიან გარკვეული ზნეობრივ–სამართლებრივი ურთიერთ–ვალდებულებების და სოციალური ურთიერთმიმართების მდგომარეობაში, რომლის მენტალურ საფუძვლებსაც წარმოადგენს თითოეული მათგანის მიერ აღსასრულებელი სულიერი მისია.
ამგვარი გაგებით, ოჯახი – ეს საზოგადოების ზნეობრივ–სამართლებრივი და სოციალური პირველ–მოწყობის ობიექტურად არსებული ერთეული, როგორც მცნება არის საზოგადოებრივი სულიერების ერთ–ერთი ფუნდამენტალური ღირებულებათაგანი.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი
ფიზიკური პირის მიერ ადამიანობის აღსრულების მისია თავის თავში გულისხმობს მის უზენაეს ვალდებულებას ღმერთისა და წინაპართა სულების წინაშე ღირსეულად მიიღოს წინა თაობებისაგან და ციმციმ გადასცეს მომავალ თაობებს ის ეროვნული საუნჯე, რომელიც მისთვის დაადგინა ღმერთმა და რომელიც მრავალი სისხლისა და ოფლის დაღვრის შედეგად მოიტანეს მანამდე მისმა წინაპრებმა.
სულიერ ღირებულებათა იმ სისტემას, რომლის საშუალებითაც ხდება გაცნობიერება საზოგადოების მიერ თავისი თავისა როგორც გარე, ისე შიგა სინამდვილესთან მიმართებაში, ჩვენ ვუწოდებთ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსს.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი არის ის ერთადერთი განსაზღვრებითი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც არის შესაძლებელი ადამიანთა საზოგადოების მიერ თავისი ცხოვრების საზრისის გაგება ზნეობრივი, სამართლებრივი თუ სოციალური თვალსაზრისით.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი არის არა რომელიმე ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების ისტორიული მონაპოვარი, რომელშიც ნებისმიერი ერთი კონკრეტული ადამიანი იღებს მონაწილეობას იმდენად, რამდენადაც იგი თავის მხრივ აღასრულებს თავის წმინდა ვალდებულებას – ადამიანურობის კონკრეტულ მისიას.
როგორც ზემოთ ვთქვით, ფიზიკური პირის მიერ ადამიანად ყოფნის მისიის მიღება ხდება ოჯახში, რამეთუ იქ იძენს იგი უპირველეს ფუნქციებს, იყოს მამა, დედა, შვილი, შვილიშვილი, ძმა, და, პაპა, ბებია და ა.შ.
მაგრამ ადამიანობის მისია არა მთავრდება ფიზიკური პირის მიერ ოჯახის არსებობაზე პასუხისმგებლობის აღებით, რამეთუ თავად მშობლიური საზოგადოება არ ამოიწურება მხოლოდ ერთი ოჯახის განყენებული არსებობით, არამედ იგი თავისი აღნაგობით შეგვიძლია განვიხილოთ რამოდენიმე საფეხურად:
კერძოდ,
1. წარმოადგენს იგი ოჯახთა სიმრავლეს, გაერთიანებულს ისეთ საზოგადოებრივ ერთეულში, როგორიც არის სოფელი (ქალაქი);
2. წარმოადგენს იგი სოფელთა (ან ქალაქთა) სიმრავლეს, გაერთიანებულს მხარეში;
3. წარმოადგენს იგი მხარეთა სიმრავლეს, გაერთიანებულს ისეთ საზოგადოებრივ ერთეულში, როგორიც არის ქვეყანა, (სამეფო, სახელმწიფო).
(აქ ჩვენ შეგნებულად ვაკეთებთ გარკვეულ დარღვევას, რამეთუ წარმართული საზოგადოების გვაროვნულ–თემობრივი მოწყობის გამომხატველი მცნებების – ოჯახი–გვარი–თემი–ხევი – მაგივრად ვხმარობთ საზოგადოებრივი მოწყობის უფრო თანამედროვე ფორმების გამომხატველ მცნებებს – ოჯახი–სოფელი–მხარე–ქვეყანა, რათა ზოგადად საზოგადოების შესახებ ჩვენი აქ განვითარებული მსჯელობა მაქსიმალურად დავუახლოვოთ თანამედროვე ადამიანისათვის გასაგებ წარმოდგენებს).
ანუ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საზოგადოების წევრის თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის გარკვეულ საფეხურებრივ კლასიფიკაციასთან, კერძოდ:
არსებობს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის საოჯახო საფეხური, რაც გულისხმობს იმას, რომ საზოგადოების წევრი ვალდებულია პასუხი აგოს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის იმ შემადგენელის არსებობაზე, რაც ოჯახის სინამდვილიდან გამოდის.
ოჯახის არსებობა გულისხმობს ოჯახის მრავალი წევრის ერთობლივი თანაარსებობის პრეცენდენტის არსებობას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ოჯახში ერთობლივი, კოლექტიური აზროვნებისა და ცხოვრების წესის კოორდინირების გარკვეული უნარის არსებობას, რომელზე პასუხისმგებლობაც პიროვნულია და იგი წარმართულ საზოგადოებაში ეკისრება ოჯახის უფროსს.
ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი წარმართულ საზოგადოებაში არსებულ მორჩილების ინსტიტუტზე, რომელიც მდგომარეობდა დედაკაცის მიერ მამაკაცის წინაშე და უმცროსის მიერ უფროსის წინაშე უსიტყვო მორჩილებას, და აქედან გამომდინარე, თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მამაკაცის პასუხისმგებლობას დედაკაცის წინაშე და უფროსის პასუხისმგებლობას უმცროსის წინაშე.
წარმართულ საზოგადოებაში არსებულ ოჯახში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა ოჯახის უფროსი – მამაკაცი, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოჯახის წევრთა მიერ განხილვას და გადასინჯვას არანაირად არ ექვემდებარებოდა.
ესე იგი ოჯახის დონეზე ოჯახის მოვლა–პატრონობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იყო პიროვნული პრეროგატივა და მისი აღსრულება უშუალოდ ოჯახის უფროსს ეკისრებოდა.
მაგრამ საზოგადოების არსებობა ერთი ოჯახის განყენებული არსებობით არ ამოიწურება, ამიტომ არსებობდა საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის სასოფლო საფეხური, რაც გულისხმობდა იმას, რომ წარმართული საზოგადოების ნებისმიერი წევრი ვალდებული იყო პასუხი ეგო საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის იმ შემადგენელის არსებობაზე, რაც სოფლის სინამდვილიდან გამოდიოდა.
თავისთავად საზოგადოების ერთ სოფელში ცხოვრება გულისხმობს მრავალ ოჯახთა ერთობლივი თანაარსებობის პრეცენდენტის არსებობას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სოფელში ერთობლივი, კოლექტიური აზროვნების და ცხოვრების წესის კოორდინირების უნარის არსებობას.
თუ ოჯახის არსებობისათვსი დამახასიათებელია სულიერი ღირებულებანი – შვილი, შვილიშვილი, დედა, მამა, პაპა, ბებია, და–ძმა, ცოლ–ქმარი, სოფელში მრავალ ოჯახთა ერთობლივი თანაარსებობის შესაბამისი სულიერი ღირებულებანი უკვე განსხვავებული შინაარსისანი არიან.
კერძოდ, მეზობელი, რომელიც გვერდით მცხოვრებს გულისხმობს. სტუმარი, რომელიც ოჯახში მომსვლელს გულისხმობს, მასპინძელი, რომელიც ოჯახში დამხვედრს გულისხმობს.
სოფლის (ქალაქის) მოვლა–პატრონობა ნიშნავდა მის მაცხოვრებელთა მიერ ამ მოვლა–პატრონობის თავის თავზე ერთობლივად აღებას. ერთობლივი მოვლა–პატრონობის ერთადერთი შესაძლო ორგანო იყო სოფლის საბჭო, რომელიც წარმოადგენდა სოფელში ნებისმიერი ოჯახის ინტერესების გამოხატულების ადგილს. წარმართულ საზოგადოებაში საზოგადოების არც ერთ რომელიმე კონკრეტულ წევრს არა ჰქონდა სოფლის შესახებ რაიმე გადაწყვეტილების მიღების პიროვნული უფლება, რამეთუ ამგვარ უფლებას ფლობდა მხოლოდ და მხოლოდ უხუცესთა საბჭო, რომელიც შედგებოდა იმ ოჯახის უფროსებისაგან, რომლებიც თავიანთი სიმრავლით შეადგენდნენ სოფელს. იყო უხუცესთა საბჭო, სადაც ამა თუ იმ საკამათო საკითხებს წყვეტდნენ სოფლის უხუცესები, რომელთა აზრიც მორჩილების კანონიდან გამომდინარე იყო ყოველგვარი კონკურენციისა და ალტერნატივის გარეშე, და იყო აგრეთვე სოფლის საერთო ყრილობა, სადაც საყოველთაო ხმის მიცემით სოფლის მოსახლებობის მიერ წყდებოდა სოფლის ბედი რაიმე დიდ, სოფლის მასშტაბით გლობალურ მოვლენასთან დაკავშირებით.
საზოგადოების თითოეული წევრის მიერ სოფლის მოვლა–პატრონობაზე სოფლის საბჭოს საშუალებით პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება შეადგენდა საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის იმ აუცილებელ სასოფლო საფეხურს, რომლის გარეშეც მისთვის ღმერთის მიერ დადგენილი მისია – ადამიანად ყოფნობა – იყო ყოვლად წარმოუდგენელი.
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მთელი საზოგადოებისთვის იყო საყოველთაოსა და აუცილებელის მნიშვნელობის მქონე და იგი მისი ნებისმიერი წევრის მიერ არა თუ გადასინჯვას არ ექვემდებარებოდა, არამედ, პირიქით, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ითვლებოდა საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიერ თავისი პიროვნული ღირების საქმედ.
ესე იგი, იყო სოფლის საზოგადოება და იყო მისი ცხოვრების მარეგულირებელი და მაკოორდინირებელი სოფლის საბჭო, რომელიც მთლიანად გამოხატავდა საზოგადოების აზრს და რომლის გადაწყვეტილებაც თავისი მნიშვნელობით წმინდათწმინდა იყო სოფლის საზოგადოების თითოეული წევრისათვის.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის სამხარეო საფეხური
მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, სოფელთა სიმრავლე ტერიტორიული ნიშნის მიხედვით შეადგენდა მხარეს. ეს ნიშნავს მხარის ფარგლებში მრავალ სოფელთა ერთობლივი თანაარსებობის პრეცენდენტის არსებობას, რაც, ასევე გულისხმობდა მხარეში ერთობლივი, კოლექტიური აზროვნების და ცხოვრების წესის კოორდინირების უნარის არსებობის.
ისევე, როგორც სოფლის პირობებში, ამ შემთხვევაშიც მხარის ბედს წყვეტდა სამხარეო (ანუ თემთა) საბჭო, რომელიც იკრიბებოდა იმ ყველა აუცილებელ შემთხვევაში, რომლის დროსაც აუცილებელი იყო მხარის შესახებ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.
სამხარეო საბჭო (მაგალითისათვის, ფშავის თორმეტი თემის ხევისბერები) წყვეტდა, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო სამხარეო საზოგადოებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
სამხარეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისი მნიშვნელობით საყოველთაოსა და აუცილებელის მნიშვნელობის მქონე იყო მხარეში შემავალი საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის.
ფიზიკური პირი იყოს ადამიანი, ნიშნავს იმსა, რომ პასუხი აგოს მან საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის იმ შემადგენელის არსებობაზე, რომელიც მშობლიური მხარის სინამდვილიდან გამოდის.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის საქვეყნო საფეხური
ასევე იყო ქვეყნის არსებობის შემთხვავაშიც, რაც ნიშნავდა ქვეყნის ფარგლებში მრავალ მხარეთა ერთობლივი თანაარსებობის პრეცენდენტის არსებობას, რაც, ასევე გულისხმობდა ქვეყანაში ერთობლივი, კოლექტიური აზროვნების და ცხოვრების წესის კოორდინირების უნარის არსებობას.
შესაბამისად, პასუხისმგებლობა ქვეყანაში ერთობლივი, კოლექტიური აზროვნებისა და საზოგადოების ცხოვრების წესის კოორდინირების უნარზე ეკისრებოდა თითოეულ ადამიანს, რაც მის მიერ შესაბამის დონეზე საზოგადოების თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის არსებობის ტოლფასი იყო.
მხოლოდ საქვეყნო საბჭოს ძალუძდა ამ საქვეყნო ცხოვრების საერთო კოორდინირების გაწევა.
ოჯახი იყო საზოგადოებრივ ურთიერთობათა ის პირველ–საწყისობრივი საზოგადოებრივი ერთეული, რომლის არსებობის პირობებშიც იძენდა აზრს ყველა ის ადამიანური მისია, რომელიც კი შეიძლება ჰქონოდა ადამიანს ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.
სოფელი იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ის ბუნებრივი ერთეული, რომლის არსებობის პირობებშიც იძენდა აზრს ყველა ის ადამიანური მისია, რომელიც შეიძლებოდა ჰქონოდა ადამიანს, თავისი ოჯახის წარმომადგენელს, სოფელში სხვა ოჯახებთან ერთობლივი თანაცხოვრების პირობებში.
მხარე იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ის ბუნებრივი წარმონაქმნი, რომლის არსებობის პირობებშიც იძენდა აზრს ყველა ის ადამიანური მისია, რომელიც შეიძლება ჰქონოდა ადამიანს, პასუხსმგებელს მხარის მოვლა–პატრონობაზე.
ქვეყანა იყო ეროვნული საზოგადოების საზოგადოებრივი ცხოვრების ის ბუნებრივი წარმონაქმნი, რომლის, როგორც ოჯახთა, სოფელთა (ქალაქთა) და მხარეთა ერთობლივი თანაცხოვრების პრეცენდენტის არსებობის პირობებშიც იძენდა აზრს ყველა ის ადამიანური მისია, რომელიც დაკისრებული ჰქონდა ეროვნული საზოგადოების ნებისმიერ წევრს.
ესე იგი, საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი თავის თავში გულისხმობს რამოდენიმე საფეხური არსებობას:
პირველი საოჯახო საფეხური, – ოჯახში ოჯახის წევრთა ერთობლივი თანაცხოვრების საფეხური.
მეორე სასოფლო საფეხური, – სოფელში ან ქალაქში ოჯახთა ერთობლივი თანაცხოვრების საფეხური;
მესამე, სამხარეო საფეხური – მხარეში სოფელთა და ქალაქთა ერთობლივი თანაცხოვრების საფეხური,
და მეოთხე, საქვეყნო საფეხური – ქვეყანაში მხარეთა ერთობლივი თანაცხოვრების საფეხურით.
მხოლოდ და მხოლოდ ოთხივე საფეხურის ერთობლივი არსებობის პირობებში იღებს საზოგადოების ნებისმიერი წევრის თვითშეგნებაში მის მიერ აღსასრულებელ მისიათა ერთობლიობა თვითშეგნების იმ საერთო სულიერ–ღირებულებით ფორმას, რომლით დაცულობის შემთხვევაშიც ეროვნულ საზოგადოებას ძალუძს მოიპოვოს თავისი საერთო მოღვაწეობის ფუნდამენტალური სულიერი სისტემური ორიენტირი და შეიძლოს თაობათა და ისტორიულ ეპოქათა მუდმივი მონაცვლეობის პირობებში შეინარჩუნოს თავისი თავი.
ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, – როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნული საზოგადოების არსებობაზე, ჩვენ აპრიორი ვგულისხმობთ, რომ, ერთის მხრივ, არსებობს თავად ეროვნული საზოგადოება, როგორც ობიექტურად არსებული ფიზიკური რეალობა, ხოლო, მეორეს მხრივ, არსებობს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, როგორც საზოგადოების შემეცნებაში დამოუკიდებლად არსებული, ასევე, ობიექტური ხასიათის სულიერი რეალობა, რომელიც აძლევს ეროვნულ საზოგადოებას თავისი სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოწობის საშუალებას როგორც ზნეობრივი, ისე სოციალური და სამართლებრივი თვალსაზრისით.
უფრო მეტიც, ეროვნული საზოგადოება, როგორც ფიზიკური რეალობა, შეუძლებელია არსებობდეს როგორც თავის სოციალურ, ისე მისთვის დამახასიათებელ სხვა ფორმალურ–ფუნქციონალურ გამოვლინებებში, თუ მის სულიერებას საფუძვლად არ უდევს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, რომლის გარეშეც ზედმეტი იქნებოდა ამ საზოგადოების როგორც სტრუქტურულ, ისე შინაარსობრივ მოწყობაზე ლაპარაკი და მსჯელობა.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი არის მარადი კატეგორია, ხოლო ეროვნული საზოგადოება, როგორც ფიზიკური რეალობა, თაობათა მონაცვლეობის პირობებში მუდმივად კვლავ–განახლებადი არსია.
თუ არსებობს ეროვნული საზოგადოების საქვეყნო მთლიანობას მორგებული საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აქვს ეროვნულ საზოგადოებას შესაძლებლობა, რათა არსებობდეს იგი, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზაცია.
საზოგადოებრივი თვითშეგნების ეროვნულ–ღირებულებითი არსის რღვევის შემთხვევაში შეუძლებელია ადგილი ჰქონდეს როგორც დროში, ისე სივრცეში ეროვნული საზოგადოების, გინდაც, მის მიერ წარმოქმნილი სახელმწიფოს შემდგომ არსებობას, რის გამოც იგი ყოველთვის განიცდის ასიმილირებას.
თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი – სახელმწიფოებრივი მოწყობისა და ეროვნული თვითშეგნების სრულფასოვანი საფუძველი
თუ ჩვენ დავაკვირდებით მიღებულ სურათს, მაშინ მივხვდებით, რომ ეროვნული საზოგადოება, სრულფასოვნად მოწყობილი საქვეყნო სულიერ–ღირებულებითი ბადის მიხედვით, თავისი აღნაგობის პრინციპების მიხედვით ძალიან ემსგავსება რუსული მატრიოშკის აღნაგობის პრინციპს, – „უფრო პატარა უფრო დიდში და ასე შემდეგ“ პრინციპის მიხედვით.
კერძოდ, ქვეყანა არის ის აუცილებელი და საკმარისი გარემო, რომელშიც არის მხარის არსებობა შესაძლებელი.
მხარე არის ის აუცილებელი და საკმარისი გარემო, რომელშიც არის სოფლის (ქალაქის) არსებობა შესაძლებელი.
სოფელი (ქალაქი) არის ის აუცილებელი და საკმარისი გარემო, რომელშიც არის ოჯახის არსებობა შესაძლებელი.
ხოლო ოჯახი არის აუცილებელი და საკმარისი გარემო, რომლის პირობებშიც საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა აღასრულოს თავისი უპირველესი და უმთავრესი მისია – იყოს ადამიანი.
ამიტომ, საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიერ ქვეყნის მოვლა–პატრონობა თავისთავად მის მიერ მხარის მოვლა–პატრონობას გულისხმობს, მხარის მოვლა–პატრონობა სოფლის (ქალაქის) მოვლა–პატრონობას გულისხმობს, ხოლო სოფლის (ქალაქის) მოვლა–პატრონობა მისი შემადგენელი თითოეული ოჯახის მოვლა–პატრონობას გულისხმობს.
