კულტურულ-საგანმანათლებლო საიტი WWW.GIMG.GE

Rambler's Top100

სამეცნიერო კლუბი „იბერიოლოგია“

 
     მეცნიერული კლუბი „იბერიოლოგიის“ მიზნები და ამოცანები
ჩვენს მიერ მეცნიერული კლუბი „იბერიოლოგიის“ დაარსებას საფუძვლად უდევს ერთი მიზნის მიღწევა – სათავე დაუდოს სპეციალური მეცნიერების „იბერიოლოგიის“ არსებობას, რომლის მიზანიც იქნებოდა:
– მეცნიერულად დასაბუთებული ხერხების საშუალებით წარმოაჩინოს ქართულ–იბერიული კულტურის წიაღში უზარმაზარი იდეოლოგიური რესურსის არსებობის ფაქტი; 
 
– დაასაბუთოს საბაზო სულიერი ღირებულებათა სისტემის ქართულ–იბერიულ კულტურაში არსებობის თვითკმარი ხასიათი.
– დაასაბუთოს მსოფლიო ცივილიზაციისათვის ქართულ–იბერიული კულტურის ფუნდამენტალური მნიშვნელობის ობიექტური ხასიათი;
– აქციოს იგი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებრიობის მიერ მეცნიერული კვლევისა და შესწავლის ობიექტად.
     ჩვენ, ქართველი ერი, დაინტერესებული გლობალიზაციის ეპოქაში ქართული ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის განვითარებით, ამგვარი წესით ორმხრივ სასარგებლო საქმეს გავაკეთებდით:
 
1. ერთის მხრივ, თავად ეროვნული საზოგადოების შიგნით გამოვაჯანმრთელებდით სულიერ მდგომარეობას, გავამყარებდით და უნიფიცირებისათვის ძნელად მისაწვდომს გავხდიდით;
2.  მეორეს მხრივ, დავუსაბუთებდით რა საერთაშორისო საზოგადოებას მისი არსებობისათვის ჩვენი კულტურის უზარმაზარი მნიშვნელობის შესახებ, ამით შევუქმნიდით ჩვენს ეროვნულ სულიერ–ფიზიკურ სხეულს საერთაშორისო გარემოში არსებობის იდეალურად კომფორტულ გარემოს.
თავისთავად ამოცანის დასმა ქართული კულტურის მსოფლიო მნიშვნელობის შესახებ რომ დიდად გაბედულია და დღემდე არსებული საღი წარმოდგენების ყოველგვარ ზღვარს სცილდება, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თავის ადგილას.
მაგრამ ყოველივე ეს არსებული სტერეოტიპების საუფლოა, რისი დროებით დავიწყება მაინც, რათა მას ჩვენს წინაშე დასმული ამოცანის წარმატებით გადაწყვეტისათვის ხელი არ შეეშალა, ჩემის აზრით, ურიგო არ იქნებოდა.
      ხოლო რაც შეეხება ჩემს აზრს ამ საკითხის შესახებ, მოგახსენებთ – საგნის არსიდან გამომდინარე მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხარისხი ჩემი გაბედულებისა იმ ზომისაა, რა ზომითაც ამის შესაძლებლობას ჩვენი კულტურის სულიერი სიმაღლე იძლევა.
დიდის სასოებით წარმოვადგენ თქვენი სამსჯავროს წინაშე შემი შეხედულებების სისტემატიზირებულ ნააწრევს – მეცნიერულ–პუბლიცისტურ ნაშრომს „ეროვნული იდეოლოგიის საფუძვლების განსაზღვრებისათვის“,  ნაწილი პირველი.
თავად თქვენ განსაჯეთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, თუ რა საგანძურის მფლობელნი ვართ, რა სიღრმისა და სიგანისაა ქართული კულტურა და გვაქვს თუ არა ჩვენ, ქართველ ერს, საფუძველი და საშუალება ვისაუბროთ ქართული კულტურის რენესანსის შესახებ!
გისურვებთ სასიამოვნო კითხვას საუკეთესო სურვილებით ვასო კუკუნაშვილი
 
 
 
 
 
 
Copyright © 2009 - 2010 www.gimg.ge All Rights Reserved. Developed by Neomedia