თუ უკუსვლით განვავრცობთ ჩვენს მსჯელობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოების თითოეული წევრის მიერ ქვეყნის მოვლა–პატრონობა თვისი მხარის, სოფლის, ოჯახისა და თავისი თავის მოვლა–პატრონობის ტოლფასია, და პირიქით, საზოგადოების წევრის მიერ თავისი ოჯახისა და თავისი თავის მოვლა–პატრონობა სოფლის (ქალაქის), მხარისა და ქვეყნის მოვლა–პატრონობის ტოლფასია.
ხოლო ქვეყანა არის ის ზღვრული არე, სადაც მთავრდება საზოგადოების წევრის მსახურების ვალდებულება ღმერთისა და წინაპართა სულიების წინაშე.
ქვეყანა არის ის ზღვრული არე, რომლითაც ისაზღვრება საზოგადოების წევრის პრეტენზია თავისი ღირსების არსებობის შესახებ.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი
წარმოდგენილ სულიერ ღირებულებათა სისტემას, რომელზეც, როგორც ვხედავთ, როგორც კარკასზე, არის ხორცშესხმული ტანი საზოგადოებისა, რომლის გარეშეც დაიშლებოდა საზოგადოება, როგორც ერთი მთლიანობა, ჩვენ ვუწოდებთ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსს.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი არის არა რომელიმე ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების ისტორიული მონაპოვარი, რომელშიც ნებისმიერი ერთი კონკრეტული ადამიანი იღებს მონაწილეობას იმდენად, რამდენადაც იგი თავის მხრივ აღასრულებს თავის წმინდა ვალდებულებას – ადამიანურობის კონკრეტულ მისიას გამომდინარე ისევ და ისევ სწორედ საზოგადოებრივი თვითშეგნებიდან.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი წარმოადგენს საზოგადოების სულიერი ცხოვრების, შეიძლება ითქვას, კარკასს, ან ბადეს, რომელზედაც არის აგებული ან განფენილი საზოგადოების ერთიანი სულიერი და სოციალური ორგანიზმი.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ ღირებულებათა ეს ბადე ან კარკასი არის ის კულტურული ხერხემალი, რომელიც არის ერთადერთი საფუძველი ეროვნული საზოგადოების სიმტკიცისა. სანამ საზოგადოების ცნობიერებაში არსებობს საზოგადოებრივი თვითშეგნების ხსენებული სულიერ–ღირებულებითი არსი, როგორც არსებობის ორიენტირი, მანამდე არსებობს ეროვნული საზოგადოებაც. როგორც კი ადამიანი თავისი ცნობიერებიდან ამოიშლის თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსს, როგორც თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ერთადერთ ორიენტირს, მაშინვე იწყება საზოგადოებრივი ორგანიზმის შინაგანი დაშლა.
ზნეობრივად ამაღლებულ მდგომარეობაშია ანუ თავისი მისიის აღსრულების პროცესშია ის საზოგადოება, რომლის ფიზიკური აღნაგობაც ხორცშესხმულია საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით კარკასზე.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი არის ერთადერთი საფუძველი საზოგადოების მიერ თავისი თავის მოვლა–პატრონობის უნარისა.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი გულისხმობს თავის თავში პიროვნულ–საოჯახო–სასოფლო–სამხარეო–საქვეყნო დონეთა ერთ მთლიანობაში არსებობას და არ ექვემდებარება დაქუცმაცებულობას. როდესაც ლაპარაკია საზოგადოების ნებისმიერი წევრის თვითშეგნებაზე, იგულისხმება საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის პიროვნულ თვითშეგნებაში სრული გამოვლინება.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი არის საფუძველი როგორც საზოგადოების სახელმწიფოებრივი ფორმით არსებობისა, ისე ამ სახელმწიფოში საზოგადოების ნებისმიერი წევრის სულიერი და საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობისა.
საზოგადოებრივი თვითშეგნების მენტალური გამოვლინების ფორმები
ახლა ჩვენ ვისარგებლოთ წარმოდგენილი სურათით და განვიხილოთ საზოგადოებრივი თვითშეგნების გამოვლინების ფორმები ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით.
ჩვენ უკვე ავღნიშნეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, – ნებისმიერი ერთი და იგივე სულიერი ღირებულება, განმსაზღვრელი ფიზიკური პირის მისიისა, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ზნეობრივი, ისე სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით.
მაგალითისათვის, სულიერი ღირებულება „შვილობა“ ერთი და იმავე დროს შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ზნეობრივი კატეგორია იმდენად, რამდენადაც იგი წარმოადგენს მისიას, რომლის წმინდად აღსრულების ვალდებულებაც აქვს ღმერთისაგან დაკისრებული საზოგადოების წევრს.
სოციალური თვალსაზრისით სულიერ ღირებულება „შვილობას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ არსებობს საზოგადოების სოციალური მოწყობის ისეთი პირველადი ერთეული, როგორიც არის ოჯახი, ოჯახის არსებობა კი გამორიცხულია ქვეყნის არსებობის გარეშე, რამეთუ ოჯახი არ არსებობს, თუ არ არსებობს სოფელი, სოფელი არ არსებობს, თუ არ არსებობს მხარე, მხარე არ არსებობს, თუ არ არსებობს ქვეყანა, ანუ სახელმწიფო. ე.ი. თუ არ არსებობს ქვეყნის სოციალური მოწყობა თავის სრულფასოვან გამოვლინებაში.
სამართლებრივი თვალსაზრისით, იგივე სულიერი ღირებულება „შვილობა“ გულისხმობს მშობლების მიმართ შვილის დამოკიდებულების სამართლებრივი თვალსაზრისით ნორმატულ (ანუ უფლებრივ–მოვალეობრივ) მოწყობას, რაც არის როგორც ოჯახში, ისე მთელს ქვეყანაში საერთო საზოგადოებრივ ურთიერთობათა ნორმატული მოწყობის შემადგენელი ნაწილი.
შეუძლებელია სულიერი ღირებულება „შვილობის“ განხილვა საზოგადოებრივი თვითშეგნების ამ სამი გამოვლინებიდან ფორმიდან ნებისმიერი ერთის გარეშეც კი და იგი გულისხმობს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის სრულიად არსებობას.
აქედან ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა:
– შეუძლებელია არსებობა ცალკე რომელიმე ერთი სულიერი ღირებულებისა, თუ იქვე არ იგულისხმება საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი თავის სრულფასოვან გამოვლინებაში.
ანუ თუ არსებობს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, მაშინ არსებობს საზოგადოების მოწყობაც ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით. თუ არ არსებობს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, მაშინ არ არსებობს საზოგადოების არც ზნეობრივი, არც სამართლებრივი და არც სოციალური თვითმოწყობის საფუძველიც. და მაშინ არ არსებობს თავად საზოგადოებაც, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი არის საზოგადოების ცნობიერებაში საერთო სისტემის ფორმით ობიექტურად არსებული მენტალური რეალობა, რომელიც წარმოადგენს ადამიანისა და საზოგადოებისათვის მისი ფუნქციონირების ზნეობრივ, სამართლებრივ და სოციალურ ორიენტირს.
არ არსებობს არც ერთი სფერო ადამიანის ცხოვრებისეული მოღვაწეობისა, რომელსაც არ მოიცავდეს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი.
ამიტომაც არის, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესში სულიერი ღირებულებანი ადამიანს ხვდებიან ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. ისინი, როგორც ცენზორები, ჩასაფრებულნი არიან ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნებისმიერ სფეროში მოღვაწეობისას და როგორ მკაცრი მსაჯულები, უწევენ კონტროლს ადამიანის საქციელს.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიკვეთების განსაზღვრებისათვის
წინა თავში ჩვენ ვისაუბრეთ საზოგადოებრივი თვითშეგნების შინაარსობრივი შემადგენელის შესახებ, რამაც, ვფიქრობ, ასე თუ ისე, გასაგები გახადა ჩვენი დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ საზოგადოებრივი თვითშეგნების შინაარსობრივი შემადგენელი იყოს წარმოდგენილი. (რაც, როგორც აღვნიშნეთ, მდგომარეობს ფიზიკური პირის მიერ თავისი მისიის – ადამიანად ყოფნობის – აღსრულებაში).
მაგრამ, სრულებით სხვა მოვლენაა ის, თუ რა უდევს საფუძვლად ადამიანის სულიერ სწრაფვას აღასრულოს თავისი მისია – მიიღოს და გადასცეს მომავალ თაობებს ეს ეროვნული მონაპოვარი. მცნება, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ აღნიშნული მოვლენა, არის „სულისკვეთება“.
ამიტომ, ვფიქრობთ, დადგა დრო ვისაუბროთ საზოგადოებრივი თვითშეგნების იმ სულისკვეთების შესახებ, რომელიც აღძრავს ადამიანის სულიერ ენერგიას ამ თავისი უმთავრესი მისიის – ადამიანად ყოფნობის – აღსრულებისათვის.
როგორც ვხედავთ, სულისკვეთება ასევე სათავეს იღებს ადამიანის თვითშეგნების შინაარსიდან ღმერთისა და წინაპრების წინაშე თავისი თავის ვალდებულების შესახებ, მაგრამ იგი თავად არ არის შინაარსობრივი გაგება მდგომარეობისა, არამედ იგი არის თვისობრივი მახასიათებელი ადამიანის შინაგანი ანუ სულიერი მდგომარეობისა.
საზოგადოების წევრისა თუ მთლიანად საზოგადოების თვითშეგნების სულისკვეთება განსაზღვრავს საზოგადოების წევრისა თუ მთლიანად საზოგადოების სულიერ მდგომარეობას, რომელიც არსებობს მასში, საზოგადოების წევრსა თუ მთლიანად საზოგადოებაში, როგორც პირველ–საწყისობრივი მოტივაცია საზოგადოების წევრისა თუ მთლიანად საზოგადოების შეგნებული სულიერი ანუ კულტურული მოღვაწეობისათვის.
სულისკვეთება, წარმოშობილი თვითშეგნების წიაღში და დაფუძნებული ვალდებულების გრძნობას, არის საფუძველი, რათა პიროვნებისა თუ საზოგადოების შინაგან სამყაროში აღიძრას გარკვეული სულიერი მოძრაობა (სულიერი აღგზნებულობის განცდა, ანუ პათოსი) იმ მიზნით, რომ მიღწეული იქნას გარკვეული სულიერი მდგომარეობა (მისი დამამშვიდებელი გადაწყვეტა, ანუ კათარზისი), რომლისკენაც მიიღწვის ეს პიროვნება თუ საზოგადოება.
წარმართული საზოგადოების შემთხვევაში ჩვენ მხედველობაში გვაქვს პათოსი და კათარზისი, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი ამ ნაშრომის პირველ ნაწილში დიონისური ორგიის განხილვისას.
ჩვენ კვლავ მოვიხმობდით ციტატას ივანოვის ცნობილი ნაშრომიდან: «ენთუზიასტური გატაცებით მსახურების ფსიქოლოგიაში ძველი დროიდანვე განასხვავებდნენ ორ მომენტს – სულიერი აღგზნებულობის განცდასა და მის დამამშვიდებელ გადაწყვეტას. ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით პირველი მათგანი აღინიშნებოდა სიტყვით «პათოსი» (გატაცებულ მდგომარეობაში ყოფნა ვ.კ.), მეორე – სიტყვა «კათარზისი» (განწმენდა ვ.კ.).» გვ. 208.
ჩვენ აქ წარმოგვიდგება პათოსი, როგორც ადამიანის შინაგანი სამყაროს სულიერი აღგზნებულობის განცდა, ხოლო კათარზისი, როგორც ამ აღგზნებულობის განცდის დამამშვიდებელი გადაწყვეტა, ანუ სულიერი განწმენდა.
აგრეთვე, ციტატა: – „«პათოსი» და «კათარზისი» განუყოფელია. კათარზისი პათოსის ფინალია, და ერთობლიობაში კათარზისი არის კრიტერიუმი «პათოსის» სისწორისა და ნამდვილობისა“. გვ. 209
ესე იგი, ენთუზიასტურ მსახურებით ფსიქოლოგიაში პათოსი, როგორც სულიერი აღგზნებულობის განცდა, რომელიც არის წარმოშობილი ადამიანის განცდიდან, რომ აქვს მას წმინდა ვალდებულება ღმერთის წინაშე აღასრულოს თავისი მისია, თუ არა მთავრდება ადამიანის სულიერი მდგომარეობით, რომელიც შეესაბამება ადამიანის აბსოლუტურ მზადყოფნას ამ მისიის აღსრულებისა, ანუ სულიერი განწმენდილობისათვის (კათარზისი), მაშინ სულიერი აღგზნებულობის განცდის არსებობას აზრი არა აქვს.
ესე იგი, ჩვენს განვრცობაში შემოდის ახალი მცნება „სულიერი აღგზნებულობა“ ანუ სულიერი მოძრაობა, სწრაფვა და „სულიერი განწმენდა“ ანუ სულიერი მდგომარეობა, რაც არის სინონიმი სულიერი ამაღლებისა.
სულის განწმენდილი ანუ ამაღლებული მდგომარეობა, რომელიც გამოხატავს ადამიანის აბსოლუტურ მზადყოფნას თავისი მისიის აღსრულებისათვის, არის ის მდგომარეობა, რომლისკენაც მიისწრაფვის პიროვნება სულიერი აღგზნებულობის განცდის გზით.
კვლავ მოვიტანოთ ციტატა ივანოვის ნაშრომიდან:
«რა მიზანი და აზრი აქვს დიონისის ორგიებს? – წერს ერთი პატივსაცემი რუსი მკვლევარი (ი.ა.კულაკოვსკი, «სიკვდილი და უკვდავება ძველი ბერძნების წარმოდგენებში» ვ.კ.) პასუხს იძლევა მათი საბოლოო რეზულტატი. ის იყო ექსტაზი. ამ სიტყვის უძველესი აზრი, როგორც ამას განმარტავდნენ თვით ძველები, არის გამონთავისუფლება სხეულიდან. ექიმი გალენი განსაზღვრავს ექსტაზს, როგორც olidochronios mania (ხანმოკლე შეშლილობა) – მდგომარეობა, რომელშიც სული უშუალოდ უკავშირდება ღმერთს. ამ მდგომარეობაში ადამიანი იმყოფება ღვთაებრივი ზეშთაგონების ქვეშ, ის არის enteos (ღმერთის შემთავსებელი), უშუალოდ უკავშირდება ღმერთს და ცხოვრობს მასთან ერთად და მასში. პლატონის განსაზღვრებით, ადამიანები ექსტაზის მდგომარეობაში აღიქვამენ თავიანთ თავებში ღვთის არსს, რამდენადაც აქვს ადამიანს შესაძლებლობა ურთიერთობა ჰქონდეს მასთან... ექსტაზში ადამიანი გამოდის თავისი შემოსაზღვრულობიდან, მისთვის აღარ არსებობს არც დრო და არც სივრცე, ის ჭვრეტს მომავალს როგორც არსებულს.»
ესე იგი წარმართი ადამიანის თვითშეგნების სულისკვეთება, რომელიც აღიძვრება ღმერთისა და წინაპართა სულების წინაშე თავისი წმინდა ვალდებულების აღსრულების შეგნებიდან გამომდინარე, არის საფუძველი ექსტაზისა, რასაც გულისხმობდა სულიერი აღგზნებულობის განცდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით – ადამიანი შესთქვეფოთა ღმერთს, ანუ გადასულიყო კათარზისულ მდგორმარეობაში.
ისმება კითხვა – რას წარმოადგენს განწმენდილი, ანუ ამაღლებული მდგომარეობა თვითშეგნების შინაარსობრივი შემადგენელის იმ განსაზღვრებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ნაშრომის წინა თავში?
და აგრეთვე, რა შემთხვევაში არსებობს როგორც ადამიანის, ისე საზოგადოებისათვის სულიერი ამაღლება, ანუ განწმენდა?
საზოგადოების სულიერ–ღირებულებითი განწმენდა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საზოგადოების თვითშეგნებაში მისი, საზოგადოების მიერ მისი შინარსობრივი შემადგენელისადმი, ანუ სულიერ–ღირებულებითი სისტემისადმი მსახურება.
ანუ, კერძოდ, თუ არსებობს მის თვითშეგნებაში:
– ღმერთი, როგორც უწმინდესი ღირებულება.
– წინაპრები, როგორც უწმინდესი ღირებულება.
– სამშობლო, როგორც წმინდა ღირებულება.
– მშობლიური ერი, როგორც წმინდა ღირებულება.
– მშობლიური სულიერება ანუ თვითშეგნება, გამოხატული მშობლიურ ენაზე, როგორც უწმინდესი ღირებულება.
– მის მიერ ადამიანობის აღსრულების მისია მის სრულფასოვან გამოვლინებაში, როგორც უწმინდესი სულიერი ღირებულება.
– ოჯახი, როგორც წმინდა ღირებულება.
– მშობლიური სოფელი, მშობლიური მხარე, მშობლიური ქვეყანა, როგორც წმინდა ღირებულება.
– შესაბამისად, მშობლიური სოფლის ყრილობა და საბჭო, მშობლიური მხარის ყრილობა და საბჭო, მშობლიური ქვეყნის ყრილობა და საბჭო – ეს ერთადერთი სამართავ–საპატრონო მექანიზმები შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულებისა, როგორც წმინდა ღირებულება.
ანუ თუ არსებობს ყოველივე ზემოთ კიდევ ერთხელ მოყვანილი საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, როგორც ერთი ადამიანის, ისე მთელი საზოგადოების სულიერებაში, როგორც აბსოლუტური სიწმინდე, და თუ საზოგადოება არის განმსჭვალული შესაბამისი სულისკვეთებით, მაშინ არსებობს თვითშეგნებაც როგორც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირისა, ისე მთელი საზოგადოებისა, როგორც სიწმინდის მდგომარეობაში არსებული, და მაშინ არსებობს ეროვნული მონაპოვარიც, როგორც აბსოლუტური სიწმინდე იმ ფორმით, როგორც ჩვენ გვაქვს იგი ჩვენს ნაშრომში წარმოდგენილი.
მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არსებობს საზოგადოების წევრიც, როგორც სრულფასოვანი პიროვნება და საზოგადოებაც, როგორც ერთი მთლიანი და განუყოფელი ორგანიზმი, როდესაც არსებობს ეროვნული საზოგადოების თვითშეგნება, – ეს უმთავრესი ეროვნული სულიერი საუნჯე, როგორც აბსოლუტური სიწმინდე.
მცნებების „სიწმინდისა“ და „წმინდას“ განსაზღვრებისათვის
პიროვნებისა და საზოგადოების სულიერი მდგომარეობის დახატვისას შემოვიდა მცნება „სიწმინდე“, „წმინდა“. რა არის იგი?
დავიწყოთ იმით, რომ სიტყვა „განწმენდილი“ მდგომარეობა ანუ „კათარზისი“, ჩვენს ნაშრომში ხსენებულ იქნა დაკავშირებით ადამიანის სულიერ მდგომარეობასთან, რომელიც მოჰყვება იმ სულიერ აღგზნებულობას, რომელიც გამოიხატება მცნება „პათოსით“.
კვლავ დავუბრუნდეთ ჩვენი ნაშრომის წინა თავებს და მოვიხმოთ ციტატას ივანოვის ხსენებული ნაშრომიდან:
ციტატა: «რა მიზანი და აზრი აქვს დიონისის ორგიებს? – წერს ერთი პატივსაცემი რუსი მკვლევარი (ი.ა.კულაკოვსკი, «სიკვდილი და უკვდავება ძველი ბერძნების წარმოდგენებში» ვ.კ.) პასუხს იძლევა მათი საბოლოო რეზულტატი. ის იყო ექსტაზი. ამ სიტყვის უძველესი აზრი, როგორც ამას განმარტავდნენ თვით ძველები, არის გამონთავისუფლება სხეულიდან. ექიმი გალენი განსაზღვრავს ექსტაზს, როგორც olidochronios mania (ხანმოკლე შეშლილობა) – მდგომარეობა, რომელშიც სული უშუალოდ უკავშირდება ღმერთს. ამ მდგომარეობაში ადამიანი იმყოფება ღვთაებრივი ზეშთაგონების ქვეშ, ის არის enteos (ღმერთის შემთავსებელი), უშუალოდ უკავშირდება ღმერთს და ცხოვრობს მასთან ერთად და მასში. პლატონის განსაზღვრებით, ადამიანები ექსტაზის მდგომარეობაში აღიქვამენ თავიანთ თავებში ღვთის არსს, რამდენადაც აქვს ადამიანს შესაძლებლობა ურთიერთობა ჰქონდეს მასთან... »
ჩვენ აქ ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კათარზისი“, რომელიც, მოყვანილი მასალის მიხედვით, არის „პათოსის“ ერთადერთი გამართლება, ნიშნავს ადამიანის ყოფნას ზეშთაგონებულ მდგომარეობაში, როდესაც იგი, ადამიანი, გვევლინება როგორც „ღმერთის შემთავსებელად“ ანუ როდესაც იგი ცხოვრობს ღმერთში და ღმერთთან ერთად.
რას ნიშნავს ადამიანის მიერ ღმერთში ცხოვრება?
გარდა იმისა, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე ის სინამდვილე, რაც წარმოადგენს სულიერ თუ ფიზიკურ სამყაროებს, ღმერთმა აგრეთვე, შექმნა ის კანონებიც, რომლის მიხედვითაც ეს სამყაროები არსებობენ.
კანონები, რომელის მიხედვითაც არსებობს სინამდვილე, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური შინაარსისა, ისეთივე ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა, როგორც თავად ეს სინამდვილე.
იმ კანონებში შეღწევა, რომელთა მიხედვითაც არსებობს სამყარო, ნიშნავს შეღწევას იმ პირველ–საწყისობრივ არსში, რომელიც არის საფუძველი სინამდვილის არსებობისა მის ნებისმიერ (ფიზიკურ თუ სულიერ) გამოვლინებაში.
მეორეს მხრივ, ადამიანისთვის თავისი ფიზიკური თავი არის ის ერთადერთი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ადამიანს აღითქვას ის, რაც არის ღვთაებრივ კანონთა (სიწმინდის) სამყარო.
იმდენად, რამდენადაც თავის ყოველდღიურობაში ადამიანი იძულებულია დაკავებული იყოს ყოფითი პრობლემებით, რაც გამოიხატება მის მიერ თავის თავზე ზრუნვაში, მისთვის ბუნებრივია ღმერთის მიერ შექმნილი სინამდვილის პირველ–საწყისობრივი კანონების (სიწმინდის) არსში შეღწევა გარკვეული სიძნელეებით ხასიათდება.
ადამიანის მიერ სინამდვილის პირველ–საწყისობრივი კანონების არსში შეუღწეულობა ნიშნავს ადამიანის მიერ ღმერთის არსში შეუღწევლობას, ხოლო პირიქით, ადამიანის მიერ პირველ–საწყისობრივი კანონების არსში შეღწეულობა ნიშნავს ადამიანის მიერ ღმერთის არსში შეღწეულობას.
მეორეს მხრივ, კათარზისი არის ადამიანის სულის ის ერთადერთი მდგომარეობა, როდესაც საზოგადოების წევრი, უარჰყოფს რა თავის თავს, სულიერად მაღლდება და შესაძლებლობა ეძლევა ღვთაებრივი კანონების (სიწმინდის) აღქმის მდგომარეობამდე მივიდეს.
ადამიანის სულის განწმენდილი მდგომარეობა ანუ კათარზისი, როდესაც ადამიანი ზრუნავს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსის მიღებასა და მომავალი თაობებისათვის გადაცემაზე.
ხოლო ადამიანის სულის დაცემულობა ნიშნავს ადამიანის მიერ თავისი ფიზიკური თავის გადარჩენისათვის ზრუნვას.
ადამიანის მიერ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მოვლა–პატრონობის შესახებ ზრუნვა არის ღმერთის კანონებში (ანუ სიწმინდეში) შესვლის გზა, ანუ განწმენდის გზა.
ბუნებრივია, მოვლენების ამგვარი წარმოდგენის შემთხვევაში ღმერთი იძენს აბსოლუტურის სტატუსს.
თუ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ განწმენდილ მდგომარეობაში ეძლევა შესაძლებლობა შევიდეს ღმერთის არსში, მაშინ გასაგებია, თუ რას ნიშნავს სიტყვა „წმინდა“.
მცნება „წმინდა“ თავისი არსით გულისხმობს ღვთაებრივ არსს, ანუ ყოველივე იმას, რაც არის ღმერთის არსის გამომხატველი.
ადამიანისთვის ღვთაებრივი არსის გამომხატველია საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, რომელიც თავისი არსით გამოხატავს იმ ღვთაებრივ კანონებს, რომელთა გამოც არსებობს როგორც ადამიანი, ისე მთელი საზოგადოება.
მაშასადამე, უპირველესად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ–საწყისობრივი სიწმინდე არის ღმერთი.
ამასთან, ყველა ის სულიერი ღირებულება, რომელიც არის ღმერთის მიერ ადამიანისა და საზოგადოების თვითშეგნებაში ჩანერგილი, რათა ადამიანთა საზოგადოებამ იფუნქციონიროს, აგრეთვე, არის წმინდა.
ამ სულიერი ღირებულებების წინაშე მსახურების პროცესიც ასევე არის წმინდა.
სულისკვეთება, რომელიც აღძრავს ადამიანის სულიერ ენერგიას მსახურებისათვის, არის, აგრეთვე, წმინდა.
შედეგად მიღწეული კათარზისიც არის წმინდა.
საზოგადოების წევრის უპირველესი მისია იყოს ადამიანი, თავისი შინაარსით შეესაბამება ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „განწმენდას“, ანუ მიახლოებას სიწმინდესთან, რაც თავისი შინაარსით წარმოდგენილი სააზროვნო სქემის მიხედვით არის ღმერთთან მიახლოების ტოლფასი.
თავისთავად ადამიანად ყოფნობის მისია არის მსახურების მისია, რასაც, აგრეთვე, მიჰყავს ადამიანი განწმენდისაკენ, ანუ ზნეობრივი ყოფისაკენ.
თვითშეგნება და სიწმინდის განცდა
მსახურების ანუ ადამიანობის მისიის შესრულების შესაბამისი სულიერი მდგომარეობა არის იმგვარი თვისობრიობის სულიერი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ განწმენდის მდგომარეობას ვუწოდებდით.
თვითშეგნება არის განსაზღვრული სულიერი ღირებულებების მიხედვით თავისი თავის შესახებ წარმოდგენის არსებობა. სულიერი ღირებულებები არის ის სამშენებლო მასალა, რისგანაც არის აშენებული თვითშეგნება. ესე იგი, თუ არ არის სულიერი ღირებულებები, არ არის თვითშეგნებაც. მაგრამ თუ სულიერი ღირებულებები თავისი არსით არის წმინდა, ანუ ამაღლებული და ღმერთის მიერ ადამიანის ცნობიერებაში დამკვიდრებული, მაშინ თვითშეგნებაც, როგორც თავისი თავის განცდა, რომელიც აგებულია ამ ამაღლებულ წმინდა სულიერ ღირებულებებზე, მიეკუთვნება, აგრეთვე, სიწმინდის კატეგორიას.
უფრო მეტიც, თვითშეგნების არსებობა თავის სრულყოფილ გამოვლინებაში არ შეიძლება არ იყოს ადამიანისთვის თვითგანწმენდის პირველ–მიზეზი და პირველ–საფუძველი, რამეთუ შეუძლებელია ღმერთის წინაშე წმინდა ვალდებულების აღსრულება, ანუ საზოგადეობის წევრისათვის ადამიანობის მისიის აღსრულება მსახურების გარეშე, რაც, ერთის მხრივ, (ფიზიკურ–ბიოლოგიური გაგებით), თავისი თავის უარყოფას წარმოადგენს, ხოლო, მეორეს მხრივ, მსახურებაზე ამაღლებით საკუთარი თავის განწმენდილ მდგომარეობაში პოვნას ემსახურება. სულიერ ამაღლებულობაში ანუ მსახურებაში საკუთარი თავის პოვნა არის ადამიანისათვის უკიდურესი ზღვარი ადამიანობის მისიის აღსრულებისა, რასაც ემსახურება თვითშეგნება.
საზოგადოების წევრის მიერ ღმერთის, როგორც აბსოლუტური სიწმინდის განცდა, არის საფუძველი ღმერთის წინაშე საზოგადოების წევრის მიერ ვალდებულების სიწმინდის განცდისა, რაც არის საფუძველი წარმართულ საზოგადოებაში ადამიანური და საზოგადოებრივი სულიერი შემოქმედებითი ღვაწლისა.
იმდენად, რამდენადაც ღმერთი არის აბსოლუტური სიწმინდე, ამდენად, აბსოლუტური სიწმინდის კატეგორიას მიეკუთვნება ყოველივე ის სულიერი ღირებულებებიც, რაც ღმერთის მიერ ადამიანისთვის არის დადგენილი, კერძოდ, სულიერი ღირებულებები შესახებ ზნეობისა, სამართალისა და საზოგადოების სოციალური მოწყობისა – ამ ერთმანეთიდან გამომდინარე და ერთმანეთთან გადაჭდობილი მცნებებისა.
საზოგადოების წევრის მიერ ღმერთის წინაშე ვალდებულების განცდა უდგას საყრდენად საზოგადოების წევრის ადამიანურობას, ხოლო ის სულიერი ღირებულებები, რომლების საშუალებითაც საზოგადოების წევრს აქვს საშუალება განახორციელოს თავისი ვალდებულების აღსრულება, წარმოადგენენ გარკვეულ ცენზს მისი ცხოვრების წესის განსაზღვრებისა და აღსრულებისათვის. სულიერი ღირებულებები ადამიანისა და საზოგადოების სულიერებაში არსებობენ როგორც სულიერი განმსჭვალულობის, ისე შინაარსობრივი პოსტულატების სახით. სულიერება წარმოშობდა შინაარსს, ხოლო შინაარსი, პირიქით, – სულიერებას. ადამიანი არა თუ თავის ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე ხვდება მათ, არამედ იგი მათით არის სულშთაბერილი, ანუ განმსჭვალული, ანუ გაჯერებული, ამიტომ სულიერი ღირებულებები ქმნიან გარკვეულ სულიერი შეზღუდვა–დაშვებების ნაკადებს, რომლებიც, ერთის მხრივ, ზღუდავენ საზოგადოების წევრს რაიმე საქციელის აღსრულებისათვის, ხოლო, მეორეს მხრივ, პირიქით, მიასწრაფებენ და წარმართავენ მას ამა თუ იმ საქციელის აღსრულებისათვის.
ესე იგი, თუ საზოგადოების თვითშეგნება არ იყო გაჯერებული შესაბამისი შინაარსითა და სულისკვეთებით, მაშინ არც მის შესაბამის პიროვნულ თუ საზოგადოებრივ შემოქმედებას ჰქონდა ადგილი.
მეორე ნაწილი
ღვთაებრივი იდეა საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი – ღვთაებრივი იდეა, როგორც ღმერთის მიერ დადგენილი ამოცანა და მიზანი, განსახორციელებელი საზოგადოებისა და საზოგადოების ნებმისმიერი წევრის მიერ
საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეფასებითი ზნეობრივ–სამართლებრივი მექანიზმის არსი როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი წარმოადგენს როგორც საზოგადოების, ისე მისი ცალკეული წევრების წინაშე ობიექტურად არსებულ სულიერ რეალობას. იგი ნებისმიერი თაობის ნებისმიერი ადამიანისთვის არსებობს როგორც ფაქტი, როგორც გარემო, რომელშიაც ის ცხოვრობს და რომელშიაც ის იაზრებს თავის თავს, როგორც ზნეობრივი, როგორც მოაზროვნე და როგორც სოციალური არსება. საზოგადოების სულიერ–ღირებულებითი არსი არის ის გარემო, რომელშიც იმთავითვე არსებობს საზოგადოება, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ არავის არ მოუგონია და დაუდგენია როგორც სულიერი, ისე ფიზიკური სინამდვილის მოწყობის ამგვარად დიფერენცირებული წარმოდგენა, გარდა თავად უზენაესი ღმერთისა.
ამიტომ, ზემოთ განვითარებული ლოგიკიდან გაომდინარე ჩვენ ვუშვებთ შესაძლებლობას გამოვყოთ სამი პუნქტი, კერძოდ:
1. საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი წარმოიდგინება, როგორც ღმერთის მიერ დადგენილი ამოცანა და მიზანი, განსახორციელებელი საზოგადოებისა და საზოგადოების ნებმისმიერი წევრის მიერ
და არსებობს ამ ღვთაებრივი ამოცანის აღსრულებისა და მიზნისკენ მიღწევისკენ სწრაფვა
1. მთლიანად საზოგადოების წევრის მიერ,
2. საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიერ.
მათ შორის პირველი პუნქტი, ანუ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, როგორც ღმერთის მიერ საზოგადოების თითოეული წევრისა და მთლიანად საზოგადოების წინაშე დასმული ამოცანა აწარმოოს მან, საზოგადოებამ და მისმა თითოეულმა წევრმა ცალკ–ცალკე თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობა მისი, საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით, მოისაზრება, როგორც აბსოლუტური ანუ ღვთაებრივი იდეა, როგორც ღვთაებრივი ეტალონი, როგორც ღვთაებრივი საზომი, როგორც ღვთაებრივი იდეალი, რომელთან მიმართებაშიც არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი განვიხილოთ ყოველივე ის მოვლენა, იყოს ეს ზნეობრივი, სამართლებრივი თუ სოციალური თვალსაზრისით, რაც კი ცასიათდება მცნებით „ადამიანურობა“.
ჩვენ ისიც აღვნიშნეთ, რომ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, როგორც ღვთაებრივი იდეა, ღვთაებრივი ეტალონი, ღვთაებრივი საზომი არსებობს ადამიანთა საზოგადოების შეგნებაში. რომ ის, ადამიანთა საზოგადოება, არის თავის თავში მისი, ამ ღვთაებრივი იდეის მატარებელი, თუმცა გამომდინარე თაობათა მონაცვლეობის პრინციპიდან, იგი, ანუ ეს ღვთაებრივი იდეა, წარმოადგენს სწორედ იმ ობიექტურ რეალობას, რომელიც, ამავე დროს არსებობს მისგან, საზოგადოებისაგან დამოუკიდებლად.
საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი წარმოადგენს იმ მენტალურ რეალობას, რომლის პირობებშიც არის მხოლოდ შესაძლებელი რომ საზოგადოება არსებობდეს როგორც ერთი ორგანული მთლიანობა.
ანუ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსს ჩვენ განვიხილავთ, როგორც ღვთაებრივ იდეას, რომლის განხორციელებისთვისაც არის მოწოდებული ადამიანთა საზოგადოება, რათა მის საზოგადოებრივ მოღვაწეობას ჰქონდეს აზრი, რაც არის საფუძველი მისი ერთ მთლიან ორგანიზმად ყოფნობისა.
ღვთაებრივი იდეის აღსრულების შეფასებითი ანუ ზნეობრივ–სამართლებრივი მექანიზმის დიფერენცირებული წარმოდგენის მცდელობა ერთია თავად საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის, როგორც არსებული მოვლენის შესახებ დიფერენცირებული წარმოდგენის შექმნა, რის შესახებაც ჩვენ გვქონდა საუბარი, ხოლო მეორეა, თუ როგორი შეფასებითი სულიერ–ღირებულებითი ანუ ზნეობრივ–სამართლებრივი მექანიზმი არსებობს ადამიანთა საზოგადოებაში იმისათვის, რათა სწორედ ისე წარმართოს და არეგულიროს საზოგადოებამ თავის წინაშე აღსასრულებელი ღვთაებრივი ამოცანის თავისსავე მიერ აღსრულების მიმდინარეობის ხარისხი, როგორც ამას საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი გულისხმობს.
ანუ ამ თავში ჩვენი ყურადღების მიზანი ხდება განხილვა იმ შეფასებითი სულიერ–ღირებულებითი ანუ ზნეობრივ–სამართლებრივი მექანიზმისა, რომელიც ადამიანთა საზოგადოებას აძლევს საშუალებას განსაზღვროს და არეგულიროს როგორც თავისი ნებისმიერი კონკრეტული წევრის საქციელის, ისე საერთო საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესაბამისობა საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსთან.
ანუ საზოგადოებივი თვითშეგნების შეფასებითი სულიერ–ღირებულებითი ანუ ზნეობრივ–სამართლებრივი მექანიზმი ადამიანთა საზოგადოებას საშუალებას აძლევს განსაზღვროს როგორც მთლიანად საზოგადოების, ისე მისი ცალკეული წევრის ზნეობრიობის ხარისხი.
მაშ, ასე, ვსვამთ ჩვენ კითხვას:
რაში მდგომარეობს არსი იმ შეფასებითი სულიერ–ღირებულებითი ანუ ზნეობრივ–სამართლებრივი მექანიზმისა, რომლის მიხედვითაც, საერთოდ, არის შესაძლებელი მიეცეს საზოგადოებას საშუალება განსაზღვროს, რეალურ რეჟიმში აღასრულებს თუ არა თავად იგი, საზოგადოება, ან მისი ნებისმიერი წევრი ღმერთის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობას იყოს ის ზნეობრივი.
თუ გავიხსენებთ, ჩვენ ჩვენი ნაშრომის წინა თავებში ზნეობა, როგორც ადამიანის მიერ ღმერთის წინაშე ვალდებულების შეგნება და განცდა, დავსახეთ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის განმსაზღვრელ ოთხთაგან ერთ–ერთ ფუნდამენტალურ სულიერ ღირებულებად.
ჩვენ განსხვავებით სამი სტატიური ფუნდამენტალური ღირებულებისაგან – ღმერთი, წინაპარი და ეროვნული საუნჯე, ღმერთის წინაშე ადამიანის წმინდა ვალდებულების განცდა, ანუ ზნეობა განვსაზღვრეთ, როგორც დინამიური, რაშიც ვიგულისხმეთ მისი როგორც საზოგადოებრივი შემოქმედებითობის პირველ–აღმძვრელის როლი.
ზნეობრიობა, ანუ თავისი წმინდა ვალდებულების ანუ მისიის აღსრულების უეჭველობისა და გარდაუვალობის განცდა არის საფუძველი ადამიანთა საზოგადოების სულიერი მოღვაწეობისა.
დიაღაც, ზნეობრიობის არსი მდგომარეობს ღვთაებრივი იდეის გარდაუვალად და აუცილებლად აღსრულების ანუ წმინდა ვალდებულების განცდაში და იმისდა მიხედვით, თუ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, არსებობს საზოგადოებრივი ზნეობა, როგორც საზოგადოების მიერ ღმერთის წინაშე დასახული ღვთაებრივი ამოცანის აღსრულების წმინდა ვალდებულების განცდა, რომელიც აღძრავს საზოგადოებას საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, და, აგრეთვე, არსებობს საზოგადოების წევრის პიროვნული ზნეობა, როგორც საზოგადოების ცალკეული წევრის მიერ ღმერთის წინაშე დასახული ღვთაებრივი ამოცანის აღსრულების წმინდა ვალდებულების განცდა, რომელიც აღძრავს საზოგადოების წევრს ასევე ცხოვრებისეული მოღვაწეობისათვის.
როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოებრივი თვითშეგნების შეფასებითი ზნეობრივ–სამართლებრივი მექანიზმის არსებობის შესახებ, ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ თავად იმ არსს, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებისა და ადამიანის მიერ როგორც ზნეობრივი, ისე სამართლებრივი შეფასების ობიექტს.
ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი როგორც შინაასრობრივ, ისე სულიერ გამოვლინებაში არის არსი, როგორც ფუნდამენტალური ღირებულებითი მოცემულობა, ხოლო საზოგადოებრივი თვითშეგნების შეფასებითი ზნეობრივ–სამართლებრივი მექანიზმი არის ის ერთადერთი სულიერ–ღირებულებითი შკალა, რომლის მიხედვითაც ახდენს საზოგადოება თავად თავისი თავისა თუ თავისი რომელიმე კონკრეტული წევრის საქციელის შეფასებას როგორც ზნეობრიობის, ისე სამართლიანობის თვალსაზრისით.
გამომდინარე აქედან, იმისათვის, რათა განვსაზღვროთ საზოგადოებისა თუ მისი რომელიმე წევრის საქციელის ზნეობრიობის ხარისხი, ამისათვის საჭიროა განვიხილოთ შეფასებით სულიერ ღირებულებათა ის მექანიზმი, რომელიც არის მოწოდებული მისცეს საშუალება ადამიანთა საზოგადოებას განსაზღვროს თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობის ზნეობრიობის ხარისხი მის ნებისმიერ კონკრეტულ გამოვლინებაში.
ხოლო იმისათვის, რათა განვსაზღვროთ საზოგადოებისა თუ მისი რომელიმე წევრის საქციელის სამართლიანობის ხარისხი, ამისათვის საჭიროა განვიხილოთ შეფასებით სულიერ ღირებულებათა ის მექანიზმი, რომელიც არის მოწოდებული მისცეს ადამიანთა საზოგადეობას განსაზღვროს თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობის სამართლიანობის ხარისხი მის ნებისმიერ კონკრეტულ გამოვლინებაში.
ამისდა მიხედვით, თუ რა წარმოადგენს შეფასების ობიექტს, ჩვენ თავიდან ცალკ–ცალკე განვიხილავთ ადამიანის ზნეობრიობის შეფასების სულიერ–ღირებულებითი სისტემისა და ადამიანის სამართლიანობის შეფასების სულიერ–ღირებულებითი სისტემის აგებულებას, თუმცა როგორც ვნახავთ, ისინი ერთი ფესვიდან არიან აღმოცენებულნი და მათი განხილვაც ერთმანეთთან იქნება გადაჯაჭვული.
საზოგადოებრივი თვითშეგნების ზნეობრიობის შეფასებითი სულიერ–ღირებულებითი მექანიზმის განსაზღვრებისათვის უპირველესი სულიერი ღირებულება, რომელიც არის საზომი მთელი საზოგადოებისათვის, რათა მან, საზოგადოებამ, რამენაირად განსაზღვროს ხარისხი ზნეობრიობისა როგორც თავის თავთან, ისე საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მიმართებაში, არის მცნება „ღირსება“.
ისმება კითხვა, თუ რა იგულისხმება მცნებაში „ღირსება“ და თუ რით განსხვავდება იგი მცნება „ზნეობისაგან“?
მცნება „ზნეობა“ გამოხატავს სულიერ მდგომარეობას, რომლის პირობებშიც არის შესაძლებელი ადამიანის მიერ თავისი მისიის აღსრულების ხარისხს, როგორც თავისთავად არსებულს, ხოლო მცნება „ღირსება“ წარმოადგენს ამ სულიერი მდგომარეობის ხარისხის მაჩვენებელს.
ანუ სულიერი მდგომარეობის იმ მაჩვენებელს, რომელიც განსაზღვრავს ადამიანისა თუ მთლიანად საზოგადოების ზნეობრიობას, ანუ მისი მისიის აღსრულების ხარისხს, ეწოდება ღირსება.
ხოლო ის, რაც არის მაჩვენებელი, აგრეთვე არის შეფასების კრიტერიუმიც.
აქედან გამომდინარე, თუ დავაკონკრეტებთ ნათქვამს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცნება „ღირსება“ არის როგორც საზოგადოების წევრის მიერ თავისი თავის, ისე საზოგადოების მიერ მისი, საზოგადოების წევრის ზნეობრიობის შეფასების კრიტერიუმი.
ანუ ღირსება არის ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ხდება:
1. პიროვნების მიერ თავისი თავის ზნეობრივი თვითშეფასება
2. საზოგადოების წარმომადგენელთა თუ მთლიანად საზოგადოების მიერ პიროვნების ზნეობრივი შეფასება.
მოვახდინოთ გარკვეული კლასიფიკაცია, რაც უკეთესად განსაზღვრავდა მცნება „ღირსებას“.
1. თავად „ღირსების იდეა“, როგორც ზოგადი საფუძველი ღირსების მცნებისა.
2. მცნება „საზოგადოებრივი ღირსება“, რომელიც არის კონკრეტული საზოგადოების მიერ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის აღსრულების ხარისხის მაჩვენებელი.
3. მცნება „საზოგადოების წევრის პიროვნული ღირსება“, რომელიც არის საზოგადოების კონკრეტული წევრის მიერ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის აღსრულების ხარისხის მაჩვენებელი.
სანამ განვიხილავდეთ თითოეულ მათგანს, იმის დადადასტურებლად, რომ მცნება ღირსება წარმოადგენს შეფასების კრიტერიუმს და არა სხვა რამეს, ამის მიზნით რამოდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ თავად სიტყვა „ღირსების“ წარმომავლობის შესახებ.
თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ თავად სიტყვა „ღირს–ებ–ის“ წარმომავლობა მოდის მცნებიდან „ღირს–ი“, რაც თავის თავში გულისხმობს რაიმე სუბიექტის რაიმე ეტალონთან ღირს–ობას ანუ გარკვეულ საპირისწონეობას („ეს საგანი არის იმ ეტალონის ღირსი“), ანუ ტოლობას. აქედანვე იღებს სათავეს სიტყვა „ღირ(ს)ებულება“, რომლის ფუძე–სიტყვა არის „ღირს–ობა“ რაიმესი ეტალონთან. ეტალონი არის ის ობიექტი, რომელთან ტოლობა ანუ ღირს–ობა იგულისხმება სიტყვაში „ღირს–ი“. ანუ როდესაც საქმე გვაქვს პიროვნების ღირსებასთან (ანუ ღირს–ობასთან), ჩვენის აზრით, ამაში იგულისხმება ის, რომ საზოგადოების წევრი არის ღირსი ისეთი არსისა, როგორიც არის ღმერთის მიერ ადამიანისთვის დადგენილი, ანუ ღვთაებრივი იდეისა, ანუ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსისა, რომელიც წარმოადგენს ადამიანთა საზოგადოებისათვის ამქვეყნიური ცხოვრების ერთადერთ სისტემურ ორიენტირს.
ჩვენს მიერ წარმოებული კლასიფიკაციის მიხედვით იმ ეტალონს, რომელთან მიტოლებაც ანუ ღირსობაც არის მაჩვენებელი საზოგადოებისა თუ მისი რომელიმე წევრის ზნეობრიობისა, არის „ღირსების იდეა“.
მცნება „ღირსების იდეის“ განსაზღვრებისათვის 1. რადგან არსებობს მცნება „ღირსება“, როგორც მაჩვენებელი მთლიანად საზოგადოებისა, თუ საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიერ თავის თავში ღვთაებრივი იდეის ანუ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის სრულფასოვნად შეთავსებისა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ არსებობს თავისთავად მცნებაც „ღირსების იდეა“, რომელიც, როგორც მაჩვენებელი, გულისხმობს წარმოდგენას საზოგადოებისა თუ საზოგადობის წევრის სულიერი მდგომარეობის საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით იდეალურ განმსჭვალვის, როგორც ასეთის, შესახებ.
თავისი არსით მცნება „ღირსების იდეა“ არის ანალოგიური მცნება „ზნეობრიობისა“, რამეთუ იგი, ანუ „ღირსების იდეა“ გულისხმობს საზოგადოებისა თუ მისი წევრის ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომლის დროსაც მათ მიერ აღსრულდება ის მისია, რაც მათზე არის ღმერთის მიერ დაკისრებული, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც გამოხატავს ზნეობრიობას, წარმოადგენს არსს, ხოლო ღირსება წარმოადგენს ადამიანის მიერ ამ არსის აღქმის ერთადერთ მაჩვენებელს, რომლის საშუალებითაც საზოგადოების წევრს შეუძლია განსაზღვროს თავისი თავის ზნეობრიობის ხარისხი.
ზოგადად მცნება „ღირსების იდეა“, როგორც ასეთი, ამგვარი გაგებით, მთლიანად საზოგადოებისა და საზოგადოების წევრებისათვის წარმოადგენს მათი კონკრეტული ღირსებების წარმომავლობის ობიექტურ საწყისს, როგორც ღმერთის მიერ დადგენილ ობიექტურ არსს, რომლის არსშიც არც საზოგადოებასა და არც მისი ნებისმიერ წევრს არავითარი ცვლილების შეტანა არ ძალუძს.
მცნება „საზოგადოებრივი ღირსების“ განსაზღვრებისათვის საზოგადოება შედგება ოჯახის, სოფლის, მხარისა და ქვეყნის საზოგადოებებისაგან, შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ესა თუ ის საზოგადოება ღმერთის მიერ მასზე დაკისრებულ წმინდა ვალდებულებას, მაშინ ვგულისხმობთ რომ ვლაპარაკობთ საზოგადოების ზნეობაზე. ხოლო, როგორც ვთქვით, ზნეობრიობის აღქმის და თავის თავთან თვითიდენტიფიკაციის ერთადერთ ფორმას ადამიანისათვის და ადამიანთა საზგადოებისათვის წარმოადგენს მცნება „ღირსება“. შესაბამისად, საზოგადოების კონკრეტულობის მიხედვით ჩვენ მხედველობაში შეიძლება გვქონდეს მცნებები „ოჯახის ღირსება“, „სოფლისა ღირსება“, „მხარის ღირსება“ და „ქვეყნის ღირსება“.
ოჯახის ღირსება გამოიხატება იმაში, თუ როგორ აწარმოებენ თავის ოჯახურ ცხოვრებას ოჯახის წევრები საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით და რამდენად არის ოჯახი, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი პასუხისმგებელი ღმერთისთვის თავისი წმინდა ვალდებულების აღსრულების შეგნებით.
ასევე შეიძლება ვთქვათ სოფლის, მხარისა და ქვეყნის ღირსებებზეც.
საზოგადოებრივი ღირსების დამცევლი მექანიზმები იმთავითვე არსებობდა საზოგადოებაში ისეთი საზოგადოებრივი ინსტიტუტების ფორმით, როგორიც არის საბჭო და ყრილობა.
საზოგადოების ღირსება არსებობს იმდენად, რამდენადაც იგი – საზოგადოება – ხდება პასუხისმგებელი მიიღოს თავის თავზე ხსენებული მისიის – ზნეობრიობის– აღსრულება და თავისი ცხოვრების პრინციპად აქციოს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიმართ მსახურება, რაც იმთავითვე განსაზღვრულია მისგან დამოუკიდებლად ღმერთისა და მისი, საზოგადოების, წინაპრების მიერ მისთვის.
საზოგადოებრივი ღირსება – დემოკრატიის პირველსაწყისობრივი საფუძველი
სოფელს ღირსება აქვს, თუ მისი საზოგადოებრივი ცხოვრება, აგებული ყრილობისა და საბჭოს ფუნქციონირების მიხედვით, ორიენტირებულია საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსზე.
მხარეს ღირსება აქვს იმდენად, რამდენადაც მისი შემქმნელი საზოგადოება არის პასუხისმგებელი, რომ არსებობდეს სამხარეო საზოგადოება, რომელიც სამხარეო ყრილობისა და საბჭოს საშუალებით შესძლებს თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების ორიანტირებას საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით.
იგივე შეიძლება ითქვას ქვეყნის ღირსების შესახებ, რომელიც განისაზღვრება ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით მოწყობის ხარისხის მიხედვით.
საზოგადოებრივ ჯგუფთა ღირსების არსებობა შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია ამ საზოგადოებაში თითოეული ნებისმიერი წევრისათვის იყოს პირობები იცხოვროს მან ღირსეულად, ხოლო ეს ითხოვს საზოგადოებისაგან მენტალური ხასიათის ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც საზოგადოების თითოეული წევრი იგრძნობდა თავს თავისუფლად თავისი პიროვნული ღირსების დაცვის თვალსაზრისით.
მაშ, ასე, წარმართული პირველსაწყისობრივი გაგებით დემოკრატია გულისხმობს საზოგადოების წევრის თავისუფლებას მისი პიროვნული ღირსების დაცვის თვალსაზრისით, რაც თავისი არსით გულისხმობს თავისი პიროვნული ზნეობრიობის დაცვის თავისუფლებას.
ამ გაგებით ის არსი, რასაც იტევს მცნება „ღირსება“, არის არა პიროვნული, არამედ საზოგადოებრივი მონაპოვარი, რამდენადაც იგი წარმოადგენს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის ადამიანისა თუ საზოგადოების აღქმაში ასახვის ერთადერთ ფორმას.
დემოკრატია არის ერთადერთი ფორმა, რომელიც არის გარანტი არა მხოლოდ საზოგადოებრივი წევრის ზნეობის, და აქედან გამომდინარე, ღირსების არსებობისა, არამედ იგი არის გარანტი საზოგადოებაში ისეთი საზოგადოებრივ ინსტიტუტთა ზნეობის, და აქედან გამომდინარე, ღირსების არსებობისა, როგორიც არის ოჯახი, სოფელი, მხარე და ქვეყანა.
ანუ დემოკრატია არის საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის ის ერთადერთი ფორმა, რომლის უპირველესი განმსაზღვრელიც არის ღმერთის წინაშე საზოგადოების კოლექტიური პასუხისმგებლობის ზნეობრივი მახასიათებელი.)
მცნება „საზოგადოების წევრის პიროვნული ღირსების“ განსაზღვრებისათვის
როგორც უკვე ვთქვით, ზოგადად მცნება „ღირსების იდეა“ წარმოადგენს იმ ობიექტურ შკალას, რომელიც, მიუხედავად საზოგადოების წევრის პიროვნული რაობისა, იმთავითვე განსაზღვრავს მისი ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური ფუნციონირების სტატსუსს.
ამ თვალსაზრისით მცნება „ღირსების იდეიდან“ გამომდინარე საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის წინდაწინვე არის განსაზღვრული „პიროვნული ღირსების“ სტატუსი როგორც შინაარსობრივი, ისე სულიერი მდგომარეობის თვალსაზრისით.
მეორეს მხრივ, საპირისპიროდ მცნება „ღირსების იდეაში“ გამოხატული საზოგადოების წევრის ადამიანურობის განმსაზღვრელი ობიექტური არსისა, ჩვენ განვიხილავთ „საზოგადოების წევრის პიროვნული ღირსების“, როგორც მცნების წარმომავლობის სუბიექტურ საწყისს, რომლის არსიც განისაზღვრება საზოგადოების წევრის პიროვნული არჩევანით, თუ როგორ აქვს მას, საზოგადოების წევრს, სურვილი ან თუ როგორ არის იგი, საზოგადოების წევრი მზად ემსახუროს ადამიანურობის მისიის აღსრულებას.
თუ საზოგადოების წევრი უეჭველობისა და გარდაუვალობის რეჟიმში აღასრულებს თავის მისიას იყოს ადამიანი, მაშინ მისი ზნეობრივ–სამართლებრივ–სოციალური სტატუსი მისი პიროვნული საქციელით არის გამართლებული, ანუ მას აქვს პიროვნული ღირსება, ხოლო საწინააღმდეგო შემთხვევაში, როდესაც საზოგადოების წევრი არა თვლის საჭიროდ აღასრულოს თავისი მისია იყოს ადამიანი, მაშინ მას არა აქვს პიროვნული ღირსება.
გამოდის, რომ მცნება „პიროვნული ღირსება“ არის მაჩვენებელი, დამადასტურებელი საზოგადოების წევრის ზნეობრიობის სტატუსისა.
თუ, ერთის მხრივ, საზოგადოების წევრს წინდაწინვე მისი სურვილის დამოუკიდელად საზოგადოებაში ობიექტურად არსებული მენტალური გარემოდან გამომდინარე განსაზღვრული აქვს სტატუსი იყოს ადამიანი, ანუ იყოს ღირსეული პიროვნება, მეორეს მხრივ, თავად საზოგადოების წევრზე არის დამოკიდებული მიიღებს თუ არა იგი ამ სტატუსს.
პიროვნების ღირსება არსებობს იმდენად, რამდენადაც იგი, პიროვნება ხდება პასუხისმგებელი მიიღოს თავის თავზე ხსენებული მისიის აღსრულება და თავისი ცხოვრების პრინციპად აქციოს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიმართ მსახურება, რაც იმთავითვე განსაზღვრულია მისგან დამოუკიდებლად ღმერთისა და მისი წინაპრების მიერ მისთვის.
ამაში მდგომარეობს საზოგადოების წევრის ღირსების წარმომავლობის სუბიექტური საწყისი, მომდინარე მისი პიროვნული ნებიდან.
გარდა იმისა, რომ საზოგადოების წევრის ღირსების მდგომარეობა ხასიათდება მის მიერ თავისი მისიის აღსრულების ხარისხის მიხედვით, ამასთან ერთად თავად პიროვნული ღირსება არის ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მოხდეს როგორც პიროვნების მიერ თავისი თავის ზნეობრივი თვითშეფასება, ისე საზოგადოების წევრთა მიერ ერთმანეთის ზნეობრივი შეფასება.
დიახ, ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ღირსება არის ადამიანის ზნეობრივ–სამართლებრივი და სოციალური სტატუსის გამოვლინების ერთადერთი მენტალური ფორმა, რომელიც წარმოადგენს როგორც საზოგადოების წევრის მიერ თავისი თავის ზნეობრივი თვითშეფასების, ისე საზოგადოების წევრთა მიერ ერთმანეთის ზნეობრივი შეფასების ერთადერთ კრიტერიუმს.
ერთის მხრივ, მცნება „პიროვნული ღირსება“ არის ის ერთადერთი მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს ადამიანის მიერ თავისი ღვთაებრივი მისიის აღსრულების ხარისხს, თუ როგორ ემსახურება იგი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსის აღსრულებას, რაშიც შედის მისი პასუხისმგებლობა ოჯახზე, სოფელზე, მხარესა და ქვეყანაზე, ხოლო, მეორეს მხრივ, ღირსება არის ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამოვლინების ერთადერთი საზოგადოებრივი კრიტერიუმი, რომელიც, გარდა იმისა, რომ არის შინაგანი მახასიათებელი პიროვნების ზნეობრიობისა, აგრეთვე, წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საზომს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საზოგადოების დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ.
პიროვნების მიერ თავისი თავის ზნეობრივი თვითშეფასება არის საფუძველი თავისი თავის მნიშვნელოვნების განცდისა, ამიტომ ის, თუ რამდენად არის ადამიანი ღირსეული, არის მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენა.
მცნება „სიკეთის“ განსაზღვრისათვის
შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადობის მიერ საზოგადოების წევრის საქციელის ზნეობრივი შეფასების პროცესში ერთ–ერთი ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს მცნებას „სიკეთე“. რას ნიშნავს იგი?
ფუძე სიტყვისა „სი–კეთ–ე“, რა თქმა უნდა, არის „–კეთ–“, რაც არის „კეთ–ებ–ის“ შინაარსის მატარებელი. ანუ მცნება „სი–კეთ–ე“ გულისხმობს საზოგადოების წევრის მიერ იმ ერთადერთ გასა–კეთ–ებ–ელს, რაც არის ლეგიტიმირებული ანუ დაშვებული საზოგადოების მიერ.
რას გულისხმობს მცნება „სიკეთე“, ანუ ერთადერთი დაშვებული გასა–კეთ–ებელი საქციელი საზოგადობის მიერ?
სიკეთე არის საზოგადოების წევრის მიერ გაწეული საქციელი, რომელიც ემსახურება ღმერთისთვის წმინდა ვალის დაბრუნებას საზოგადოების ამ წევრის მიერ საზოგადოების სხვა წევრთა, მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე უანგარო სამსახურის გაწევის ფორმით.
საქციელი, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით, არის სიკეთე, ხოლო საქციელი, რომელიც აღსრულებულია საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის უგულებელყოფით, არ არის სიკეთე, ანუ არის ბოროტება.
საქციელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სიკეთეს, ისევე როგორც თავად საზოგადოებრივი თვითშეგნება, შესაბამისად, ორი ნიშნით შეიძლება ხასიათდებოდეს:
1. შინაარსობრივი შემადგენელი;
2. სულიერი შემადგენელი.
საზოგადოების წევრის მიერ გაკეთებული სიკეთის შინაარსობრივი შემადგენელი გულისხმობს საზოგადოების წევრის კონკრეტული საქციელის საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით ორიენტირებას, ანუ როდესაც საზოგადოების წევრის ესა თუ ის კონკრეტული საქციელი წარმოადგენს მსახურებას ან ოჯახის მიმართ, ან სოფლის მიმართ, ან მხარის მიმართ და ან ქვეყნის მიმართ, რაც არის კიდეც ერთადერთი ფორმა ღმერთის წინაშე საზოგადოების წევრის მიერ თავისი წმინდა ვალდებულების აღსრულებისა, ანუ საზოგადოების წევრის მიერ ღმერთისათვის თავისი წმინდა ვალის დაბრუნებისა.
სულიერი შემადგენელის თვალსაზრისით, სიკეთე არის ქმედება, რომელიც საზოგადოების წევრის მიერ აღსრულდება ღირსების ანუ ამაღლებულ ანუ განწმენდილ მდგომარეობაში. მაშინ, როდესაც საზოგადოების წევრის ქმედების მოტივაცია განისაზღვრება არა პირადი სარგებელით, არამედ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით.
მაგრამ განა იგივეს არა გულისხმობს მცნება „ღირსება“?
მაშ, რიღათი განსხვავდება სიკეთე და ღირსება ერთმანეთისაგან?
ღირსება არის საზოგადოების წევრის ის ერთადერთი მაჩვენებელი შინაგანი მდგომარეობისა, რომლის პირობებშიც ხდება მის მიერ ღმერთისთვის წმინდა ვალის დაბრუნება.
ხოლო სიკეთე არის კონკრეტული ქმედება, რომელსაც ადგილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი იმყოფება ღირსების ანუ განწმენდის მდგომარეობაში.
მცნება „სიკეთის“ არსის უკეთ განმარტების მიზნით მივმართოთ გარკვეულ ანალიზს:
1. თუ სიკეთე წარმოადგენს საზოგადოების წევრის მიერ ღმერთისთვის წმინდა ვალის დაბრუნების ფაქტს, მაშინ იგი, როგორც ზნეობრივი აქტი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თვითმყოფად და დასრულებულ მოქმედებად.
2. მაგრამ თუ სიკეთეს წარმოვიდგენთ საზოგადოების წევრის მიერ არა ღმერთის მიმართ, არამედ საზოგადოების მეორე წევრის მიმართ გაწეულ ქმედებად, მაშინ იგი, როგორც ქმედება, მისი აღსრულების შემდეგ არა თუ არ შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულ ზნეობრივ აქტად, არამედ შეგვეძლება ვთქვათ, რომ აღსრულებული ქმედება არის დასრულებული ზნეობრივი აქტის მხოლოდ და მხოლოდ საწყისი ფაზა, რომელიც საჭიროებს საზოგადოების მეორე წევრის მიერ ამ სიკეთეზე გარკვეულ პასუხს, ანუ შესაბამისი სიკეთისავე დაბრუნებას.
პირველ შემთხვევაში სიკეთე, როგორც ღმერთის მიმართ აღსრულებული კონკრეტული საქციელი, არის ამაღლებული ანუ განწმენდილი სულიერი მდგომარეობის გამოვლინება, ხოლო მეორე შემთხვევაში იგი, როგორც ადამიანის მიმართ აღსრულებული საქციელი, არ არის საზოგადოების წევრის განწმენდილი სულიერი მდგომარეობის გარეგანი გამოვლინება. იგი გულისხმობს დავალდებულებას საპასუხო საქციელზე სიკეთის ობიექტისაგან, რაც უფრო მეტად პიროვნული სარგებლიანობის მოტივაციით (ანგარებით) არის განპირობებული და არამც და არამც განწმენდილი მდგომარეობით (უანგარობით), ამიტომ იგი არც შეიძლება ჩაითვალოს სიკეთედ.
მაშ, როგორ შეიძლება შეფასდეს საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრის საქციელი, რომ საზოგადოების წევრი დაკმაყოფილდეს საზოგადოების რეაქციით?
სწორედ ამაშია საქმე, რომ როდესაც აკეთებს სიკეთეს, საზოგადოების წევრი აღასრულებს რა ღმერთის წინაშე თავის წმინდა ვალდებულებას, იგი არანაირად არ ელის გინდაც მთლიანად საზოგადოებისაგან, გინდაც საზოგადოების წევრისაგან რაიმე პასუხს. მისი საქციელის მოტივაცია ღმერთისათვის თავისი ვალის დაბრუნებაში მდგომარეობს და სიკეთის აზრიც მისთვის ამ აქტის აღსრულებასა და შინაგან ზნეობრივ განთავისუფლებაშია.
სიკეთე არის საზოგადოების წევრის მიერ საზოგადოების მეორე წევრთან მხოლოდ და მხოლოდ უანგარო დამოკიდებულების პირობებში ღმერთის წინაშე აღსრულებული სამსახური.
– საზოგადოების წევრმა მეზობელს სახლის მშენებლობაში დახმარება გაუწია.
საზოგადოების წევრის მიერ აღსრულებული ქმედება, ერთის მხრივ, არის საქციელი, რომლის მიხედვითაც საზოგადოების წევრმა ღმერთის მიმართ აღასრულა თავისი წმინდა ვალდებულება, ხოლო, მეორეს მხრივ, მან კონკრეტული ადამიანის მიმართ აღასრულა კონკრეტული საქციელი – კეთილი საქმე.
ისმება კითხვა: რა ჩაიდინა საზოგადოების წევრმა – მეზობლის მიმართ გაწეული დახმარების ფორმით მან ღმერთის მიმართ აღასრულა თავისი წმინდა ვალდებულება, რაც თავისთავად უკვე ზნეობრივი აქტის დასრულებულობას გულისხმობს, თუ მან მეზობლის დახმარების აღწერილი ფაქტით ადამიანის მიმართ ჩაიდინა კონკრეტული კეთილი საქმე, რაც თავის მხრივ, იმ ადამიანის მხრიდანაც გულისხმობს რაიმე საპასუხო სიკეთის დაბრუნების აუცილებლობას?
ჩვენი პასუხი, რა თქმა უნდა, ასეთია: თუ საზოგადოების წევრმა თავისი მეზობლის მიმართ გაწეული დახმარების ფორმით დაუბრუნა ღმერთს თავისი წმინდა ვალი, მაშინ იგი, საზოგადოების წევრი, უკვე დაკმაყოფილებული უნდა იყოს იმ ფაქტით, რომ მან დაუბრუნა ღმერთს თავისი ვალი, რითაც აღასრულა ზნეობრივი აქტი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ელოდეს მეზობლისგან სამაგიეროდ საპასუხო სიკეთის დაბრუნებას.
ანუ მეზობლის მიმართ გაწეული სიკეთე, განსაზღვრული ღირსების მდგომარეობით, უნდა იყოს აბსოლუტურად უანგარო და გულისხმობდეს საზოგადოების წევრის მიერ ღმერთის მიმართ თავისი წმინდა ვალდებულების აღსრულებას.
მაგრამ გარდა საზოგადოების წევრის უმაღლესი დანიშნულებისა ემსახუროს ღმერთს, მან საზოგადოებრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, ამავე დროს, კონკრეტულ ადამიანთან, ამ შემთხვევაში, თავის მეზობელთან მიმართებაშიც ხომ მოიმოქმედა რაღაც, ანუ სიკეთე ქმნა?
მაშინ, დავსვათ კითხვა და შევეცადოთ გავცეთ პასუხი – საზოგადოებრივი ურთიერთობების თვალსაზრისით როგორ შეიძლება განვიხილოთ საზოგადოების წევრის მიერ მეზობლის მიმართ გაწეული დახმარება – როგორც ვალი, გაცემული მის მიერ, რომელიც აუცილებლად და გარდაუვალად საჭიროებს მეზობლის მხრიდან საპასუხო სიკეთის დაბრუნებას, თუ მისი საქციალი თავად წარმოადგენს ღმერთისთვის ვალის დაბრუნების აქტს, რაც თავისთავად აქტის დასრულებულობას გულისხმობს და მისი ამგვარი საქციელი მეზობელს არანაირად არ ავალდებულებს?
ანუ რა ქნას მეზობელმა, საზოგადოების მეორე კონკრეტულმა წევრმა, რომელმაც მიუხედავად ყოველივესი კონკრეტულად მაინც მიიღო გარეშე ადამიანისაგან დახმარება. ვალდებულია თუ არა იგი, რომ იყოს მადლიერი და შესაბამისად, ვალდებულია თუ არა იგი, რომ აუცილებლად დაუბრუნოს სიკეთის მქმნელ საზოგადოების წევრს სიკეთე?
ჩვენის აზრით, საზოგადოებრივი ურთიერთობების ეს მომენტი არის უმნიშვნელოვანესი თავისი შინაარსით, რაზედაც ჩვენ გვინდა გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება.
როგორც ვნახეთ, სიკეთის მქმნელმა საზოგადოების წევრმა აღასრულა რა თავისი უმაღლესი ვალი ღმერთის წინაშე, უანგაროდ გასწია დახმარება მეზობლის მიმართ. სხვანაირად მის საქციელს არანაირი კავშირი არ ექნებოდა ღმერთის წინაშე აღსასრულებელ ვალდებულებასთან. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას, საზოგადოების წევრს, არც ერთ შემთხვევაში არ შეუძლია დაავალდებულოს მეზობელი, რათა მან გაწეული დახმარების სანაცვლოდ აუცილებლად დაუბრუნოს მას საპასუხო სიკეთე.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების წევრის მიერ მეზობლის მიმართ ჩადენილი საქციელი არის განწმენდილ მდგომარეობაში ნამოქმედარი და, ამდენად, უანგარო, მეზობელი ხომ, თავის მხრივ, მაინც არის და უნდა იყოს კიდეც საზოგადოების წევრის მიმართ მადლიერი გაწეული დახმარებისათვის?
მცნება „მადლის“ განსაზღვრისათვის
რა თქმა უნდა, მაგრამ აქვე ისმება კითხვა – რას ნიშნავს სიტყვა „მადლიერება“ და როგორია მისი, მცნება „მადლის“ შინაარსის წარმომავლობა?
სიტყვა „მადლიერება“ სათავეს იღებს სიტყვიდან „მადლ–ი“, რაც გულისხმობს ღმერთთან მიმართების სიმაღლით ნიშანდებულობას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოების ის წევრი, რომელიც აკეთებს სიკეთეს უანგაროდ, რითაც აღასრულებს ღმერთის წინაშე თავის წმინდა ვალდებულებას, არის გამცემი მადლისა. ხოლო ის, ვინც მიიღებს კონკრეტულად სიკეთეს მეორე ადამიანისგან, არის მიმღები მადლისა იმ ადამიანისგან. შესაბამისად, ის, ვინც გასცემს მადლს, თავიდანვე არის მადლის მფლობელი, ანუ მადლცხებული, ანუ მადლიანი ადამიანი, ხოლო ის, ვინც იღებს მადლს მეორე ადამიანისაგან, თავისთავად ხდება იმ მადლის მიმღები და, შესაბამისად, მადლიერი ადამიანი, ხოლო მადლიერების გრძნობა გარკვეულწილად ამ მადლის გამცემი კონკრეტული ადამიანის მიმართ ვალდებულების გრძნობის ადეკვატურია.
დიაღ, მის მიმართ გაწეული სიკეთის შედეგად ადამიანში მადლიერების გრძნობის აღძვრა გულისხმობს მის გულში ზნეობრივი ვალდებულების გრძნობის ჩასახვას, მაგრამ, მეორეს მხრივ, განა ისიც არ არის ნათელი, როგორც კი „სიკეთის მქმნელი“ დაავალდებულებს მადლის მიმღებს და მოითხოვს მისგან გაცემული მადლის სანაცვლოდ საპასუხო გასამრჯელოს რაიმე საქციელის ფორმით, იმ მომენტიდანვე მის საქციელში მადლსაც აღარა აქვს ადგილი და, შესაბამისად, არც მადლიერების გრძნობას შეიძლება რომ ჰქონდეს ადგილი.
მაშ, რა ხდება? მადლის მიღებით ნამდვილად ვალდებულდება ზნეობრივად ადამიანი და იგი ხდება მადლიერი სიკეთის გამღები ადამიანის მიმართ, მაგრამ ვალდებულდება იგი არა მადლის გამღები ადამიანის მიერ, არამედ თავად ღმერთის მიერ.
მადლიერება არის სულიერი მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს ზნეობრივი ვალდებულების გრძნობას, ჩასახულს ადამიანის გულში კონკრეტული ადამიანის მიმართ კონკრეტული საქციელის გამო, განსაზღვრულს ღმერთის მიერ.
მადლიერების გრძნობა არის იმ ადამიანის წინაშე ზნეობრივი ვალდებულების გრძნობა, რომელმაც მას უანგარო სამსახური გაუწია, ანუ მადლი მიაგო.
მაშ, რას გულისხმობს მცნება „მადლი“?
მადლი არის, ასე ვთქვათ, ის ერთადერთი საბრუნავი ერთეული, რომლის მიღება–გაცემითაც არის საზოგადოებაში დამყარებული საზოგადოებრივი სამართალი, აგებული ზნეობაზე.
ღმერთის წინაშე თავისი წმინდა ვალდებულების აღსრულების შეგნების გარეშე არ არსებობს მადლის შეგნებაც და შესაბამისად, არ არსებობს სიკეთეც.
სიკეთე არის საზოგადოების წევრის მიერ მადლის გაცემა, ანუ ღმერთისთვის ვალის დაბრუნება ადამიანის მიმართ ამა თუ იმ ფორმით გაწეული უანგარო მომსახურებით.
შესაბამისად, მხოლოდ ღირსება, ამღები ღმერთის წინაშე თავის თავზე პასუხისმგებლობისა ოჯახზე, სოფელზე, მხარესა და ქვეყანაზე, არის მქმნელი მადლისა და, აქედან გამომდინარე, სიკეთისა.
არ არსებობს მადლი ღირსების გარეშე. ისევე, როგორც ღირსება, მადლიც არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში, რაც საზოგადოების წევრთა შორის ბადებს ერთმანეთის წინაშე უანგარო მსახურების პრეცენდენტს. საზოგადოებრივი თვითშეგნებიდან გამომდინარე მადლს არა აქვს სხვა მისამართი, გარდა ღმერთისა, თუმცა მჟღავნდება ადამიანების ერთმანეთთან მიმართების უანგარობაში.
რაიმე სიკეთის ქმნით ადამიანი აღასრულებს თავის მიმართებას ღმერთის წინაშე, რაც არის გარანტი ადამიანებთან მიმართების უანგარობისა, ხოლო თუ იგივე ადამიანი იგივე სიკეთეს იქმს ადამიანთან მიმართებაში და არა ღმერთთან მიმართებაში, მაშინვე ჩნდება ანგარება.
ხოლო იქ, სადაც არის ანგარება, არ არის მადლი, – ზნეობრივი ერთეული, რომლის გაცემა–მიღებაც არის საზოგადოებრივი ურთიერთობების სამართლებრივი მოწყობის დაბალანსების საფუძველი.
ეს იმას ნიშნავს, რომ მადლს, გამოვლენილს ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანის მიერ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, არა აქვს სხვა შინაარსი, გარდა ამ ადამიანის მიერ ღმერთის წინაშე მსახურების აღსრულებისა.
მადლიერი საზოგადოების წევრის დავალდებულება დაუბრუნოს სიკეთე სიკეთის მქმნელ საზოგადოების წევრს ხდება არა სიკეთის მქმნელი საზოგადოების წევრის მიერ, არამედ ღმერთის მიერ და ეს თავად სიკეთის მიმღები საზოგადოების წევრის შეგნებიდან გამომდინარეობს.
დასკვნა: სიკეთის ქმნით, ანუ მადლის გაცემით საზოგადოების წევრი არავის არ ავალდებულებს, მაგრამ მადლის მიმღები საზოგადოების წევრი ღმერთის მიერ არის ვალდებული იყოს მადლიერი, ანუ პატივი სცეს საზოგადოების იმ წევრს, რომელმაც გასცა მადლი.
მცნება „პატივისცემის“ განსაზღვრისათვის.
(მცნება „პატივისცემა“ გამოხატავს არსს, რომელიც არის საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრთა ზნეობრივი კონტროლის მექანიზმის საფუძველი)
ადამიანი ღირსეულია, თუ იგი მადლმოსილია, ანუ აკეთებს სიკეთეს ღმერთის სახელით. ხოლო გაწეული სიკეთის საფუძველია მისი ვალდებულების გრძნობა იყოს პასუხისმგებელი ღმერთის წინაშე და ემსახუროს ოჯახს, სოფელს, მხარესა და ქვეყანას. ამავე დროს, საზოგადოების წევრის ღმერთის წინაშე ვალდებულების გრძნობა იყოს პასუხისმგებელი ოჯახის, სოფლის, მხარისა და ქვეყნის ცხოვრებაზე არის საფუძველი მისი ღირსებისა. ანუ ადამიანი იმდენად არის ღირსეული, რამდენადაც იგი ემსახურება ღმერთს, ანუ ღმერთის სახელით უანგაროდ ემსახურება ოჯახს, სოფელს, მხარესა და ქვეყანას.
დასკვნა პირველი: მისი, საზოგადოების წევრის ღირსება განისაზღვრება მისი საქციელის მიხედვით, ანუ საზოგადოების წევრის ღირსება თავად მასზევეა დამოკიდებული.
მაგრამ არის საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობს საზოგადოების წევრი და არის, შესაბამისად, საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ.
ჩვენ აქამდე ვისაუბრეთ საზოგადოების წევრის ღირსების შესახებ. ახლა ჩვენ მიზნად გვაქვს ვისაუბროთ საზოგადოების წევრის ღირსების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ.
კერძოდ, თუ საზოგადოების წევრი არის ღირსეული, მაშინ საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ, აგრეთვე, უნდა იყოს ღირსეული. მცნება, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების წევრის ღირსების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ღირსეულობას, განისაზღვრება სიტყვით „პატივი“.
ერთის მხრივ, არის ღირსება, რომელიც გამოიხატება მისი პატრონის უანგარო სამსახურით ღმერთის მიმართ, ხოლო, მეორეს მხრივ, არის პატივის მიგება, ანუ პატივის–ცემა, რაც არის ღირსეული ადამიანისადმი ღირსეული დამოკიდებულების ფორმა საზოგადოების მხრიდან.
პატივისცემა გულისხმობს საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრის იმ სულიერი ღირსებულებების მიმართ მოწიწიებით დამოკიდებულებას, რაც განსაზღვრავს საზოგადოების წევრის თვითშეგნების რაობას. კერძოდ, ღირსებაცა და პატივისცემაც თავის ერთობლიობაში გულისხმობს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის, როგორც საზოგადოების საერთო ცნობიერების მიღებას საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიერ თავისი თანაცხოვრების საყოველთაო საფუძვლად.
ღირსება იმსახურებს პატივისცემას.
პატივისცემა არის საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრის ზნეობრივი შეფასების კრიტერიუმი და მას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ის, საზოგადოება, თვლის, რომ საზოგადოების წევრი აღასრულებს ღმერთის წინაშე მსახურებას საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით. თუ საზოგადოება პატივს არა სცემს საზოგადოების წევრს, მაშინ იგი თვლის, რომ იგი არ აღასრულებს თავის უწმინდეს მოვალეობას ღმერთის წინაშე, ანუ არის იგი ღირსების არმქონე, ანუ უღირსი ადამიანი.
ხოლო თუ საზოგადოება არა სცემს პატივს საზოგადოების წევრს, ანუ ეპყობა მას უპატივისმცემლოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არა სცნობს მასში იმ სულიერ–ღირებულებითი არსის არსებობას, რასაც გამოხატავს მცნება „ღირსება“. ანუ იმ არსის არსებობას, რაც აძლევს საზოგადოების წევრს, როგორც ფიზიკურ პირს, ცხოვრების საზრისს.
საზოგადოების მხრიდან საზოგადოების წევრის მიმართ უპატივისმცელო დამოკიდებულების შემთხვევაში ფაქტობრივად ხდება საზოგადოების მიერ ჩამორთმევა საზოგადოების წევრისათვის ხმის უფლებისა, რამეთუ არ არსებობს საზოგადოების წევრის პასუხისმგებლობა ოჯახზე, სოფელზე, მხარესა და ქვეყანაზე მისი საბჭოსა და ყრილობაში მონაწილეობისა და საკუთარი ხმის უფლების ქონიების გარეშე. ხოლო ღირსებაშელახული ადამიანის სიტყვას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს საზოგადოებისათვის, რა შემთხვევაშიც ის ვერავითარ პასუხისმგებლობას ვეღარ გასწევს ღმერთის წინაშე ვერც ოჯახის, ვერც სოფლის, ვერც მხარისა და ვერც ქვეყნის მოვლის თვალსაზრისით.
ამიტომ, რათა იყოს ღმერთის მიმართ მსახურების უფლების მქონე, ანუ ღირსეული, საზოგადოების წევრისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ რა დამოკიდებულებაში არის მის მიმართ საზოგადოება. ანუ სცემს თუ არა საზოგადოება მას ღირსეული ადამიანისათვის შესაბამის პატივს.
ანუ გარკვეული გაგებით საზოგადოების მხრიდან პატივისცემა განსაზღვრავს საზოგადოების წევრის უფლებას იყოს ღირსეული, ანუ გასწიოს თავისი უანგარო სამსახური ღმერთისა და საზოგადოების წინაშე.
დასკვნა მეორე: საზოგადოების მხრიდან საზოგადოების წევრის მიმართ პატივისმცემლური დამოკიდებულების არსებობა არის საზოგადოების წევრისთვის ღმერთის წინაშე თავისი წმინდა ვალდებულების აღსრულების აუცილებელი პირობა.
საზოგადოების მხრიდან საზოგადოების წევრის მიმართ პატივისცემა არის ზნეობრივი მანდატი, რომელსაც აძლევს საზოგადოება საზოგადოების წევრს, რათა მან აღასრულოს თავისი წმინდა ვალდებულება ღმერთის წინაშე, რამეთუ მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს საშუალება საზოგადოების წევრს მიიღოს მონაწილეობა საბჭოსა და ყრილობის მუშაობაში, რის გარეშეც შეუძლებელია სოფლის, მხარისა თუ ქვეყნის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება.
მცნება „პატივისცემა“ გამოხატავს არსს, რომელიც არის საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრთა ზნეობრივი კონტროლის მექანიზმის საფუძველი.
თუ კარგად დავაკვირდებით, ჩვენ მივიღეთ საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრთა, ანუ თავისი თავის ზნეობრივი კონტროლის მექანიზმი, რაც თავისი შინაარსით იგივეობრივია საზოგადოების მიერ თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობის პროცესის მიმდინარეობაში საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის დაცვის მექანიზმის არსებობისა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ მივიღეთ საზოგადოების მიერ ეროვნული საუნჯის მოვლა–პატრონობის აღსრულების მექანიზმი.
ჩვენ აქ მოვიყვანეთ არასრული სია იმ სულიერი ღირებულებებისა, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის საქციელის ზნეობრიობის ზოგად შეფასებას საზოგადოების მიერ.
მაგრამ საზოგადოებაში საზოგადოებრივ ურთიერთობათა მოწყობა რომ არ იყოს მკაცრად რეგლამენტირებული, შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოებაში ქაოსის მდგომარეობისაგან თავის დაცვა.
ის ნორმატული მექანიზმი, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, აისახება მცნება „სამართალში“, რის შესახებაც ჩვენ მოგვიხდება ჩვენი აზრის გამოთქმა შემდგომ თავში.
მცნება „სამართალის“ არსის განმარტებისათვის
იმისათვის, რათა შევიმეცნოთ ის არსი, რომელსაც გამოხატავს მცნება „სამართალი“, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, შევეცადოთ გამოვიკვლიოთ თავად სიტყვა „სამართალის“ წარმომავლობა.
გასაგებია, რომ ფუძედ სიტყვისა „სამართალი“ არის სიტყვა „მართ“.
სულხან–საბა ორბელიანის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით „მართ“ განიმარტება შემდეგნაირად:
„ესე არს შედარებით რამ ნაკლებობა და ეგრევე შემსგავსება, რამეთუ ვიტყვით: მართ მის თანა არსო“.
გენიალური განმარტებაა ფუძე „მართ–ის“ განსაზღვრებისათვის.
ანუ შედარებით ნაკლების შემსგავსება იმ არსთან, რომლის მსგავსებაც არის სამაგალითო, ანუ შედარებით ნაკლების მსგავსება ეტალონთან, იდეალთან, ღვთაებრივთან. ანუ შემსგავსება რაიმე არსებულისა ჭეშმარიტებასთან.
ამ ნაშრომში განვითარებული მსჯელობის მიხედვით, ჩვენთვის იდეალურს, ღვთაებრივს წარმოადგენს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, რომელთან მიმართებაშიც შეგვიძლია განვიხილოთ უფრო ნაკლების, ანუ ჩვეულებრივი ადამიანის სულიერი მდგომარეობა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია განვმარტოთ ფუძე „მართ–იდან“ გამომდინარე მრავალ შესაფერის სიტყვათა შინაარსი.
კერძოდ, სიტყვა „მართ–ალ–ი“ აღნიშნავს ადამიანს, რომელიც თავისი საქციელის სულიერი მოტივაციის მიხედვით სიახლოვეს დგას ჭეშმარიტებასთან.
„მართ–ებ–ული“ აღნიშნავს სიტყვას, რომელიც გამოხატავს ამა თუ ის აზრის, ან საქციელის მსგავსებას აგრეთვე ჭეშმარიტებასთან.
„სი–მართ–ლე“, შესაბამისად, აღნიშნავს სიტყვას, რომელიც გამოხატავს აზრს, თავისი შინაარსით შემსგავსებულს ჭეშმარიტებასთან.
„უ–სა–მართლ–ობა“ აღნიშნავს სიტყვას, რომელიც გამოხატავს ვისიმე საქციელის ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ჭეშმარიტებასთან, ანუ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსთან.
„მოსა–მართ–ლე“ აღნიშნავს ადამიანს, რომელიც ადგენს ამა თუ იმ საქციელისა თუ აზრის მართ–ებულ–ობას ანუ მსგავსებას ჭეშმარიტებათან, ანუ რომელიც ადგენს მართ–ალს.
„გა–მართ–ლება“ აღნიშნავს სიტყვას, რომელიც გამოხატავს შედეგს პროცესისას, რომლის დროსაც მოხდა ადამიანის სადაო საქციელის მიტოლება და შედარება ჭეშმარიტებასთან.
სულხან–საბას განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით „მართ–ება“ ნიშნავს ვალად დებას“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ იგი, ანუ ეს განმარტება უშუალოდ ეხმაურება ჩვენს მიერ წარმოდგენას სამართალის, – ამ აშკარად შეფასებითი სულიერ–ღირებულებითი კატეგორიის – როგორც წმინდა ვალდებელებასთან, (ანუ ზნეობის) უშუალო კავშირის მქონე მცნების განსაზღვრასთან.
ამასვე ადასტურებს სულხან–საბას ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „მართ–ვა“ აღნიშვნა, რაც მისი განმარტებით „მრუდის გასწორებას“ აღნიშნავს, ანუ საზოგადოებრივი თვითშეგნების დარღვეული სულიერ–ღირებულებითი არსის აღდგენას ემსახურება.
ბუნებრივია, უკვე ადვილი დასადგენია მცნება „სა–მართ–ალ–ის“ წიაღში არსებული აზრი, რაც გულისხმობს სამართალის სუბიექტთა შორის ურთიერთობათა ისეთ მოწყობას, რომელიც შეესაბამება საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსს.
„სამართალი“ არის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ისეთი სულიერ–ღირებულებითი სისტემის მიხედვით მოწყობა, რომელსაც საფუძვლად უდევს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი.
ზნეობრივი ბალანსი – მცნება „სამართალის“ არსებობის საფუძველი
მაშ, ასე რა იგულისხმება საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამართლებრივ მოწყობაში ანუ რა შინაარსს წარმოადგენს მცნება „სამართალი“?
მცნება „სამართალი“ განიხილება ურთიერთობის სუბიექტთა შორის ურთიერთდამოკიდებულების კონტექსტში და გულისხმობს ერთი სუბიექტის მიერ გაწეულ რაიმე საქციელზე მეორე სუბიექტის მიერ გაწეული რაიმე საქციელის მოქმედების მართლზომიერებას, ანუ იმას, თუ რამედენად შეესაბამება იგი საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსს.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ნაშრომის წინა თავებში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე საზოგადოების სულიერი ცხოვრების სუბიექტებად გვევლინებიან ღმერთი და ადამიანები, რომლთა სიმრავლისგანაც შედგება საზოგადოება.
ხოლო მათი, ანუ ღმერთსა და ადამიანებს შორის ურთიერთობის ზნეობრივი ბალანსი იმაში მდგომარეობს, რომ პირველ–საწყისობრივი სიკეთე არის ღმერთის მიერ შემოქმედებული, რამეთუ პირველად ღმერთმა შექმნა სამყარო, თავად ადამიანი და მის მიერ შედგენილი საზოგადოება და მიუბოძა მას ყოველივე ის, რაც კი გააჩნია, ანუ რასაც ჩვენ ვუწოდეთ ეროვნული საგანძური.
ხოლო ადამიანის მიერ ხდება მხოლოდ და მხოლოდ პასუხის დაბრუნება ღმერთის მიერ გაკეთებულ სიკეთეზე, რაც როგორც საზოგადოების წევრის, ისე მთელი საზოგადოების მიერ არის შესაძლებელი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე მსახურების ანუ მოვლა–პატრონობის ფორმით.
ამიტომ, როდესაც საზოგადოების წევრი ემსახურება თავის ხალხსა და თავის ქვეყანას, ღმერთის მიერ დადგენილი სამართალიდან გამომდინარე იგი მხოლოდ და მხოლოდ უბრუნებს თავის ასე ვთქვათ, პირველსაწყისობრივ ვალს ღმერთს. მისი, საზოგადოების წევრის საქციელი – მსახურება საზოგადოების წინაშე არ განიხილება მის მიერ სიკეთედ საზოგადოებისათვის და არც ერთ შემთხვევაში არა გულისხმობს საზოგადოების მხრიდან საპასუხო სიკეთის დაბრუნებას.
მცნება „სამართალის“ სიღრმისაული შინაარსიდან გამომდინარე იგულისხმება, რომ საზოგადოების წევრი ცხოვრობს (განიცდის ცხოვრებას) ღმერთთან მიმართებაში და არა ადამიანთან მიმართებაში.
როგორც საზოგადოების წევრის, ისე მთელი საზოგადოების მიერ ღმერთისთვის ვალის დაბრუნება, რაც გამოიხატება რაიმე კონკრეტული მსახურების აღრსულებით ანუ რაიმე კონკრეტული სიკეთის ქმნით, ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში არის დასრულებული საქციელი და იგი წარმოადგენს დასრულებულ ზნეობრივ, და აქედან გამომდინარე, სამართლებრივ აქტსაც.
ეს არის ღმერთის მიერ დადგენილი საზოგადოებრივი სამართალის არსებობის ზნეობრივი საფუძველი.
საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაზრისით კი სამართალი არის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მოწყობის ისეთი მენტალური ინსტრუმენტი, რომლის არსებობისა და ფუნქციონირების პირობებშიც საზოგადოების ნებისმიერ წევრს აქვს საშუალება დაუბრუნოს ღმერთს წმინდა ვალი მშობელი ერისა და მშობლიური ქვეყნის პატრონობის ფორმით. ანუ სამართალის არსი მდგომარეობს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ისეთ მოწყობაში, რომლის დროსაც საზოგადოების წევრისთვის გარანტირებულია ცხოვრების ძირითადი აზრის არსებობა – იყოს ადამიანი, ანუ იყოს ზნეობრივი.
ანუ მცნება „სამართალი“ გულისხმობს საზოგადოებრივი წყობისა და საზოგადოებრივ ურთიერთობათა ისეთი ნორმებისა და პრინციპების მიხედვით მოწესრიგებას, რომლის დროსაც როგორც საზოგადოების ნებისმიერ წევრს, ისე მთელ საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა აღასრულოს თავისი უპირველესი მისია, დაუბრუნოს ღმერთს წმინდა ვალი, რაც გულისხმობს ეროვნული საუნჯის მოვლა–პატრონობასა და მომავალი თაობებისათვის გადაცემას.
სამართლიანობის მისია – საფუძველი საზოგადოებრივი სამართალის განხორციელებისა
წინა თავში ჩვენ შევეცადეთ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა მცნება „სამართალის“ შესახებ, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, წარმოადგენს ერთადერთ პირობას, რომლის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი რომ როგორც საზოგადოებამ, ისე საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა აღასრულოს თავისი უპირველესი მისია – ადამიანობა, რაც ნიშნავს ღმერთისთვის თავის წმინდა ვალის დაბრუნების მისიას.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ თუ, ერთის მხრივ, საზოგადოებრივი ზნეობა გვევლინება საზოგადოებრივი სამართალის არსებობის საფუძვლად, მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი სამართალი წარმოდაგენს საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწყობის იმ ნორმატულ ბაზას, რომლის პირობებშიც არის შესაძლებელი საზოგადოებრივი ზნეობის არსებობა.
შესაბამისად, საზოგადოებრივი სამართალის, როგორც საზოგადოებრივი ზნეობრიობის არსებობისათვის აუცილებელი პირობის მოშლის შემთხვევაში იშლება მთლიანად საზოგადოებისა თუ საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიერ თავისი ფუნდამენტალური მისიის განხორციელების შესაძლებლობა, ანუ საზოგადოებრივი ზნეობრიობის არსებობის შესაძლებლობა.
ამდენად, საზოგადოებრივი სამართლის დაცვა როგორც საზოგადოების, ისე მისი ნებისმიერი წევრისათვის წარმოადგენს ისეთივე ფუნდამენტალური მნიშვნელობის მიზანს, როგორც თავად ზნეობრიობა.
აქედან ჩნდება კიდევ ერთი ფუნქცია როგორც საზოგადოების, ისე მისი ნებისმიერი წევრისათვის, რომელიც მდგომარეობს საზოგადოებაში სამართალის დაცვისკენ აუცილებლად და გარდაუვალად ლტოლვაში.
საზოგადოებრივი სამართალის დაცვისაკენ მთლიანად საზოგადოებისა თუ მისი ნებისმიერი წევრის აუცილებელსა და გარდაუვალ ლტოლვას, როგორც გარკვეული არსს, ჩვენ მივცეთ დამოუკიდებელი არსებობის საშუალება და გამოვხატოთ მცნებით „სამართლიანობის მისია“.
მცნება „სამართლიანობის მისია“ სათავეს იღებს საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესში საზოგადოების რომელიმე წევრის მიერ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის დარღვევის შემთხვევაში საზოგადოების დანარჩენ წევრთა მისწრაფებაში დაუყოვნებლივ აღადგინონ იგი.
ანუ სამართლიანობის მისია არის მისია, აღსასრულებელი საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრის მიერ და იგი გამოიხატება საზოგადოებაში სულიერ–ღირებულებითი არსის დარღვევის შემთხვევაში მისი აღდგენისკენ სწრაფვაში.
სამართლიანობის მისია თავისებურად არის საზოგადოების მიერ თავისი თავის, როგორც ერთიანი მთლიანი ერთეულის დაცვის იმუნიტეტის გამოხატულება.
ვინც არ უნდა დაარღვიოს სულიერ–ღირებულებითი არსი, საზოგადოების არსებობის ეს ფუნდამენტი, საზოგადოების ნებისმიერი წევრის მისიას წარმოადგენს უეჭველად აღადგინოს იგი, საზოგადებრივი თვითშეგნების დარღვეული სულიერ–ღირებულებითი არსი, რაც, პირდაპირ უტოლდება ღმერთის წინაშე გაწეულ სამსახურს და, გარკვეული გაგებით, ღმერთისადმი მის მიერ გაწეული პირველ–საწყისობრივ სიკეთეზე სიკეთით გადახდის ტოლფასია.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სამართლიანობის მისია, რომელიც არის წმინდად აღსასრულებელი საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრისათვის, არის გარანტი საზოგადოებრივი სამართალისა, და, შედეგად, საზოგადოების მიერ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მარადი მოვლა–პატრონობისა, რაც თავისი არსით ტოლფასია საზოგადოებრივი ზნეობრიობისა.
საზოგადოების მიერ სამართლიანობის მისიის აღსრულების მენტალური მექანიზმების რაობის განსაზღვრისათვის
განვიხილოთ მაგალითი, რომლის დროსაც საზოგადოების ერთი წევრი არ მოექცა ღირსეულად საზოგადოების მეორე წევრს, ანუ მოეპყრა უპატივისმცემლოდ.
ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაირღვა სამართლიანობა.
გამომდინარე საზოგადოებრივი სამართალიდან და გამომდინარე სამართლიანობის მისიიდან, რა უნდა ქნას საზოგადოების იმ წევრმა, რომელსაც დაუმსახურებლად უპატივისმცემლოდ მოეპყრნენ?
ერთის მხრივ, საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით საზოგადოების ნებისმიერი წევრი, (მათ შორის, როგორც საზოგადოების ის წევრი, რომელსაც უპატივისმცემლოდ მოეპყრა საზოგადოების მეორე წევრი (ანუ დაზარალებული), ასევე საზოგადოების ის მეორე წევრიც, რომელიც უპატივისმცემლოდ მოეპყრა საზოგადოების პირველ წევრს (ანუ დამნაშავე), ვალდებულია თავისი მოღვაწეობით მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის წინაშე, რის გამოც, შესაბამისად,
1. მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის წინაშე აგებს პასუხს
და
2. მხოლოდ და მხოლოდ თავის საქციელზე აგებს პასუხს.
საზოგადოების ნებისმიერი წევრის პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ თავის საკუთარ საქციელზე და არამც და არამც სხვა გარეშე ადამიანის საქციელზე.
იმდენად, რამდენადაც დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ უპატივისმცემლობის გამოჩენა არის სხვა ადამიანის, და არა მისი, დაზარალებულის საქციელი, რომელიც, შესაბამისად, არის იმ სხვა, საზოგადოების მეორე წევრის, და არა მისი, დაზარალებულის პასუხისმგებლობის არე, ამიტომ, ბუნებრივია, თავად იგი, დაზარალებული არ აგებს პასუხს ღმერთის წინაშე საზოგადოების იმ წევრის საქციელზე, რომელმაც დაარღვია სულიერ–ღირებულებითი არსი. ანუ, საზოგადოების მეორე წევრის ანუ დამნაშავის საქციელი ეხება დამნაშავის ზნეობრიობას და არა მისი, დაზარალებულის ზნეობრიობას.
დაზარალებულის ზნეობრიობას ეხება მხოლოდ და მხოლოდ მისი, დაზარალებულის საქციელი იმ თვალსაზრისით, ცხოვრობს და მოღვაწეობს თუ არა იგი, იმ კონოკრეტულ შემთხვევაში დაზარალებული საზოგადოებაში სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით, და რამდენად არის უზრუნველყოფილი ნებისმიერ მომენტში მისი საქციელით მისი ღირსება.
თუ საზოგადოების მეორე წევრმა, ანუ დამნაშავემ დაარღვია სულიერ–ღირებულებითი არსი, ეს არის მისი, დამნაშავის პრობლემა, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი, საზოგადოების მეორე წევრი იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დაარღვია მან საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, დადგა ზნეობის გარეშე.
მაგრამ, მეორეს მხრივ, დამნაშავის საქციელი არის მთელი საზოგადოების პრობლემა, რამეთუ საზოგადოება მოწოდებულია დაიცვას სამართლიანობა, შესაბამისად, საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, როგორც ერთადერთი სულიერი საფუძველი თავისი სრულ მთლიანობაში არსებობისა, რაშიც გამოიხატება მისი, საზოგადოების ზნეობრიობა და ღირსება.
აცხოვროს თავისი თავი საზოგადოებამ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით, ეს არის ამოცანა მთელი საზოგადოებისა, რომელსაც ის ახორციელებს ისეთი სოციალური ინსტიტუტების საშუალებით, როგორიც არის საბჭო და ყრილობა.
ამ ორი სოციალური ინსტიტუტის საშუალებით წარმართული საზოგადოება წყვეტდა ყველა პრობლებას, რომელიც კი ექმნებოდა თავისი ნებისმიერი წევრის მიერ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის დარღვევის შემთხვევაში. მის მიერ გამოტანილი განაჩენი ყოველთვის ემსახურებოდა დარღვეული სულიერ–ღირებულებითი არსის აღდგენას, ანუ სამართლიანობის აღდგენას.
საქციელი საზოგადოების მეორე წევრისა, დამნაშავისა, რომელიც უპატივისმცემლოდ მოეპყრა საზოგადოების პირველ წევრს, ანუ დაზარალებულს, არის პრობლემა მთელი საზოგადოებისათვის იმ თვალსაზრისით, რომ იგი, საზოგადოების მეორე წევრი საზოგადოებაში არღვევს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსს, რაც, როგორც მოვლენა, ცალსახად საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და რისი აღდგენაც წარმოადგენს ღმერთის წინაშე როგორც საზოგადოების ნებისმიერი წევრის, ისე ერთობლიობაში მთელი საზოგადოების წმინდა პასუხისმგებლობის ზონას.
როგორც საზოგადოებას, ისე მის ნებისმიერ წევრს თავისი ზნეობრიობიდან გამომდინარე, უფლება არა აქვს არ აღადგინოს ზნეობრიობა იქ, სადაც იგი იქნა დარღვეული, ანუ არ გამოასწოროს ის დარღვევა, რომელიც დაშვებული იქნა (მიუხედავად პერსონალური პასუხისმგებლობის ვინაობისა) საზოგადოებაში.
ისეთივე თვალსაზრისით შეიძლება დავაყენოთ საკითხი დაზარალებულის პასუხისმგებლობის შესახებ დამნაშავის მიერ ჩადენილი საქციელის მიმართ და ვთქვათ, რომ იგი იმგვარადვეა პასუხისმგებელი აღადგინოს დარღვეული საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, როგორც საზოგადოების ნებიმისმიერი სხვა წევრი და მთლიანად საზოგადოება, რამეთუ ეროვნული საგანძურის მოვლა–პატრონობა წარმოადგენს თითოეული მათგანის და მათი ერთობლიობაში ცხოვრებისეული მოღვაწეობის ძირითად აზრსა და მოტივაციას.
მისია დარღვეული საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის აღდგენისა არის მისია სამართლიანობისა, რომლის აღსრულებაც არის საზოგადოების ნებისმიერი წევრის წმინდა მოვალეობა და იგი ადამიანობის კრებითი მისიის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც აღსრულება მისიათა „მამობისა“, „შვილობისა“, „მეზობლობისა“ და ასე შემდეგ.
მას შემდეგ, რაც განვსაზღვრეთ ჩვენი დამოკიდებულება იმის შესახებ, რომ სამართლიანობის მისიის აღსრულება შეადგენს საზოგადოების ნებისმიერი წევრის მოვალეობას, ჩვენ უკვე შეგვიძლია გარკვევით გავცეთ პასუხი ჩვენს მიერვე მცირე ხნის წინ დასმულ კითხვას იმის შესახებ:
1. თუ როგორ უნდა მოიქცეს იგივე საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით დაზარალებული, რომელსაც დამნაშავე უსამართლოდ მოეპყრა?
2. თუ როგორ უნდა მოიქცეს დამნაშავის მიმართ საზოგადოება, რომლისთვისაც საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიერ დარღვევა სულიერ–ღირებულებითი არსისა წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენას?
სამართლიანობის მისია მდგომარეობს დარღვეული ზნეობრიობის აღდგენაში და ეს არის ვალდებულება არა მხოლოდ საზოგადოების იმ წევრისა, რომელსაც პიროვნულად მიაყენეს კონკრეტულ შემთხვევაში ზიანი და რომელმაც უპირველესად აქვს ინფორმაცია ამ დარღვევის შესახებ, არამედ ეს არის ვალდებულება როგორც საზოგადოების ნებისმიერი სხვა წევრისა, ისე მთლიანად საზოგადოებისა.
სამართლიანობის მისიის აღსრულება საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიერ ღმერთის წინაშე თავისი წმინდა ვალდებულების აღსრულების ტოლფასია.
სამართლიანობის მისიით საზოგადოების საყოველთაო განმსჭვალულობა წარმოადგენს საზოგადოებაში საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის შეულახველობის გარანტს, რაც, თავისი არსით, საზოგადოების მარადი არსებობის საფუძველია.
სამართლიანობის მისიის აღსრულებით როგორც საზოგადოების ნებისმიერი წევრი, ისე მთელი საზოგადოება იღწვის საზოგადოებრივი ორგანიზმის ჯანმრთელობის დაცვისათივის, რაც საზოგადოების მხრიდან ეროვნული საუნჯის მოვლა–პატრონობის ტოლფასია.
საზოგადოებაში საზოგადოების წევრთა მიერ ღმერთის წინაშე სამართლიანობის მისიის საყოველთაო აღსრულების წმინდა ვალდებულებაზე არის აგებული საზოგადოების სამართლებრივი მოწყობა და იგი, ანუ საზოგადოებაში საზოგადოების წევრთა მიერ სამართლიანობის მისიის საყოველთაო აღსრულების წმინდა ვალდებულება წარმოადგენს ღმერთის წინაშე როგორც საზოგადოების წევრთა, ისე მთელი საზოგადოების მსახურების ერთ–ერთ ფუნდამენტალურ პირობას.
თუ სამართლიანობა არის აღდგენა საზოგადოებრივი თვითშეგნების დარღვეული სულიერ–ღირებულებითი არსისა, მაშინ, ბუნებრივია, საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის დარღვევა საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიერ არის უსამართლობა.
ხოლო საზოგადოების სამართალი არის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ისეთი მოწყობა, რომლის ფუნქციაც არის უსამართლობის აღმოფხვრა და სამართლიანობის აღდგენა.
ანუ სამართალის ფუნქციას წარმოადგენს შემდეგი: უსამართლობა, მის ნებისმიერ გამოვლინებაში, არის აღსადგენი სამართლიანობით.
როგორ არის შესაძლებელი სამართლიანობის აღდგენა საზოგადოების მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ კი საზოგადოების რომელიმე წევრმა დაარღვია საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, რაც, ყოველთვის გამოიხატება საზოგადოების სხვა წევრის მიმართ ჩადენილ რაიმე საქციელში?
სამართლიანობის აღდგენის სულიერ–ღირებულებითი ინსტრუმენტის განსაზღვრებისათვის
ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა გავიგოთ, თუ სამართლიანობის აღდგენის რა სულიერ–ღირებულებითი ინსტრუმენტით არის აღჭურვილი საზოგადოება, რომლის არსებობის პირობებშიც მას აქვს საშუალება გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოების იმ წევრზე, რომელმაც თავს ნება მისცა დაერღვია საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი.
წინადაწინ ვიტყვით, მენტალური ინსტრუმენტი საზოგადოების ნებისმიერ წევრზე ზემოქმედებისა, რომელიც აქვს საზოგადოებას, არის დადგენილი „პატივის ცემისა“ და „პატივის აყრის“ ღირებულებებზე.
მაგრამ იმისათვის, რათა თვალნათლივ გავისიგრძეგანოთ, თუ რას გულისხმობენ მცნებანი „პატივის ცემა“ და „პატივის აყრა“, ამისათვის საჭიროდ ვთვლით, უფრო დაწვრილებით განვმარტოთ, თუ რას გულისხმობს თავად მცნება „პატივი“.
როგორც ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, თუ საზოგადოების წევრი არის ღირსეული, მაშინ საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ აგრეთვე უნდა იყოს ღირსეული. მცნება, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების წევრის ღირსების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ღირსეულობას, განისაზღვრება სიტყვით „პატივი“.
მცნება „ღირსება“ გამოხატავს საზოგადოების წევრის სულიერ მდგომარეობას ზნეობრიობის თვალსაზრისით, რომელიც თავისი არსით ასახავს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსს, ხოლო მცნება „პატივი“ არის საზოგადოების მხრიდან მცნება „ღირსების“ შესაფერისი შეფასების კრიტერიუმი.
ანუ არის მცნება „ღირს–ეულ–ი“, რაც გულისხმობს საზოგადოების წევრს, რომელიც თავის თავად ზნეობრიობის მდგომარეობაშია, და არის მცნება „პატი(ვ)–ოსან–ი“, რომელიც გულისხმობს ადამიანს, რომლის მიმართაც საზოგადოებას აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ საზოგადოების ეს წევრი არის ზნეობრიობის მდგომარეობაში.
მცნება „პატივი“ გულისხმობს საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრში ღირსების აღიარებას.
სიტყვა „პატივი“ გარკვეული გაგებით არის სიტყვა „ღირსების“ სინონიმი და გამოხატავს იგივე არსს, რასაც თავად სიტყვა „ღირსება“, მაგრამ არა არსის გამოხატვის თვალსაზრისით, არამედ ამ არსის შეფასების თვალსაზრისით.
საზოგადოების წევრის ღირსება არსებობს თავისთავად, გამომდინარე საზოგადოების წევრის ზნეობრიობიდან, ანუ ღმერთთან დამოკიდებულებიდან, ხოლო პატივი, როგორც ასეთი, რომლის მფლობელიც შეიძლება იყოს საზოგადოების წევრი, არ არსებობს საზოგადოების დამოკიდებულების გარეშე, რამეთუ მცნება „პატივი“ გამოხატავს საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრის ღირსეულობის აღიარებას.
საზოგადოების წევრის ღირსეულობა არის საგანი საზოგადოების წევრის მიერ თავისი თავის თვითშეგრძნებისა, ხოლო საზოგადოების წევრის პატი(ვ)ოსნობა არის საგანი საზოგადოების წარმოდგენისა საზოგადოების წევრის ღირსეულობის შესახებ.
საზოგადოების წევრის მიერ თავისი ღირსების აღქმა მდგომარეობს მის სულიერ მდგომარეობაში და ეს არის მცნება „ღირსების“ ობიექტური არსი.
საზოგადოების წევრის პატი(ვ)ოსნობა ანუ პატიოსნება განიხილება საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრის ღირსებასთან დამოკიდებულების კონტექსტში და ეს არის მცნება „პატიოსნების“ ობიექტური არსი.
მცნება „პატივ–ისა“ და მისი ფუძიდან წამომდგარი ყველა სიტყვებისა, ისეთებისა, როგორებიც არიან სიტყვები – „პატივის აყრა“, ან შინაარსით მისი საპირისპირო მცნება – „პატივის–ცემა“, ან „პატიება“ ანუ „პატი(ვ)–ებ–ა“, „პატიების თხოვნა“, „გა–პატი(ვ)ო–სნება“, „პატივ–მოყვარეობა“ და ასე შემდეგ, შინაარსობრივ საფანელად უდევთ:
1. საზოგადოების დამოკიდებულება საზოგადოების წევრის მიმართ.
2. საზოგადოების წევრის დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ.
3. კონტექსტი, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოების წევრის ზნეობასა და ამ ზნეობასთან საზოგადოების დამოკიდებულებასთან.
ზემოთ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, თუ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების წევრისათვის საზოგადოების მხრიდან მისი ღირსეულობის აღიარებას, ანუ პატივის–ცემას.
პატივისცემა არის მანდატი ზნეობრიობის შესაძლებლობისა, ანუ ღმერთის წინაშე თავისი წმინდა ვალდებულების აღსრულებისა საზოგადოების წევრისათვის საზოგადოების მხრიდან.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების წევრმა ჩაიდინა ისეთი საქციელი, რის გამოც საზოგადოებამ ჩათვალა, რომ მან დაარღვია საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, ანუ მან დაარღვია ის არსი, რომელსაც გამოხატავს მცნება „ღირსება“, მაშინ საზოგადოება შესაბამისად მისი უღირსო მდგომარეობისა აღარა სცემს პატივს საზოგადოების წევრს, რომლის მიხედვითაც საზოგადოების წევრს ერთმევა საშუალება და უფლება მიიღოს საზოგადოებასთან ერთად მონაწილეობა სოფლის, მხარისა და ქვეყნის მართვაში, და ამით აღასრულოს მან საზოგადოებასთან ერთად ღმერთის წინაშე აღსასრულებელი სამსახური.
მას შემდეგ, რაც საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას, რომ საზოგადოების წევრი მოიქცა უღირსად, იმ მომენტიდან იგი მას „ჰყრის პატივს“, ანუ ართმევს მანდატს ღმერთის წინაშე სამსახურისა სულიერ–ღირებულებითი არსის მიხედვით თავისი სოფლის, მხარისა და ქვეყნის მოვლა–პატრონობის თვალსაზრისით.
საზოგადოება ამგვარ გადაწყვეტილებას იღებდა სოფლის საბჭოსა ან სოფლის ყრილობაზე და ითვლებოდა იგი უდავოდ და საყოველთაოდ მისაღებად საზოგადოების დანარჩენი წევრებისათვის.
საზოგადოების პატივ–აყრილი წევრი აღარც სოფლის საბჭოსა და ყრილობაზე დაიშვებოდა, აღარც მისსას ქალს ითხოვდა ვინმე და არც მის ვაჟს გაატანდა ვინმე ქალს; არც დაიტირებდა ვინმე და არც მიწას მიაყრიდა.
ამ უკიდურეს აქტს საზოგადოების მხრიდან საზოგადოების წევრის მიმართ ეწოდებოდა „მოკვეთა“.
ხოლო საზოგადოების ის წევრი, რომელიც საბჭოს ან ყრილობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაარღვევდა, თავად ხდებოდა მოკვეთის ობიექტი.
„მოკვეთა“ ანუ „პატივის აყრა“ საზოგადოების წევრისთვის იყო ზნეობრივი სიკვდილის ტოლფასი, რაც მის ცხოვრებას საერთოდ უკარგავდა აზრს.
მიუხედავად თავისი სიმკაცრისა, საზოგადოების რომელიმე წევრის მიერ ჩადენილი უღირსი საქციელის დასჯის მექანიზმი წარმართულ საზოგადოებაში მიმართული იყო საზოგადოებაში საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის არსებობის ხელშეუხებლობაზე, და არა საზოგადოების წევრის დასჯაზე, როგორც ასეთზე; უკეთ რომ ვთქვათ, საზოგადოება სჯიდა საზოგადოების წევრს არა მისი დასჯის მიზნით, არამედ დარღვეული სამართლიანობის, ანუ დარღვეული სულიერ–ღირებულებითი არსის აღდგენის მიზნით, რაც საზოგადოების ცხოვრებისათვის თავისი მნიშვნელობით გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მისი ერთი რომელიმე წევრის ხვედრი.
სასჯელის გამოსყიდვის ზნეობრივი ასპექტი
საზოგადოებისაგან საზოგადოების წევრის „მოკვეთის“ შემდეგ საზოგადოების წევრის ცხოვრება ჰკარგავდა აზრს, რაც პიროვნული ტრაგედიის ტოლფასი იყო იმის გამო, რომ, ერთის მხრივ, იგი დამნაშავე იყო ღმერთთან და ღმერთი აღარ მიიღებს მის სამსახურს, ხოლო მეორეს მხრივ, იგი დამნაშავე იყო საზოგადოებასთან და საზოგადოება აღარ მიიღებს მის სამსახურს.
შესაბამისად, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში საზოგადოების წევრი, ჩავარდნილი ამგვარ მდგომარეობაში, განიცდიდა სინდისის ქეჯნას, რის გამოც, შესაბამისად, მისი ცხოვრების ძირთადი მიზანი ხდებოდა, როგორმე აღიდგინა ღირსეული ანუ პატივისმცემლური დამოკიდებულება როგორც ღმერთის, ისე საზოგადოების მხრიდან.
სინდისის მცნების განმარტებისათვის
იმისათვის, რათა განვმარტოთ მცნება „სინდისის ქეჯნა“, ამისათვის საჭიროა განვმარტოთ ის, თუ რას გამოხატავს თავად მცნება „სინდისი“.
სინდისი არის საზოგადოების წევრის ზნეობრივი იმუნიტეტი საზოგადოებაში თავისი უპირველესი მისიის – ადამიანობის – აღსრულების შესახებ.
ანუ თუ ფიზიკური პირი აღასრულებს თავის უპირველეს მისიას, იყოს ადამიანი, მაშინ იგი ზნეობრივად კომფორტულად გრძნობს თავს, იგი აღასრულებს ღმერთის მიმართ სამსახურს, რისი სახელითაც უვლის ოჯახს, სოფელს, მხარესა და ქვეყანას. უფრო მეტსაც ვიტყვით, საზოგადოების წევრს არანაირად არ შეუძლია, რომ არ იყოს ზნეობრივი, რამეთუ სხვა შემთხვევაში არა აქვს მოტივაცია არც მის არსებობას, არც საზოგადოების სოციალურ მოწყობას, და არც სამართალს, რის გამოც მისი ცხოვრება სართოდ კარგავს აზრს.
სინდისი არის საზოგადოების წევრის ზნეობრივი იმუნიტეტი და გულისხმობს მის მიერ თავისი საქციელის ზნეობრიობის განცდას თავის თავში.
შესაბამისად, თუ საზოგადოების წევრმა ჩაიდინა ისეთი საქციელი, რომელიც არ ეტევა ზნეობრიობის ფარგლებში, ანუ თუ მან დაარღვია საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი, მაშინ ის, საზოგადოების წევრი, განიცდის ზნეობრივ დისკომფორტს:
ა. ღმერთის მიმართ, რამეთუ მან ჩაიდინა საქციელი, რომელიც არ შეესაბამება ღმერთის წინაშე სამსახურის აღსრულების პრინციპებს,
ბ. საზოგადოების მიმართ, რამეთუ მან თავისი საქციელით ეჭვქვეშ დააყენა საზოგადოებაში თავისი ფუნქციონირების სტატუსი, რაც არის საფუძველი საზოგადოების მხრიდან მისი უპირველესი მისიის – ადამიანობის – აღსრულების უფლების ჩამორთმევისა. (ანუ „პატივის აყრისა“, ანუ „მოკვეთისა“).
ამ შემთხვევაში საზოგადოების წევრი განიცდის ზნეობრივ დისკომფორტს, რომელიც გამოიხატება სიტყვით „სინდისის ქეჯნა“.
თუ ადამიანს აქვს სინდისის გრძნობა, მაშინ მას აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა როგორც ღმერთის წინაშე, რამეთუ არის ის მის მიმართ წმინდა ვალში, ასევე საზოგადოების მიმართ, რამეთუ არ შეუძლია მას, საზოგადოების წევრს, საზოგადოების მხრიდან მისი საქციელის ღირსეულობის აღიარების ანუ პატივისცემის გარეშე თავისი მისიის – ადამიანობის – აღსრულება.
ხოლო თუ საზოგადოების წევრს, რომელმაც დაარღვია სულიერ–ღირებულებითი არსი, გააჩნია პასუხისმგებლობა როგორც ღმერთის, ისე საზოგადოების წინაშე, ანუ თუ მას გააჩნია სინდისი, მაშინ იგი საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის თავისსავე მიერ დარღვევის შემთხვევაში აუცილებლად განიცდის შინაგანი დისკომფორტის ისეთ მდგომარეობას, რომელიც გამოიხატება მცნებაში „სინდისის ქეჯნა“.
მცნება „სირცხვილის“ განმარტებისათვის
სინდისის ქეჯნის დამახასიათებელი გრძნობაა სირცხვილის გრძნობა, თუმცა მათ აქვს განსხვავებული შინაარსი. კერძოდ, თუ „სინდისის ქეჯნა“ დაკავშირებულია საზოგადოების წევრის მიერ სულიერ–ღირებულებითი არსის თავისგანვე დარღვევის გამო, და გულისხმობს განცდას თავის თავში, სირცხვილის გრძნობას საზოგადოების წევრი განიცდის ვისიმე მიმართ, რამეთუ სირცხვილის გრძნობა განისაზღვრება ვისიმე მიმართ და არა საკუთარ თავში.
შევეცდებით, დავასაბუთოთ წარმომავლობა ისეთი სიტყვისა, როგორიც არის „სირცხვილი“.
თუ მოვახდენთ ამ სიტყვის ელემენტარულ ანალიზს, მივიღებთ:
სი–რცხვ–ილი, სადაც გასაგებია, რომ „სი–“ არის პრეფიქსი, „–ილი“ არის სუფიქსი, ხოლო „–რცხვ–“ არის ფუძე.
საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს ფუძე „რცხ(ვ)“.
სულხან–საბა ორბელიანის ლექსიკონის განმარტებით:
რაცხ: გან–რაცხ–ილ, შე–ე–რაცხ–ა, შე–რაცხ–ა, შე–უ–რაცხ–ებ–ა.
შე–რაცხ–ვა, ესე იგი, მიკუთვნება რაიმესი რაიმესთან.
აქედან მოდის სიტყვა „აღრიცხვაც“:
აღ–რაცხ–ვა ანუ აღ–რიცხვ–ა
„რაცხ–ვა“ და აქედან „რაცხ–ვი“, ანუ „რიცხვ–ი“, ანუ „აღ–რიცხვ–ული“, ანუ თავისი შინაარსით სიტყვა „რიცხვი“ ნიშნავს რაიმეს მიკუთვნებულს რაიმესთან, ანუ შკალასთან მიზომებულს.
როგორცა ჩანს, აქედანვე იღებს სათავეს სიტყვა „შერცხვენა“.
კერძოდ, სიტყვა „შე–რაცხ–ვ–ნა“ ნიშნავს საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრის მიკუთვნებას იმ კატეგორიასთან, რომელმაც დაარღვია საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი. ხოლო აქედან იღებს დროის განმავლობაში გარდაქმნათა ჯაჭვი სათავეს:
შე–რაცხ–ვ–ნა, ანუ შე–რ(ა)ცხ–ვ–(ე)ნა, („ა“ ამოვარდა, „ე“ დაემატა და მივიღეთ სიტყვა „შე–რცხვ–ე–ნა“.
ანუ სიტყვიდან „შე–რაცხვ–ნა“ („მიკუთვნება“) მივიღეთ სიტყვა „შე–რცხვ–ენა“.
ხოლო სიტყვიდან „შე–რცხვ–ე–ნა“ მიღებულია სიტყვა „სი–რცხვ–ილი“, რომელიც არის წარმოებული სიტყვა მსგავსად იმისა, როგორც, მაგალითად, სიტყვიდან – „ნათელი“ არის მიღებული სიტყვა – „სი–ნათ–ლე“,
თუ სიტყვა „შე–რცხვ–ენ–ა“ ნიშნავს საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრის მიკუთვნებას სულიერ–ღირებულებითი არსის დამრღვევთა, ანუ უზნეოთა კატეგორიას, მაშინ სიტყვა – „სი–რცხვ–ილი“ გამოხატავს განცდას თავად საზოგადოების წევრისა იმ საზოგადოების მიმართ, ან საზოგადოების იმ წევრის მიმართ, რომლის წინაშეც მან დაარღვია სულიერ–ღირებულებითი არსი ანუ ჩაიდინა უზნეო საქციელი.
მცნება „დანაშაულის“ ზნეობრივ–სამართლებრივი წარმომავლობის დადგენისათვის
როდესაც ადგილი აქვს საზოგადოების წევრის მიერ საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის დარღვევის ფაქტს, რომელიც ცნობილი გახდა საზოგადოებისათვის, მაშინ, როგორც შესაბამისი რეზულტატი, უეჭველად ადგილი აქვს საზოგადოების მიერ საზოგადოების ამ წევრის უპა–ტი(ვ)ოსნოთა რიგებში შე–რაცხვ–ნის ანუ შერცხვენის პროცესს, რის შედეგადაც საზოგადოების წევრი კარგავს ხმის უფლებას, ანუ უფლებას იყოს პასუხისმგებელი როგორც ოჯახზე, ისე სოფელზე, მხარესა და ქვეყანაზე, რამეთუ მას საზოგადოების მიერ შერცხვენის შემდეგ იქ, სადაც წყდება ერის ბედი, „ფეხი აღარ დაედგმევინება“.
ამ თავის სათაურის მიხედვით ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს, თუ რას ნიშნავს სიტყვა „დანაშაული“ და როგორია მისი ზნეობრივ–სამართლებრივი წარმომავლობა.
თუ სიტყვა „შერცხვენილი“, რომელშიც იგულისხმება საზოგადოების წევრი, შერაცხული საზოგადოების მიერ „უპატიოსნოთა“ რიგებში, განიხილება საზოგადოებასთან მიმართებაში უპირატესად საზოგადოებრივი ზნეობრიობის დარღვევის თვალსაზრისით, სიტყვა „დამნაშავე“ თავის თავში გულისხმობს იგივე შინაარსს, ოღონდ საზოგადოების სამართლებრივი მოწყობის დარღვევის თვალსაზრისით.
ზნეობა არის სულიერი კატეგორია და დაკავშირებულია საზოგადოების მიერ თავისი თავის ზნეობრიობის განცდასა და შეგნებასთან, ემსახურება თუ არა იგი ღმერთს, ანუ როგორია მისი ღმერთთან დამოკიდებულბა, ხოლო სამართალი არის ზნეობრივი კატეგორიისათვის სოციალური სტატუსის მიმცემი ნორმატული არსი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას შეუძლია თვითორიენტირდეს იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ მისი არა თუ მხოლოდ რაიმე კონკრეტული საქციელი, არამედ ზოგადად მისი მოღვაწეობაც რეალურ რეჟიმში იყოს ზნეობრივი, ანუ განმსჭვალული ღვთისმსახურებით.
თუმცა სამართალს ზნეობით უდგას სული, მაგრამ დიდი განსხვავება ზნეობასა და სამართალს შორის არის ის, რომ მათ შორის პირველი, ზნეობა, არის მომცემი ადამიანისა და საზოგადოებისათვის ცხოვრების საზრისისა, და განიხილება იგი ღმერთთან მიმართებაში, ხოლო მეორე, სამართალი, წარმოადგენს საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ ველს და განიხილება იგი საზოგადოების წევრების ერთმანეთთან მიმართების კონტექსტში.
როგორც ზნეობა, ისევე სამართალი თავის არსში არის დადგენილი ღმერთის მიერ, ორივე საზოგადოებისავის არის უზენაესის მნიშვნელობის მქონე და მათ შორის ორივეს აქვთ ერთი ძირი და ერთი წარმომავლობა.
სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების საზოგადოებაში გამოვლინების ფორმა არის კანონი, რომლის მიხედვითაც ხდება საზოგადოების წევრთა ურთიერთობის რეალური მოწესრიგება.
ხშირად გაგვიგია კანონის უზენაესობის შესახებ, რაც თავის არსში შეესაბამება ჭეშმარიტებას იმ თვალსაზრისით, რომ კანონი, დამკვიდრებული სამართლებრივ ნორმებსა და პრინციპებზე, უშუალოდ გამოხატავს ზნეობის არსს და იცავს საზოგადოებაში საზოგადოების თითოეული წევრის უფლებას გასწიოს თავისი უპირველესი მისია – იყოს ადამიანი.
ამ თვალსაზრისით, კანონის დაცვა საზოგადოების წევრის მიერ იგივეობრივია, რომ იყოს იგი, საზოგადოების წევრი, ზნეობრივი. ხოლო საწინააღმდეგო შემთხვევაში თუ საზოგადოების წევრი დაარღვევს კანონს, მაშინ იგი ამავდროულად არღვევს საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსს, რაც, თავის მხრივ, ზნეობრიობის დარღვევის ტოლფასია.
ზნეობრიობის დარღვევის შემთხვევაში საზოგადოების წევრი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განიცდის სინდისის ქეჯნას, რაც არის გრძნობა თავის თავში, ასევე ზნეობრიობის თვალსაზრისით იგი განიცდის სირცხვილის გრძნობას, რაც არსებობს საზოგადოებასთან მიმართების კონტექსტში, ხოლო კანონისა და სამართალის დარღვევის თვალსაზრისით საზოგადოების წევრი განიცდის დანაშაულის შეგნებას, რის გამოც იგი უნდა დაისაჯოს საზოგადოების მხრიდან.
სინდისის ქეჯნაც, სირცხვილის გრძნობაცა და დანაშაულის შეგნებასაც ერთი ფუძე აქვს – საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის დარღვევა, უბრალოდ, ისინი წარმოადგენენ ამ აქტის გამოვლინების სხვადასხვა ასპექტებს.
ის, ვინც არღვევს კანონს, არის მიჩნეული საზოგადოების მიერ დამნაშავედ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. თავად სიტყვა „დანაშაული“ სათავეს იღებს სიტყვიდან „და–შავ–ება“, რაც თავისი შინაარსით „შავ“ ფერთან, ბნელთან, ანუ ბოროტებასთან არის დაკავშირებული და გულისხმობს გა–შავ–ებას იმ სულიერი ნათელისა, რომელიც ადამიანებისათვის ღმერთს მოუცია.)
დანაშაული არის სამართლებრივი კატეგორია, რომელიც ზნეობრივი თვალსაზრისით გულისხმობს რაიმე მომენტში საზოგადოების წევრის მიერ თავისი მისიის – ადამიანობის – აღსრულების გზიდან გადახვევას.
დანაშაული არის საქციელი, რომელიც არის ჩადენილი საზოგადოების რომელიმე სხვა წევრის ან მთლიანად საზოგადოების წინაშე, ამიტომაც იგი, ანუ დანაშაული, საზოგადოებაში არის დასჯადი საზოგადოებისავე მიერ სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების მიხედვით, რასაც თავისი არსით გამოხატავს კანონი.
სასჯელის ზნეობრივ–სამართლებრივი წარმომავლობა
როგორც უკვე ვთქვით, საზოგადოების წევრის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში საზოგადოებას აქვს ერთადერთი მენტალური იარაღი დასაჯოს იგი – ეს არის ის, რაც გამოიხატება მცნებაში „პატივის აყრა“, ანუ „მოკვეთა“.
ანუ წაართვას მას ხმის უფლება, რაც პირდაპირი გაგებით არის წართმევა ღვთისმსახურების უფლებისა, რაც გამოიხატება მის მიერ თავისი ადამიანობის მისიის აღსრულების შესაძლებლობაში.
ანუ შეუზღუდოს მას თავისუფალი გადაადგილების უფლება,
ანუ გააძევოს ის თავის ოჯახთან ერთად სამშობლო ადგილებიდან
ანუ სრულიად შეგნებულად დააკანონოს საზოგადოების წევრის ღირსების მიმართ უპატივისმცემლო დამოკიდებულება.
ზნეობრივი თვალსაზრისით საზოგადოების მიერ კანონის ძალით საზოგადოების წევრის დასჯა არის ზნეობრივი სიკვდილის ტოლფასი, რაც, ბუნებრივია, საზოგადოების წევრისთვის არის უდიდესი სულიერი დისკომფორტის წყარო და სათავე.
საზოგადოების წევრის მიერ სასჯელის მოხდის ანუ დანაშაულის გამოსყიდვის საშუალებები
ასე თუ ისე, სინდისის ქეჯნა საზოგადოების წევრში ბადებს სწრაფვას ჩადენილი უზნეო საქციელის გამოსწორების, ანუ შელახული ღირსების რამენაირად აღდგენისა და საზოგადოებისათვის პატიების თხოვნისა, ანუ მის მიმართ პატივცემული დამოკიდებულების აღდგენის თხოვნისა.
რა ფორმები და საშუალებები არსებობდა წარმართული საზოგადოების დამნაშავე წევრისათვის, რათა მას აღესრულებინა თავისი მიზანი და თავის მიერ ჩადენილი დანაშაული ანუ ჩადენილი უზნეობა როგორმე გამოესყიდა, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, საზოგადოების მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულების „პატივის აყრის“ რეჟიმი როგორმე კვლავ გადაეყვანა „პატივის ცემის“ რეჟიმში.
საზოგადოების მხრიდან „პატივის აყრის“ რეჟიმიდან „პატივის ცემის“ რეჟიმში გადასვლის მდგომარეობის გამომხატველი მცნება არის „პატი(ვ)ება“, რაც არის კიდეც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზოგადოების უზნეობის ჩამდენი წევრის უპირველესი ამოცანა და მიზანი მას შემდეგ, რაც მან დაარღვია საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსი.
პატიება
ესე იგი, როდესაც საზოგადოების წევრი სჩადის დანაშაულს, ანუ არღვევს საზოგვდოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებით არსს, იგი ხვდება საზოგადოებისაგან უმკაცრესი განაჩენის – „პატივის აყრის“, ანუ „მოკვეთის“ – გამოტანის წინაშე, რაც მისი, როგორც ზნეობრივი არსების ზნეობრივი სიკვდილის ტოლფასია. ზნეობრივი თვალსაზრისით იგი მთლიანად ჰკარგავს შესაძლებლობას იყოს ადამიანი, ანუ მთლიანად კარგავს შესაძლებლობას იქონიოს პასუხისმგებლობა და აღასრულოს სამსახური ოჯახის, სოფლის, მხარისა თუ ქვეყნის მიმართ, ანუ მთლიანად კარგავს ცხოვრების აზრს, რის გამოც მისი არსებობის შინაარსი უტოლდება ნულს.
ბუნებრივია, რომ მას, საზოგადოებრივი თვითშეგნების სულიერ–ღირებულებითი არსის დამრღვევ საზოგადოების წევრს უჩნდება სურვილი და ლტოლვა, როგორმე დაიბრუნოს „აყრილი პატივი“, მით უმეტეს, რომ თავად საზოგადოებაშიც არსებობს „აყრილი პატივის“ დაბრუნების მექანიზმები.
რაში მდგომარეობს საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრის მიმართ პატივისცემის აღდგენის მექანიზმი და რა ეწოდება იმ აქტს, რომელიც გულისხმობს საზოგადოების წევრისთვის საზოგადოების მიერ აყრილი პატივის დაბრუნებას (ანუ საზოგადოების წევრის ღირსების შესახებ საზოგადოების მხრიდან მის მიმართ შელახული წარმოდგენის აღდგენას)?
ამ აქტს ეწოდება პატი(ვ)–ებ–ა ანუ პატი–ებ–ა, - ზმნა, რომელიც გულისხმობს საზოგადოების მხრიდან საზოგადოების წევრის ღირსების მიმართ ღირსეული დამოკიდებულების აღდგენის აქტს.
ეს აქტი თავისი არსით არის ის, რაც უთუოდ წარმოადგენს მიზანს საზოგადოების იმ წევრისა, რომელმაც დაკარგა პატივის–ცემა ანუ ღირსეული დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან.
ესე იგი, მას შემდგ, რაც დადგა საზოგადოების წევრი საზოგადოების მხრიდან მისთვის პატივის აყრის ზღვარზე მისი, საზოგადოების წევრისთვის ძირითად მიზანს წარმოადგენს მიიღოს საზოგადოებისაგან პატიება, ამიტომ, რათა მან მიიღოს პატიება, როგორც მის მიმართ საზოგადოების მხრიდან ღირსეული დამოკიდებულების აღდგენის ფაქტი, იგი იძულებულია სთხოვოს მას, საზოგადოებას იგი – პატიება.
ამ შემთხვევაში იგი მიდის დანაშაულის აღიარებითა და სინანულით ჩადენილი უღირსი საქციელის გამო უხუცესთა საბჭოში. უხუცესთა საბჭო დგება შუამდგომლად მოწინააღმდეგე მხარეთა